საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

30 000 მისალოცი ბარათი ჯორჯ ჰარისონისთვის
გია მამალაძე

 ყოველ დღე Beatles-ის წევრები ბითლომანიის ხანაში ასეულობით წერილს იღებდნენ. ყოველი ფანი გულისფანქალით ელოდა პასუხს თავისი კერპებისგან...

 

ბითლზთაგან ყველაზე უმცროსი ჯორჯ ჰარისონი დაიბადა 1943 წლის 25 თებერვალს, არნოლდ-გროუვში, უეინერტრში, ლივერპულში. ის ერთადერთის იყო ბითლზის წევრებს შორის, რომელსაც მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰქონდა. ჯორჯი უმცროსი იყო ჰაროლდ და ლუიზა ჰარისონების ოჯახში.

 

ჯორჯის მამა ჰაროლდმა 14 წლის ასაკში სწავლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო.

 

ჰაროლდის მამა დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში, ამიტომ ჰაროლდის დედა (ჯორჯის ბებია) ვერ იტანდა სამხედრო სამსახურს, მაგრამ შვილს მაინც მისცა უფლება ჩაწერილიყო სავაჭრო ფლოტში.

 

ჰაროლდმა ლუიზა, ჯორჯის დედა საკმაოდ სასაცილო ვითარებაში გაიცნო.

 

“ერთხელ ქუჩაში გავიცანი რამდენიმე ახალგაზრდა, ერთმა მთხოვა მისამართი და შემპირდა, ხვალ მივემგზავრები აფრიკაში და იქიდან სუნამოს გამოგიგზავნიო. სუნამოს ხათრით დავთანხმდი. იმ ხანებში წერილი ძალიან იშვიათობა იყო. გავიდა დრო, მართლაც მოვიდა წერილი _ მის ლუიზა ფრენჩისათვის. მაშინვე მივხვდი, რომ იმ ახალგაზრდის გამოგზავნილი იქნებოდა.”

 

იმ დღეს ლუიზას ოჯახს სტუმარი ჰყავდა. ოჯახის წევრებმა წერილი გამოსტაცეს და მასზე ადრე წაიკითხეს ხმამაღლა, ყველ

ა იცინოდა იმ მრავალრიცხოვანი კოცნის გამო, რომლებიც ჰაროლდმა იმ წერილით გამოუგზავნა ლუიზას.

 

ლუიზა ირლანდიელი იყო, კათოლიკე, ჰაროლდი არა, ამიტომ სამოქალაქო ქორწინება ჰქონდათ. ახალდაქორწინებულები დასახლდნენ პატარა ორსართულიან სახლში, რომლის თითოეულ სართულზე ორ-ორი პატარა ოთახი იყო. სახლი კვირაში 10 შილინგი უჯდებოდათ. ჰაროლდი ისევ ფლოტში მუშაობდა სტიუარდად, თავისუფალ დროს პარიკმახერობდა. თვეში სულ 7 ფუნტს იღებდა.

 

1936 წელს გამოუშვეს ფლოტიდან. წელიწადი და სამი თვე სახელმწიფო დახმარებით ცხოვრობდა, ქვეყანაში დეპრესია იყო და მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მაინც ეხმარებოდა უმუშევრებს და ღატაკებს. კვირაში 23 შილინგს იღებდა ჰაროლდი სახელმწიფო დახმარებას, 10 შილინგს სახლის ქირაში იხდიდა, დანარჩენი ფული ორ შვილს, ცოლს და მას უნდა ჰყოფნოდათ. ზამთარში ნახშირიც საყიდელი იყო.

 

1937 წელს ჰაროლდმა ავტობუსის კონდუქტორის ადგილი იშოვა, 1940 წელს კი მძღოლად დაიწყო მუშაობა.

 

პირველ შვილს ლუიზა დაარქვეს, მეორეს ჰაროლდი (ჰარი), მესამეს პიტერი.

 

1943 წელს, როგორც ვთქვით, შეეძინათ მეოთხე შვილი  _ ჯორჯი. დაბადებისთანავე თურმე მომავალი გენიოსი დედიკოს ჰგავდა ძალიან.

 

მომავალი მომღერალი პატარაობიდანვე ძალიან დამოუკიდებელი იყო. ჯერ კიდ

ევ ორწლინახევრის იყო, როდესაც იქვე ახლოს მაღაზიაში ძეხვის საყიდლად უშვებდნენ, წერილსაც ატანდნენ გამყიდველისთვის, მაგრამ ის წერილს გადააგდებდა ხოლმე და სასაცილო სახით გამყიდველს ეუბნებოდა: “ღორის ხორცის საუკეთესო ძეხვის სამი მეოთხედი ფუნტი (წონაა) მომეცითო!”

 

ჯორჯი კათოლიკურად იყო მონათლული. დროზე ადრე შეიყვანეს სკოლაში, პენი-ლეინზე (ალბათ, სახელი გეცნოთ). სკოლაში შესვლის მეორე დღიდანვე დედას აუკრძალა მისი სკოლაში გაცილება და სკოლიდან წამოყვანა, უკვე :დიდი ბიჭი“ იყო. ჯორჯი ვერ იტანდა ჭორიკნებს და უსაქმურ მეზობლებს.

 

მომავალ სუპერვარსკვლავს 6 წელი რომ შეუსრულდა, ოჯახი მუნიციპალურ, თუმცა საკმაოდ სიმპატიურ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების მერე პრემიერ-მინისტრ კლემენტ ეტლის მთავრობამ მილიონობით ბინა ააშენა და უფასოდ დაურიგა ომით გაწამებულ თანამოქალაქეებს. დღეს დიდ ბრიტანეთში ბევრი თვლის, რომ კლემენტ ეტლი XX საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსი იყო მათ ქვეყანაში.

 

ახალი ბინა ჯორჯის დედას არ მოსწონდა, იმიტომ რომ მის გაშენებულ ყვავილებს ღამ-ღამობით ხულიგნები იპარავდნენ ან ანადგურებდნენ.

 

1954 წელს ჯორჯ ჰარისონი სასწავლებლად ჩაირიცხა ლივერპულის, როგორც უწოდებდნენ, “ინსტიტუტში”. ერთი წლით ადრე იქვე მოეწყო პოლ მაკარტნი...

 

ჯორჯის მამა ჰაროლდი

კვლავ ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. ის აქტიური პროფკავშირელი, შრომისმოყვარე და პატიოსანი კაცი იყო. ჰაროლდი, მოსწრებული უმძიმეს წლებს, მიისწრაფოდა მშვიდი ცხოვრებისაკენ. დედა ყველაფერში ხელს უწყობდა ჯორჯს, მისთვის მთავარი იყო, შვილებს ეკეთებინათ ის, რაც გააბედნიერებდათ.

 

გავიდა წლები. დაიწყო ბიტლომანია...

 

1965 წლამდე ჰაროლდ ჰარისონი ექსპრეს-ავტობუსის მძღოლად მუშაობდა.

 

_ “რამდენს იღებ მამა ხელფასს?” _ ჰკითხა ერთხელ ფინანსურად წელში გამართულმა ჯორჯმა მამას.

 

_ ”10 ფუნტს და 2 შილინგს” _ უპასუხა ჰაროლდმა საამაყო შვილს.

 

_ “დღეში”?

 

_ “არა კვირაში”.

 

ჯორჯმა შეიგინა და მამას უთხრა:

 

_ “მე სამჯერ მეტს მოგცემ, მამა, ოღონდ აღარ იმუშაო, ცხოვრებას გაიხანგრძლივებ ათიოდე წლით მაინც”.

 

იმავე 1965 წელს ჰარისონების ოჯახი ლივერპულიდან საცხოვრებლად გადავიდა უორინგტონში, უფრო სწორად მისგან სამ მილში, ეპლტონში, რომელიც 15 მილითაა დაშორებული, როგორც ლივერპულს, ისე მანჩესტერს.

 

ეს იყო სოფლის იდილია, ძალიან ძნელად მისასვლელი და მისაგნები.

 

ეზო სამი აკრი (ზომის ერთეულია), სახლი ორ სართულიანი, საკმაოდ დიდი ოთახებით მეორე

სართულზე. სახლ-კარი ჯორჯს 10 000 ფუნტი დაუჯდა. ისე გაარემონტა, რომ მალე მისი ფასი გაორმაგდა. სხვა ადგილას ასეთი ქონება კიდევ გაორმაგდებოდა, მაგრამ ჰარისონებს წყნარი ცხოვრება უყვარდათ.

სახლი შესანიშნავი სუვენირებით მოაწყვეს, რომელიც ჯორჯის თაყვანისმცემლებმა გამოგზავნეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

ჰაროლდ ჰარისონი ყოველთვიურად მიემგზავრებოდა ბითლზების გულშემატკივართა კლუბის მთავარ შტაბში და მოჰქონდა მინიმუმ 2000 ფოტო ბითლზებისა, რათა მერე ისინი გაეგზავნათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

ჯორჯის დედა ლუიზა ჰარისონი ყველა წერილს, რომელიც მოსდიოდა მის ცნობილ შვილს, აუცილებლად პასუხს სცემდა. ჰარისონების ოჯახი საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავდა ამ საქმისთვის. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა ამაყ და თავმდაბალ დედას, იმ წამსვე საწერ მაგიდას მიუჯდებოდა.

 

თანაც უბრალოდ მოკითხვას კი არ წერდა მხოლოდ, არამედ დაწვრილებით სცემდა პასუხს, უყვებოდა ადრესატს ჯორჯის ამბებს, ოჯახის სიახლეებს. ღამის ორ საათამდე ლუიზა ჰარისონი არ იძინებდა და ჯორჯ ჰარისონის თაყვანისმცემლებისათვის წერილებს წერდა. თუ რომელიმე წერილი უცხო ენაზე იყო დაწერილი, იმავე ენაზე ადრესატს უგზავნიდა რამდენიმე მისასალმებელს სიტყვას და ჯორჯის სურათს ხელმოწერით.

 

ჰარისონები 1963-1964 წლებში კვირაში 450-მდე წერილს

იღებდნენ. როცა ჯორჯს 21 წელი შეუსრულდა, მათ მიიღეს 30 000 მისალოცი ღია წერილი, ეზოს გარშემო ამ დროს თაყვანისმცემელთა მასა ხმაურობდა. ჰარისონებს ცოტა შეეშინდათ და პოლიციელი გამოიძახეს, რომელსაც გაკვირვებისგან კინაღამ გაგიჟდა, როდესაც დაინახა, როგორ კოცნიდნენ არასრულწლოვანი თაყვანისმცემლები კარის სახელურს, ჯორჯის ხელშენავლებს.

ბიტლომანიის პერიოდში ფოსტა სპეციალური ფურგონით უგზავნიდა მათ წერილებს ჯორჯისთვის.

 

წარმოიდგინეთ რა სიხარული იქნებოდა ბითლზის ფანებისთვის ჯორჯ ჰარისონის სურათისა და მისი დედის წერილის მიღება, რომელიც ასე იწყებოდა: “ძვირფასო“ (და აუცილებლად სახელიც ადრესატისა)...

 

”ქალბატონო ჰარისონ, ვერც კი წარმოიდგენთ რა სიხარული მოგვანიჭა თქვენმა წერილმა. ამდენი ხანია ვწერდით და ვწერდით სხვადასხვა ფანკლუბებს, სხვადასხვა მისამართზე. მერე როგორღაც თქვენი სახლის მისამართი გავიგეთ და წერილი გამოვაგზავნეთ. ერთ მშვენიერ დღეს კი თქვენგან პასუხი მივიღეთ... ჩემი გოგო ისე ხტოდა სიხარულისგან, ისე ხტოდა, ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი ბედნიერი...”  

 

სიმღერა Something ჯორჯ ჰარისონის მიერაა დაწერილი. წამყვანი ვოკალი თავად შეასრულა, მღეროდა პოლიც. ფორტეპიანოზე ბილი პრესტონმა დაუკრა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდა 12 ვიოლინო, 4 ალტა, 4 ვიოლონჩელო და ერთი კონტრაბასი.

 

ჯორჯმა ე

ს სიმღერა თავის ცოლს, პატის უძღვნა. კრიტიკოსებმა სიმღერა ისევე შეაფასეს, როგორც Yesterday. ფრენკ სინატრამ კი Something-ს უწოდა: “საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში”

 

 

 

                

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq