საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

ჯორჯ ჰარისონის "შესანიშნავი მუსიკალური და სულიერი მოგზაურობა”
გია მამალაძე

გადმობეჭდილია: https://presa.ge/?m=&AID=3359

გამოქვეყნებული იყო ფსევდონიმით: დაჩი სანიკიძე


დღეს 2011 წლის 25 თებერვალს ჯორჯ ჰარისონს 67 წელი შეუსრულდებოდა. ის 1943 წლის 25 თებერვალს მოევლინა სამყაროს.

ბითლზთაგან ყველაზე უმცროსი ჯორჯი იყო. ის დაიბადა არნოლდ-გროუვში, უეინერტრში, ლივერპულში. ის ერთადერთის იყო ბითლზის წევრებს შორის, რომელსაც მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰქონდა. ჯორჯი უმცროსი იყო ჰაროლდ და ლუიზა ჰარისონების ოჯახში.

1960-ანი წლებიდან ჯორჯ ჰარისონის დაბადების თარიღი მუსიკის მოყვარულთათვის ძალიან ნაცნობი და ახლობელია მთელ მსოფლიოში. როცა ყველაზე უმცროსს ბითლზს 21 წელი შეუსრულდა, მან მიიღო 30 000 მისალოცი ღია წერილი მთელი მსოფლიოდან. მაშინ კვირაში 500-მდე წერილს იღებდა.

სიცოცხლეში ჯორჯი უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა მუსიკის მოყვარულთა შორის. თვითონაც კეთილი და გულწრფელი ადამიანი იყო. მას ხშირად მოკრძალებულ ბითლზსაც უწოდებდნენ. ყველას ახსოვს მისი ბავშვური ღიმილი პირველი წარმატებებისას.

დღესაც ჯორჯ ჰარისონის დაბადების დღეს უამრავი მუსიკის მოყვარული აღნიშნავს მთელ მსოფლიოში.

ჯორჯ ჰარისონის 20 კომპოზიცია შევიდა ბითლზების ალბომებში. ის ნაკლებად პროდუქტიული იყო ჯონ ლენონ-პოლ მაკარტნის ტანდემთან შედარებით, თუმცა მისი სიმღერები შესანიშნავია, რომლებმაც ააღელვეს როგორც მილიონობით ადამიანი, ისე მ

უსიკალური კრიტიკოსები.

ჯორჯ ჰარისონი, როგორც ბითლზის წევრი 1965 წელს დააჯილდოეს დიდი ბრიტანეთის ორდენით. ორდენი პირადად ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ გადასცა. ჰარისონი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

შემდეგ მან ასევე ბითლზის წევრებთან ერთად მიიღო ოსკარი, ფილმის "დაე, ასე იყოს" (Let It Be) მუსიკალური გაფორმებისთვის.

1992 წელს ჰარისონი გახდა პირველი ლაურეატი Billboard Century Award  პრემიისა.  1990 წელს ჯორჯ ჰარისონის სახელი უწოდეს პაწაწინა პლანეტას 4149, რომელიც აღმოაჩინეს 1990 წლის 9 მარტს.

გარდაცვალების მერე, 2002 წელს, კინოხელოვნებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯორჯი დააჯილდოვეს დიდი ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის პრემიით BAFTA.

 

2003 წელს ჟურნალ Roling Stones-ის გამოკითხვით ჯორჯ ჰარისონი დასახელდა 21 ადგილზე მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის.

2004 წლის ჰარისონი შეიყვანეს როკენროლის დიდების დარბაზში.

2004 წლის 15 მარტს ის შეიყვანეს მედისონ-სკვერ-გარდენის დიდების ხეივანში, კონცერტისათვის "ბანგლადეში".

ჯორჯ ჰარისონს, როგორც ბითლზის წევრს და მერე სოლო კარიერისათვის, მიღებული აქვს გრემის 13 პრემია. აქედან ერთი 2003 წელს, სიკვდილის მერე მიენიჭა.

2010 წელს ჯორჯ ჰარისონი მიიღეს კომპოზიტორთა საერ

თაშორისო ასოციაციის დიდების დარბაზში.

გიბსონ.ქომის ვერსიით ჰარისონი 50 უდიდეს გიტარისტთა შორის 11 ადგილზეა. ჟურნალ Time გარეკანზე მისი ფოტო გამოაქვეყნეს ორჯერ, 1967 წელს ბითლზის სხვა წევრებთან ერთად და 2001 წელს, გარდაცვალების მერე.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში 2009 წელს გახსნეს ჯორჯ ჰარისონის ვარსკვლავი.

ჯორჯ ჰარისონი არა მარტო კარგი გიტარისტი და მომღერალი იყო, არამედ შესანიშნავი კომპოზიტორიც. მაგალითად, ბითლზების სიმღერა Something ჯორჯ ჰარისონის მიერაა დაწერილი. წამყვანი ვოკალი თავად შეასრულა, მღეროდა პოლიც. ფორტეპიანოზე ბილი პრესტონმა დაუკრა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდა 12 ვიოლინო, 4 ალტა, 4 ვიოლონჩელო და ერთი კონტრაბასი.

კრიტიკოსებმა სიმღერა ისევე შეაფასეს, როგორც ბითლზების სხვა ძალიან პოპულარული სიმღერა Yesterday.

ფრენკ სინატრამ კი Something-ს უწოდა: “საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში”.

ბითლზების დაშლის მერე ჯორჯმა მალევე გამოუშვა თავისი სიმღერების დისკი. მერეც აგრძელებდა მუსიკალურ კარიერას, როგორც კომპოზიტორი და მომღერალი. თუმცა, ხანდახან რამდენიმე წლით იკარგებოდა სცენიდან, თუმცა ამას თავის მიზეზები ჰქონდა. მეგობრობდა სხვა ცნობილ მუსიკოსებთან, ერიკ კლაპტონთან,  ბობ დილანთან, ბილ პეტერსონთან და თავის ლივერპულელ ძმებთან. მისთვის დიდი დარტყმა იყო ჯონ ლენონის სიკვდილი. სიმღერაც უძ

ღვნა ლენონის სიკვდილს All those years ago, პოლთან, ლინდასთან და რინგოსთან ერთად, თავის ახალ ალბომში.

მანამდე, 1974 წელს ძალიან ეტკინა გული, როცა პირველი ცოლი, პეტი დაშორდა. პეტის, თურმე, მოსვენებას არ აძლევდა ერიკ კლაპტონი, რომელიც უზომოდ იყო მასზე შეყვარებული. თავიდან პეტი უარყოფდა კლაპტონის სიყვარულს, მერე კი მას გაჰყვა. ამის მიუხედავად, როგორც ამბობენ, ჯორჯი მაინც დარჩა ერიკის მეგობრად.

ჯორჯს მალევე ეწვია სიყვარული და მეორედ დაქორწინდა მექსიკელ ოლივია ტრინიდად არიასზე.

ჯორჯს უყვარდა მებაღეობა. იყიდა ვიქტორიანული სტილის მამული "ფრაიარ-პარკი", გაარემონტა და თვითონ უვლიდა ბაღს. ბავშვობიდან უყვარდა ავტოშეჯიბრებები და აგროვებდა ავტომობილებისა და ავტოპილოტების სურათებს.

2008 წელს ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა მარტინ სკორსეზემ გადაწყვიტა გადაეღო დოკუმენტური ფილმი ჯორჯ ჰარისონის ცხოვრების შესახებ: "ცხოვრება მატერიალურ სამყაროში: ჯორჯ ჰარისონი".

ფილმის მთავარი დედააზრი არის ჯორჯ ჰარისონის სულიერი ცხოვრება. რეჟისორი მუშაობდა ჯორჯის ქვრივის, ოლივიას დახმარებით. ცნობილია, რომ ჯორჯ ჰარისონი გატაცებული იყო ინდური ფილოსოფიით და რელიგიით, კონკრეტულად კრიშნაიზმით. მერე, ჰიმალაის მთებში მოგზაურობისას, ჯონ ლენონს მათი სულიერი მეგობარი ინდოელი მაჰარაში გარყვნილებაში უმხელია. ამან დიდი დარტყმა მიაყენა ჯორჯს. ჯორჯი კათოლიკურ ოჯახში იყო გაზრდილი

, თუმცა მერე ასე გადაწყვიტა. მასზე ამბობენ, რომ პატიოსანი და სულიერი ადამიანი იყო. ის ეხმარებოდა ბანგლადეშელ ბავშვებს, აწყობდა საქველმოქმედო კონცერტებს. ეხმარებოდა კიბოს წინააღმდეგ მოქმედ ფონდებს.

სკორსეზე ცხოვრებაში არაერთხელ შეხვედრია ჯორჯ ჰარისონს და ყოველთვის აინტერესებდა მისი სულიერი ცხოვრება. მისი თქმით: "ჰარისონი ყოველთვის ცდილობდა ენახა ბალანსი მატერიალურსა და სულიერს შორის"... სკოსეზეს ამბობს: "ჯორჯ ჰარისონის ცხოვრება იყო შესანიშნავი მუსიკალური და სულიერი მოგზაურობა".

ფილმის გადაღება დასრულდა 2010 წელს.

1999 წლის 29 დეკემბერს ჯორჯ ჰარისონი თავის სახლში კინაღამ მოკლა ვიღაც გადარეულმა, მაიკლ აბრაამმა. მაშინ ჰარისონი საკმაოდ დაზარალდა ფიზიკურად.

1997 წლიდან ჯორჯ ჰარისონი ებრძოდა სიმსივნეს. ჯერ ფილტვის პატარა ნაწილი მოაჭრეს. 2001 წელს სიმსივნე აღმოაჩნდა თავშიც, რომლის ხელის ხლება არ შეიძლებოდა. ჩაიტარა მკურნალობის კურსი, მაგრამ ვერაფერი უშველეს.

სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, ნიუ-ორკის საავადმყოფოში ჯორჯი ინახულეს პოლმა და რინგომ. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი ცუდად იყო, მეგობრებმა რამდენიმე საათი გაატარეს ერთად, ხმაურობდნენ, ხუმრობდნენ და იცინოდნენ.

თავისი ბოლო დღეების გასატარებლად ჯორჯი გადაფრინდა ლოს-ანჯელესში, პოლის სახლში ბევერლი-ჰილზე. ბოლო წუთებამდე გარშემორტყმული იყო ოჯახის წევრებით, მეგობრებით, მათ შორის კრიშნა

იტებით.

ოჯახმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება: "ის ამ ქვეყნიდან წავიდა ისევე, როგორც ცხოვრობდა, ფიქრობდა ღმერთზე, არ ეშინოდა სიკვდილის, იყო მშვიდად, გარშემორტყმული მეგობრებითა და ოჯახის წევრებით."

"ყველაფრის გადადება შეიძლება, გარდა ღვთის ძიებისა და ერთმანეთის სიყვარულისა" – იყო ჯორჯ ჰარისონის საბოლოო სიტყვები.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq