საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

კიტ რიჩარდსის სიმღერა სიზმრიდან
გაიოზ (გია) მამალაძე

 გადმობეჭდილია https://presa.ge/new/?m=&AID=4879

 

14:06 03.05.2011

გამოქვეყნებული იყო ფსევდონიმით. 
იბეჭდება მცირედი შემოკლებით.

 

 

 

პრესა.გე-ს მკითხველებს ჩვენ ვუამბეთ ისტორია იმის შესახებ, როგორ დაესიზმრა პოლ მაკარტნის მუსიკა სიზმარში. დიახ, დიდი კომპოზიტორი პოლ მაკარტნი მუსიკას ქმნიდა როგორც ცხადში, ისე სიზმარშიც. ეს ღვთის წყალობაა და ალბათ ნიჭის დამსახურებაც. როდესაც ადამიანი მუსიკით ცხოვრობს, ალბათ, მუსიკაც ცხოვრობს მასში. 

მკითხველს შევპირდით, რომ სხვა ამგვარ მაგალითზე ვუამბობდით. დღეს შესასრულოთ დაპირება.

დიდი ბრიტანელი კომპოზიტორი და მუსიკოსი კიტ რიჩარდსი ყველასათვის ცნობილია. ალბათ, მსოფლიოში არ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც არ დამტკბარიყოს კიტ რიჩარდსისა და მიკ ჯაგერის ტანდემით შექმნილი სიმღერებით ან მხოლოდ კიტის მიერ დაწერილით. The Rolling Stones სიმღერები ხომ უამრავი ფანჯრიდან, ტელევიზორიდან, რადიოს დინამიკიდან ისმოდა და ისმის მთელ მსოფლიოში, უკვე თითქმის 50 წელია. გაუცნობიერებლად, რამდენს მოეწონებოდა.

ხოლო როკ მუსიკის მოყვარულებს ძალიან უყვართ კიტი. ასე, რომ კიტი უფრო ნაცნობია მსოფლიოსთვის, ვიდრე მას ჰგონია, რომელიც კიტს თითქოსდა არ იცნობს. ის ძალიან საყვარელი და მეგობრული ად

ამიანია. ხოლო, ჟურნალ Roling Stone-ის გამოკითხვით, კიტი ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტთა შორის 10-ე ადგილზეა. მის ბრწყინვალე კომპოზიტორობაზე კი აღარაფერს ვამბობთ. კიტ რიჩარდსის დამსახურება უდიდესია თანამედროვე მუსიკის ისტორიაში.

 

 ხოდა, კიტ რიჩარდსაც შეემთხვა ასეთი რამე. ერთხელ, რომელიღაც ქვეყნის, რომელიღაც სასტუმროში იყვნენ. ღამით კიტს გამოეღვიძა. გამოაღვიძა რაღაც მელოდიამ, რომელიც სიზმარში ჩაესმოდა. კიტმა ჩართო მაგნიტოფონი და წაიღიღინა. მაშინ მხოლოდ ბაბინებიანი მაგნიტოფონები იყო. მერე ისევ დაეძინა.

დილით რომ გაიღვიძა კიტს, მაგნიტოფონი ჩართული იყო და ბაბინები უმოწყალოდ ტრიალებდნენ აქეთ-იქეთ (გახსოვთ მათი ტრიალი?). კიტს არ ახსოვდა რა მოხდა. გადაახვია ფირი და ჩართო. პირველი ორიოდე წუთი სიზმრისეული მელოდია ისმოდა, მერე კი მისი ხვრინვა მთელი ფირის მანძილზე.

ასე შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი მსოფლიოში (I Can’t Get No) Satisfaction (ვერ ვკმაყოფილდები, ვერ ვიღებ კმაყოფილებას). სიმღერის თანაავტორია მიკ ჯაგერი, რომელიც შესანიშნავად ასრულებს ვოკალს, როგორც ყოველთვის, თავის კარიერაში.

ესეც სწორედ 1965 წელს მოხდა. როგორც ჩანს, 1964-1965 წლები ახალი ტალღის, ახალი შეტევის, ახალი მუსიკის დასაწყისად ჰქონდა ჩაფიქრებული ღმერთს. სიმღერა

პირველად გამოვიდა სინგლის სახით ამერიკაში. ივლისის თვეში კი ის შევიდა როლინგ სტოუნზის ალბომის Out of Our Heads ამერიკულ ვერსიაში.

სინგლი უმალ გახდა Billboard Hot 100 ლიდერი. სინგლი (I Can’t Get No) Satisfaction 1965 წლის აგვისტოშივე გამოვიდა ბრიტანეთში და როლინგ სტოუნზმა უკვე მეოთხედ გადაასწრო ყველას და ყველაფერს და გახდა ბრიტანული ჰიტ-აღლუმების ლიდერი.

(I Can’t Get No) Satisfaction უმალ იქცა როლინგების სავიზიტო ბარათად. ამ სიმღერამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი მათ პოპულარობას. ჟურნალ Rolling Stoune-ის გამოკითხვით, სიმღერა (I Can’t Get No) Satisfaction მეორე ადგილზეა ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორის. ხოლო VH1-ს გამოკითხვით კი პირველ ადგილზე.

ტექსტში ლაპარაკია იმაზე, რომ სიმღერის გმირი ვერ იღებს კმაყოფილებას, რასაც არ უნდა აკეთებდეს, მანქანა მიჰყავდეს, ტელევიზორს რთავდეს, თუ გოგონას ეპატიჟებოდეს პაემანზე, რომელიც უარს ეუბნება. სიმღერა ერთგვარი პროტესტიც არის, რომ მას ყურს უჭედავენ რადიოთი უსარგებლო ინფორმაციით, არამამაკაცური ტიპები კი ჭკუას ასწავლიან და სხვა.

მართლაც უკვდავი შედევრია.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq