საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

Yesterday - მელოდია სიზმრიდან
გაიოზ მამალაძე
http://www.youtube.com/watch?v=pGQgd2PT4mw 
გადმობეჭდილია https://presa.ge/new/?m=&AID=349712:28 05.03.2011
გამოქვეყნებულია ფსევდონიმით დაჩი სანიკიძე.



პოლ მაკარტნის სიზმრის მელოდია



დიდი კომპოზიტორს, პოლ მაკარტნის მუსიკა შუქმნია, როგორც ცხადში, ისე სიზმარშიც. ასეთი მაგალითები სხვაცაა ცნობილი და შემდეგში მათ შესახებაც გიამბობთ. ეს ღვთის წყალობაა და ალბათ, დამსახურებაც. როდესაც ადამიანი მუსიკით ცხოვრობს, მუსიკაც ცხოვრობს მასში.

პოლ მაკარტნის ძილში ჩაესმა ძალიან ლამაზი მელოდია. როცა გაეღვიძა, ფიქრობდა, ეს მელოდია სადღაც ჰქონდა მოსმენილი. კარგა ხანს ვერ იჯერებდა, რომ ის ძილში შეიქმნა. გავიდა დრო, მელოდია აეკვიატა. 

პოლმა სიმღერისათვის მუსიკის წერა მათი მეგობრების, ეშერების სახლში დაიწყო. მაგრამ ეს საქმე გაიწელა. ხშირად გაახსენდებოდა პოლს და დაამღერებდა ან დაუკრავდა მელოდიას, მაგრამ სიტყვების მოფიქრება გაუჭირდა, ვერც ჯონი დაეხმარა, ისინი ხომ ერთად ქმნიდნენ მუსიკას და მათი ტანდემის შედევრებს ერქვა ჯონ ლენონის-პოლ მაკარტნის სიმღერები.

1965 წლის იანვარში, პირველად წაუმღერა ჯორჯ მარტინს, მათ პროდიუსერს, ხმის რეჟისორს და მეგობარს, პარიზის სასტუმრო "გეორგ V"-ში. მელოდიისათვის, ხუმრობით უცნაური სიტყვები ჰქონდა მოფიქრებული: "ერბოკვერცხო, ტიტინავ, ჩემო პატარავ, როგორ მიყვარს შენი ფეხები". ამიტომ
, ხუმრობით ამ სიმღერის სამუშაო ვარიანტს დაარქვა "ერბოკვერცხი, ტიტინა".

ნიჭიერმა ჯორჯ მარტინმა მაშინვე ურჩია, რომ სიმღერის ჩაწერისათვის გამოეყენებინა სიმებიანი კვარტეტი. მერე ჯორჯ მარტინი იხსენებდა: "ეს იყო გარდატეხის მომენტი ბითლზების ცხოვრებაში, ამის მერე ბიჭებმა უარი თქვეს მხოლოდ ოთხი ინსტრუმენტი (სამი გიტარა და დასარტყამი) გამოეყენებინათ და დაიწყეს ექსპერიმენტები". 

პოლი მერე ყვებოდა: "მინდოდა არანჟირებისას გამომეყენებინა სიმებიანი ინსტრუმენტი. ჯორჯ მარტინმა მითხრა: "იქნებ სიმებიანი კვარტეტი გამოიყენო?". იდეა შესანიშნავი იყო. ჩვენ დავსხედით როიალთან და მოვიფიქრეთ, როგორი ჟღერადობა ექნებოდა".

უნდა ითქვას, რომ ბითლზების ექსპერიმენტებმა გაამართლა და შესანიშნავი მუსიკა შეიქმნა, მათი მოღვაწეობის მეორე ნახევარშიც.

საბოლოო ვარიანტი ტექსტისა ძილში მოსმენილი მელოდიისათვის პოლმა დაწერა 1965 წლის მაისში, როცა პორტუგალიაში ისვენებდა. 

სიმღერა პოლმა ჩაიწერა 1965 წლის 14 ივნისს, სიმებიანი კვარტეტის პარტია 17 ივნისს ჩაწერეს. კვარტეტის მუსიკოსებს უკვირდათ, მუსიკალური განათლების არმქონე პოლ მაკარტნის მუსიკალური კანონების დარღვევით რომ ჰქონდა დაწერილი თავისი მუსიკა. 

პირველად ბითლზების ისტორიაში ჩაწერაში არ მიუღიათ მონაწილეობა ჯონს, ჯორჯს და რინგოს. 

პოლი უკრავდა აკუსტიკურ გიტარაზე და მღეროდა, მუსიკას უკრავდა სიმებიანი კვარტეტ
ი. მუსიკის არანჟირებაში პოლს დაეხმარა, როგორც ვთქვით, ჯორჯ მარტინი.  

სიმღერა Yesterday (გუშინ) ძალიან განსხვავდება ბითლზების სხვა სიმღერებისაგან, განსაკუთრებით იმ პერიოდში რომ იქმნებოდა. ეს არის ერთ-ერთი პირველი როკ ბალადა.

თავიდან ბითლზების სხვა წევრები თვლიდნენ, რომ ეს სიმღერა არ იყო მათი სტილის და არ უნდა შესულიყო ახალ ალბომში Help, რომელიც მაშინ გამოდიოდა. 

თუმცა, ალბომში ის მაინც მოხვდა. 

ალბომი გამოკითხვების ლიდერი გახდა, მაგრამ, ეს სხვა სიმღერების დამსახურებაცაა, რომლებიც ალბომშია წარმოდგენილი.ბითლზები ვერ აკონტროლებდნენ ამერიკულ ხმის ჩამწერ სტუდიებს. ამერიკელებმა გამოსცეს სინგლი, სადაც შევიდა Yesterday. 

სინგლმა უდიდესი წარმატება მოიპოვა. Yesterday უმალ მოხვდა ჰიტ-პარადების პირველ ადგილებზე. მთელი თვე პირველ ადგილზე დარჩა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირველივე კვირაში სინგლი 1 000 000 ეგზემპლიარი გაიყიდა. მალე 3 000 000 მიაღწია. 

გარდა ამერიკისა, სიმღერამ უმალ დაიკავა პირველი ადგილი კანადის, იტალიის, ახალი ზელანდიისა და სხვა ქვეყნების ჰიტ-პარადებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

დიდ ბრიტანეთში მალე მეტ მონრომ იმღერა Yesterday და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-პარადის პირველ ადგილზე გავიდა.1966 წელს Yesterday-მ მიიღო Ivar Novello Award-ის პრემია, ნომინაციაში: "1965 წლის ყველაზე შ
ესანიშნავი სიმღერა". გინესის რეკორდების წიგნის თანახმად დამუშავებულია და შესრულებული ამ შესანიშნავი სიმღერის 2 500-ზე მეტი ვარიანტი სხვადასხვა მუსიკოსების მიერ.

1993 წელს პოლ მაკარტნიმ ასოციაცია US Broadcast Music Inc.-ისგან მიიღო ჯილდო, სიმღერა Yesterday რეკორდული სიხშირით შესრულებისათვის.  
მარტო ამერიკელებმა ეს სიმღერა ტელევიზიითა და რადიოეთერით გადასცეს 7 მილიონზე მეტჯერ.

ჟურნალ Rolling Stone-ს გამოკითხვით, Yesterday გავიდა 13 ადგილზე ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორის. ბრიტანული რადიო ბი-ბი-სი-2 გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკალური ექსპერტები და მსმენელები, Yesterday დასახელდა მეოცე საუკუნის საუკეთესო სიმღერად.

ბრიტანული რადიო ბი-ბი-სი-2 გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკალური ექსპერტები და მსმენელები, Yesterday დასახელდა მეოცე საუკუნის საუკეთესო სიმღერად.


Yesterday 


Yesterday, all my troubles seemed so far away

Now it look as though they're here to stay

Oh, I believe in yesterday

 

Suddenly, I'm not half the man I used to be

There's a shadow hanging over me

Oh, yesterday came suddenly

 

Why she had to go I don't know, she wouldn't say

I said something wrong, now I long for yesterday

 

Yesterday, love was such an easy game to play

Now I need a place to hide away

Oh, I believe in yesterday

 



მამული, ენა, სარწმუნოება

gaq