საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

ჯონ ლენონი – ნამდვილი მეგობარი
გაიოზ (გია) მამალაძე

გადმობეჭდიალია: https://presa.ge/?m=&AID=2698 

გია მამალაძე 15:57 10.01.2011

 

გვინდა ჯონ ლენონის ბიოგრაფიიდან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გიამბოთ.

ის ნამდვილი მეგობარი გახლდათ. ცნობილია, თურმე ბითლზები ხშირად ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ ძველ ნაცნობებს და ჩაერთოთ ისინი თავის საქმიანობაში, როცა რაიმე ახალ საქმეს იწყებდნენ.

 იყო ასეთი პიროვნება პიტ შოტონი. პიტი და ჯონ ლენონი სამი წლის ასაკიდან მეგობრობდნენ. პიტის ოჯახი ჯონის გამზრდელი დეიდის, მიმის მეზობელი იყო მანლოვ-ავენიუზე, ვულტონში, ლივერპულში. ჯონს და პიტს ჰყავდათ მეგობარი აივენ ვონი. სამივე ძალიან ანცი და ცელქი ბიჭუნა იყო. სულ ჩხუბობდნენ სხვა ბიჭებთან, თუ ვინმე არ აღიარებდა ჯონისა და მათი ბანდის უპირატესობას. პიტი და ჯონი სკოლაშიც ერთად შევიდნენ, რომელსაც ერქვა "ქვორი ბენქი” და ერთად სწავლობდნენ. აივენი მშობლებმა სხვა სკოლაში შეიყვანეს. ბიჭები სკოლაშიც ძალიან ცელქობდნენ. მთელ სკოლასთან ომი ჰქონდა ორ ძმაკაცს. ყველა პედაგოგი აღნიშნავდა, რომ სკოლის პირველი პრობლემა ლენონი და შოტონი იყო.


სულ ერთად იყვნენ და ერთად ისჯებოდნენ კიდეც. ამის გამო სწავლაშიც ჩამორჩნენ. მერე ჯონი იხსენებდა – “მე მას ცხოვრება დავუნგრიეო”.

&n

bsp;

პიტი გახდა ჯონ ლენონის პირველი მუსიკალური ჯგუფის წევრი, უკრავდა სარეცხ დაფაზე... ჯგუფში შედიოდნენ ერიკ გრიფიტსი – გიტარა, ლენ ჰარი და კოლინ ჰანსონი – დასარტყმელი ინსტრუმენტი, როდ დევისი – ბანჯო.

ჯგუფს ერქვა "ქვორიმენი".

 

პირველი “კონცერტი” ჩაატარეს როზ-სტრიტზე, იმპერიის დღესასწაულზე, ქუჩაში. სცენად გამოიყენეს სატვირთო მანქანის ღია საბარგული. რა თქმა უნდა, მათთვის არავის არაფერი გადაუხდია.

 

ამის მერე, მათ იწვევდნენ ხოლმე სხვადასხვა წვეულებებზე. ხანდახან წვრილ ფულსაც უხდიდნენ. ძირითადად,  ბიჭები თავისი სიამოვნებისთვის უკრავდნენ.

 

იცვამდნენ ძმაკაცები “TeddY boy”-ს გამოპრანჭული სტილით, რომელსაც ხულიგნური მანერები ემატებოდა. თმა გრძელი და უკან გადაყრილი ჰქონდათ.

 

პიტს მუსიკა დიდად არ აინტერესებდა, “ქვორიმენში” ჯონის ხათრით უკრავდა, როგორც ვთქვით, სარეცხ დაფაზე.

 

სკოლის დამთავრების მერე პიტ შოტონმა პოლიციაში დაიწყო მუშაობა. აივენი, როგორც ვთქვით, სხვა სკოლაში სწავლობდა და სწავლისადმი ინტერესით გამოირჩეოდა, მეგობრებისაგან განსხვავევით.

 

ჯონი მუსიკით ცხოვრობდა, თავიდან ძალიან უჭირდათ ბითლზებს და გერმანიაში, ჰამბურგში დადიოდნენ გასტროლებზე. ამის მერე ჯონს და პიტს კარგა ხანი

არ უნახავთ ერთმანეთი.

 

სამი წელი ძლივს გაძლო პიტმა პოლიციაში. მიხვდა, რომ მას სრულიად არაპოლიციური ხასიათი ჰქონდა. მიატოვა პოლიციელობა და შემდეგ სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა.

 

სამწუხაროდ, ვერც ერთ ადგილზე ვერ შეძლო წარმატებით ემუშავა, არ უმართლებდა. ერთი პერიოდი საკუთარი კაფეც გახსნა, რომელსაც მალე ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.

 

პიტი დარჩა უმუშევრად და უფულოდ. ძალიან უჭირდა. მაშინ ბრიტანეთში ისეთი კარგი დახმარება არ ჰქონდათ უმუშევრებს, როგორც დღეს. თუმცა, ბრიტანეთის სახელმწიფო მაინც ცდილობდა პატრონობა გაეწია თავისი ქვეშევრდომებისათვის.

 

1965 წელს ლივერპულში პიტი შემთხვევით შეხვდა ჯონს. ამ დროს The Beatles უკვე ცნობილი ჯგუფი იყო, რომელიც იპყრობდა დიდი ბრიტანეთისა და მთელი მსოფლიოს მუსიკის მოყვარულთა გულებს.

 

1962 წლის ოქტომბერში გამოვიდა The Beatles პირველი სინგლი “Love Me Do”/”P.S. I Love You”; 1963 წლის იანვარში “Pleas Pleas Me” / ”Ask Me Why”; იმავე წლის აპრილში “From me To Yuy” / ”Thenk You Gerl”; აგვისტოში “She Loves You” / ”I’ll Get Yoy” და წავიდა და წავიდა ზენიტისკენ ლივერპულელი ოთხეულის პოპულარობა.

 

წარმატებას ფულიც მოჰქონდა. იმ დროისათვის ბითლზის წევრები უკვე შეძლებული ადამიანებ

ი იყვნენ. ჯონმა გამოიკითხა პიტის ამბავი და დამხარება აღუთქვა.

 

ცოტა ხანში, საახალწლო დღესასწაულების დროს, პიტ შოტონმა ჰემპშირში, ჰაილინდ-აილენდზე ნახა სუპერმარკეტი, რომელიც მოეწონა.

 

ჯონ ლენონმა მეგობარს უყიდა ეს სუპარმარკეტი 20 000 ფუნტად.

 

რომ მივხვდეთ, რამდენი იყო ეს თანხა, მოკლედ გიამბობთ პატარა ისტორიას. რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კლემენტ ეტლი, რომელიც 7 წელი მეთაურობდა ბრიტანეთის მთავრობას, მანამდე კი პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის მოადგილე იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს. 1953 წელს ეტლიმ მიატოვა პოლიტიკა და პენსიაზე გავიდა.

 

სახელმწიფოს წინაშე დამსახურებებისათვის დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ კლემენტ ეტლის გრაფის წოდება მიანიჭა (უბრალო სერის კი არა – გრაფის წოდება).

 

როდესაც კლემენტ ეტლი გარდაიცვალა, მისი ქონება, რაც დარჩა, უძრავი და მოძრავი, სახლი, ეზო, ავეჯი და სხვა, სულ 8 000 ფუნტს თუ ითვლიდა (მეორეს მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ასეთი მცირე ქონება, მის პატიოსნებაზეც მიუთითებს).

 

მაშინდელი 20 000 ფუნტით სამსართულიანი სახლისა და საკმაოდ დიდი ეზოს შეძენა შეიძლებოდა დიდი ბრიტანეთის საკმაოდ პრესტიჟულ ქალაქებში. მაშინდელი 20 0

00 ფუნტი დღევანდელ ასეულ ათასობით ფუნტის (და დოლარის თუ ევროს) ტოლია.

 

დღეს, რომ სუპერმარკეტი იყიდოთ ბრიტანეთის ნებისმიერ ქალაქში, ალბათ, მილიონები დაგიჯდებათ.

როცა ჯონი თავისი ბავშვობის მეგობრისთვის ასეთ დიდ თანხას იმეტებდა, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, შეძლებდა თუ არა პიტი ბიზნესის გაძღოლას, მეტიც, ჯონმა, ალბათ, იცოდა, რომ პიტი შესაძლოა არც კი იყო კომპეტენტური ბიზნესში. მაგრამ ჯონისთვის მთავარი იყო მეგობრობა.

 

პიტ შოტონმა ორი წელი საკმაოდ წარმატებით ამუშავა ჯონ ლენონის მიერ ნაჩუქარი სუპერმარკეტი და მოგებაც მიიღო.

 

სუპერმარკეტის ღირებულება გაიზარდა, პიტმა გააფართოვა ის და გახსნა მამაკაცის ტანსაცმლის განყოფილებაც.

 

პიტი მერე იხსენებდა: “ჯონი რომ არ შემხვედროდა, მე საბოლოოდ დავეშვებოდი. ჯონიც ამბობს, რომ ასეთი ბედი მასაც ემუქრებოდა, ჩვენ რომ ქუჩის ბიჭები გავმხდარიყავით. მე არ მქონდა ერთი პენიც კი. ვიღაც-ვიღაცეები მთავაზობდნენ ბნელ საქმეებში მონაწილეობას. კაფეში ვხვდებოდი ხოლმე საეჭვო პიროვნებებს”.

 

1967 წელს ჯონმა პიტს შესთავაზა მიეტოვებინა სუპერმარკეტი, გადაეცა ის დედისთვის და გადასახლებულიყო ლონდონში, რათა ემუშავა ფირმა “Apple”-ში, რომელიც დაარსეს ბითლზებმა.

 

პიტმა ბეიკერ სტრიტზე გახსნა “Apple”-ს პირველი მაღაზია და გახდა მისი დირექტორი. ავივენ ვონმა ფსიქიატრია შეისწავლა და განათლების სფეროში მოღვაწეობდა, ის და ჯონი ბოლომდე მეგობრობდნენ. აივენი მუსიკალური ნიჭის მქონე ბიჭებს არჩევდა თავის სკოლაში და მიჰყავდა ჯონთან "ქვორომენში". სწორედ აივენმა გააცნო თავისი სკოლელი პოლ მაკარტნი ჯონს.

 

ასეთი მეგობრობა იცოდა დიდმა კომპოზიტორმა და მუსიკოსმა ჯონ ლენონმა.

 


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq