საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

პეტრე რომანის (რევაზის) ძე ბაგრატიონი (1818 – 1876 ),

პეტრე რომანის-ძე ბაგრატიონი იყო მეცნიერი და ინჟინერი, გალვანური ელემენტის გამომგონებელი

1827 წელს მიაბარეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1835 გაამწესეს პეტერბურგის ლაიბ-გვარდიაში იუნკრად. 1845 დაინიშნა ჰერცოგ მაქსიმილიან ლეიხტენბერგის ადიუტანტად და 7 წელი ახლდა მას ევროპაში. ლეიხტენბერგის სიკვდილის შემდეგ (1851) ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა. 1857 ჩაირიცხა კავკასიის ესკადრონის ლაიბ-გვარდიაში და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1862 დაინიშნა ტვერის გუბერნატორად. დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის კეთილმოწყობის საქმეში – ხელმძღვანელობდა გაზით განათებას, რკინიგზის გაყვანას, წყალსადენის გაყვანის საქმეს, ტელეგრაფის ამოქმედებას, ტვერის მუზეუმის გახსნას.1865 მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო 1870 წელს დანიშნეს ბალტიისპირა ქვეყნების - ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის - გენერალ-გუბერნატორად.

1842-იდან ბაგრატიონმა დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ფიზიკისა და ქიმიის დარგში. ექსპერიმენტულ გამოკვლევებს იგი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კაბინეტში ატარებდა. გამოიგონა პირველი მშრალი გალვანური ელემენტი, რომელსაც მისი სახელი მიენიჭა და რისთვისაც დაჯილდოვდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით. გამოგონებას მიუძღვნა თავისი პირველი სამეცნიერო შრომა (1843, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ბიულეტენი; განმეორებით გამოვიდა ლონდონსა და პარიზში 184

5). ამ ნაშრომში იხილავდა გალვანოპლასტიკასა და გალვანურ ელემენტში მიმდინარე პროცესებს. 1844 წელს, მისი გამოგონილი გალვანური ელექტროდების მეშვეობით, ყინულისაგან განთავისუფლებული იყო გაყინული კრონშტადტის პორტი. 1847 წელს მიაკვლია მინერალ ორტიტის სახეობას, რომელსაც "ბაგრატიონიტი" უწოდეს.

ბაგრატიონმა პირველმა აღმოაჩინა ლითონური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ხსნადობა ტუტე ლითონთა ციანიდების წყალხსნარებში, რაც საფუძვლად დაედო დაციანების მეთოდს. პეტრე ბაგრატიონის მეთოდმა ხელი შეუწყო თანამედროვე მეტალურგიის განვითარებას. ეს მეთოდი გამოყენებული იყო სამხრეთ ამერიკის და ავსტრალიის ფაბრიკებში ჯერ კიდევ 1880 წელს. პროფესორი დანილევსკი წერდა: „ბაგრატიონის მიერ წარმოდგენილი მეთოდი დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ოქროს მსოფლიო მეტალურგიაში“.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-13
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათალიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათალიკოსისა (V-VI); ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380).
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq