|
აკაკი შანიძე
აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (დ. 14 თებერვალი/26 თებერვალი, 1887, სოფ. ნოღა, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950). ბიოგრაფია
1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, იქვე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. შანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვადასხვა დროს იყო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე (1918-1930), ქართული ენის კათედრის გამგე (1919-1945), ძველი ქართული ენის კათედრის გამგე (1945-იდან). ი. ყიფშიძესთან და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. აკაკი შანიძის ნაშრომები შეეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ქართული ტექსტოლოგიის, ქართული ეპიგრაფიკის
 | აკაკი შანიძე (მარცხნივ) გერმანელ ქართველოლოგ ჰაინც ფენრიხთან ერთად (1981 წ.) | , ქართული ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. მისმა მონოგრაფიამ „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობოექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“ (1920) საფუძველი ჩაუყარა ქართული ზმნის ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას. ამას მოჰყვა გამოკვლევები, რომლებშიც გამოვლენილი და დადგენილია ზმნის რამდენიმე ახალი, მანამდე უცნობი კატეგორია, გამოკვლეულია ზოგი საკვანძო საკითხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომები „წელიწადის ეტიმოლოგიისათვის“ (1924), „ქართული ზმნის საქცევი“ (1927) და სხვა. ფონეტიკურ და მორფოლოგიურ დარგებში შანიძის ადრეული ძიებები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში „ქართული გრამატიკა, I. მორფოლოგია“ (1930), რომელიც წარმოადგენს ახალი ქართული ენის პირველ მეცნიერულ გრამატიკას. მან დიდი როლი შეასრულა ახალი სალიტერატურო ქართული მყარი საფუძვლის შექმნისა და შემდგომი კვლევის საქმეში. წიგნმა მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ევროპაში ქართული ენის კვლევა-ძიების გაცხოველებას. მისი არსებითად შევსებულ-გადამუშავებული გამოცემა „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია“ (1953) სრულად ასახავს ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკის (მორფოლოგია) აღნაგობას, ფართოდ წარმოადგენს ქართული ენის სტრუქტურულ თავისებურებებს. ახალი კატეგორიების დადგენასთან ერთად შანიძემ შემოიღო მთელი რიგი ახალი გრამატიკული ტერმინები, რომლებიც დამკვიდრდნენ საერთოდ გრამატიკულ ლიტერატურაში. აკაკი შანიძემ ამაგი დასდო აგრეთვე სხვა ქართველური ენების კვლევა-ძიებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომი „უმლაუტი სვანურში“ (1925) და სვანური მეტყველების ტექსტების პუბლიკაცია.
აკაკი შანიძემ ახალ ნიადაგზე დააფუძნა ძველი ქართული ენის წერილობითი ძეგლების მეცნიერულ-ფილოლოგიური პუბლიკაციის საქმე. სხვადასხვა დროს დააარსა გამოცემათა სერიები და გამოაქვეყნა კრიტიკულად დადგენილი და ფართო მეცნიერული აპარატით აღჭურვილი ტექსტები, ძველი ქართული ენის პირველხარისხოვანი ძეგლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა. დიდია შანიძის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენაში, რუსთაველის პოემის ენობრივი თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევაძიებაში. აკაკი შანიძის გამოკვლევები ქართული დიალექტების (უმთავრესად ე. წ. მთის კილოების) შესწავლის დარგში ახალი ეტაპია ქართულ დიალექტოლოგიაში. მისმა კაპიტალურმა წიგნმა „ქართული ხალხური პოეზია. I ხევსურული“ (1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას. აკაკი შანიძის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამეცნიერო დისციპლინის ალბანოლოგიის (აწ გადაშენებული კავკასიური წარმოშობის ხალხის — ალბანელების — ენისა და დამწერლობის შესწავლა) დაფუძნება. 1939 წლიდან საშუალო სკოლებში ისწავლება შანიძის შედგენილი „ქართული ენის გრამატიკა“. შანიძე ინტენსიურად იკვლევს სალიტერატურო ქართულის პრაქტიკულ საკითხებს. წლების მანძილზე იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სამეცნიერო კადრების აღზრდაშიც. საქართველოს სსრ VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“, ხალხთა მეგობრობის ორდენებითა და მედლებით. |
|
|
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი.
უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
| 114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. |
| | | |
|