საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

გაიოზ რექტორი - ოსური ანბანის შემქმნელი

გაიოზ რექტორი (დ. 1746, სოფ. მაღარო, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 20 თებერვალი, 1821, ასტრახანი), ქართველი მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი.


მკვლევართა აზრით, გაიოზ რექტორი გვარად ბარათაშვილი, ბარათაშვილ-თაყაიშვილი, ან ვაგოშვილი იყო. 1765 წელს დაამთავრა თბილისის სემინარია. მისი მასწავლებელი იყვნენ 1765-1772 წლებში ანტონ I და ფილოსოფოსი ფ. ყაითმაზაშვილი. გაიოზ რექტორი მონაწილე იყო ანტონ I-სა და ლევან ბატონიშვილის დიპლომატიური მისიისა რუსეთში 1772 წელს, იქვე დარჩა და 1778 წელს დაამთავრა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია. იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და ერთხანს ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო სემინარიას. 1780-1782 წლებში სპეციალური დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა მოსკოვში. 1782 წლიდან იყო მისივე ინიციატივით გახსნილი თელავის სემინარიის რექტორი. გაიოზ რექტორმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) დადებაში. 1783 წელს გაემგზავრა რუსეთს და საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იყო ერეკლე II-ის პოლიტიკის მიმდევარი და რუსეთის მეფის კარზე საქართველოს ინტერესებს იცავდა. 1784-1793 წლებში გაიოზ რექტორი "ოსეთის სასულიერო კომისიის" წევრია, რომელიც. რუსეთში მცხოვრებ ქართველ სასულიერო პირთა ინიციატივით 1745 წელს შეიქმნა. მან საფუძველი ჩაუყარა ოსურ ანბანს.


1793-1799 წლებში იყო მის მიერვე დაარსებული მოზდოკის, 1799-1808 წლებში - სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი, 1808 წლიდან გარდაცვალებამდე - ასტრახანის მთავარეპისკოპოსი. გაიოზ რექტორი არის ავტორი სამასზე მეტი ნათარგმნი და ორიგინალური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობის" წინათქმა (იამბიკოდ), იმავე ავტორის "ღვთისმეტყველების" საძიებელი, "ქრისტიანობრივი სწავლა ანუ ჭეშმარიტი სიტყვა ღმრთისა" და სხვა.

გაიოზ რექტორის "ღრამმატიკა" (დაიწერა 1789) წარმოადგენს ქართული ენის გრამატიკის პირველ ნაბეჭდ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე. გაიოზ რექტორის გრამატიკა ძირითადად ანტონ I-ის "ქართული ღრამმატიკას" მისდევს, მაგრამ მისგან განსხვავდება ნათელი სტილითა და ორიგინალური დაკვირვებით. იმ საკითხებს შორის, რომლის ორიგინალურად დამუშავება წილად ხვდა გაიოზ რექტორს, როგორც აღმზრდელსა და პედაგოგს, აღსანიშნავია: *ადამიანი და მისი დანიშნულება საზოგადოებაში;

აღზრდის მნიშვნელობა პიროვნების ფორმირებაში;

გონებრივი განათლების წამყვანი როლი პიროვნების ფორმირებაში;

სკოლის როლი და დანიშნულება;

სწავლების არსი;

სწავლა-აღზრდის მეთოდები.

როგორც ვთქვით, გაიოზ რექტორმა საფუძველი ჩაუყარა ოსური ანბანის შექმნას. აღსანიშნავია გაიოზ რექტორის ორიგინალური ნაშრომი "საქართველოს ისტორის" და მისი შესანიშნავი გამოსვლები თბილისსა და თელ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ავში, რომლებიც ორატორული მჭერმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული. 

1908 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ასტრახანისა და სტავროპოლის მთავრეპისკოპოსი. გარდაიცვალა ასტრახანში.


სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq