საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

ვალენტინ თოფურიძე
ვალენტინ თოფურიძე
ალენტინ ბაგრატის ძე თოფურიძე (დ. 13 იანვარი, 1908, თბილისი — გ. 1 თებერვალი, 1980, იქვე) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ბიოგრაფიასაშუალო სკოლა სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს ჩამოვიდა თბილისში და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი მოქანდაკეები და მხატვრები: ი. ნიკოლაძე, ნ. კაბდელაკი, ე. ლანსერე, ი. შარლემანი და სხვა.
ვ. თოფურიძე ჯერ კიდევ სტუდენტობისას ჩაება აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებაში და სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია დაძაბული შრომა. პირველი ნაბიჯებიდანვე იგრძნობოდა შემოქმედის სწრაფვა მონუმენტური პლასტიკისადმი, რაზეც მეტყველებს 30-იან წლებში შესრულებული ნამუშევრები, თბილისში კინოთეატრ „რუსთაველის“ ფასადის ფიგურები, ლ. კეცხოველის ბიუსტი კომუნარების ბაღში და სხვა. სამამულო ომის გამარჯვებას მიუძღვნა ერთ-ერთი ნამუშევარი — ჭიათურის თეატრის ფასადზე ქალის ალეგორიული ფიგურა „გამარჯვება“, რისთვისაც 1949 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1955 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თოფურიძე, ვალენტინ ბაგრატის ძე (1908-1980) ხორავა, აკაკი ალექსის ძე (1895–1972) გრიშაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე (1889–1965)
ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთელის ძეგლი. ავტორი ვალენტინ თოფურიძე
ვალენტინ თოფურიძის საფლავი. მასთან ერთად განისვენებენ მისი მეუღლე, მარგარიტა და შვილი, - მოქანდაკე არჩილ თოფურიძე (1938-2011)
ლადო კეცხოველის ძეგლი (ავტორი ვალენტინ თოფრიძე)
ვალენტინ თოფურიძე – გამარჯვება,

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ლეონტი ათონელი (+1605)
18 (1.07) ივნისი
gaq