საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი
ალექსანდრე (ალიოშა) იოსების ძე წერეთელი (დ. 1 ნოემბერი, 1889, სოფელი ცხრუკვეთი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — გ. 29 მარტი, 1967, თბილისი) — ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1956), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927).

დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ ცხრუკვეთში, თვალსაჩინო სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, კეთილმოწესე დეკანოზის იოსებ წერეთლის ოჯახში.

1909 წელს ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1915 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალობით. აქ მისი მასწავლებელი იყო მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი, აკადემიკოსი ვ. ბუზესკული. სწავლის პარალელურად, 1911-1915 წლებში წერეთელი აქტიურად თანამშრომლობდა ხარკოვის გაზეთში "უტრო", რომლის ფურცლებზე გამოქვეყნდა მისი მრავალი სტატია ქართული ლიტერატურის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე.

ხარკოვის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ალექსანდრე წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. 1915-1918 წლებში იგი ძველი მსოფლიოს და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
თად ქართული ეროვნული განათლების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ქართული პედაგოგიური აზრის წარმომადგენლები იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე. გარდა ამისა, ალ. წერეთელი ლექციებს კითხულობდა ქუთაისის ცნობილ სახალხო უნივერსიტეტში. მისი ნარკვევები და სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ქუთათურ პერიოდულ პრესაში. 1918 წელს ქუთაისში გამოიცა მისი სახელმძღვანელო "ძველი ისტორია". იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა ახლადდაარსებული კავშირის წევრად.

ალ. წერეთელმა მნიშვნელოვანი ამაგი დასდო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დაფუძნების საქმეს: 1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. უნივერსიტეტის დაარსებისთანავე იგი მიღებულ იქნა მის ასპირანტად.

წერეთელი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. იგი იყო ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1917-1919 წლებში არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტს. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის ამხანაგი (მოადგილე).

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ამის შემდეგ, 1921-1924 წლებში ალექსანდრე წერეთელი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, თუმცა, მხარს არ უჭერდა შეიარაღებულ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ამბოხებას, მიაჩნდა რა, რომ ეს შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო ქართველი ერისათვის.
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1922 წლიდან ალ. წერეთელი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად. 1927 წელს მონოგრაფიისათვის "ლუკიანე სამოსატელი" მას მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1927-1935 წლებში იგი იყო თსუ-ის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე. ამ წლებში გამოიცა მისი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები: "ძველი აღმოსავლეთი" (ორ ნაწილად, 1925, 1935), "სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში" (1923), "ძველი საბერძნეთი" (ორ ნაწილად, 1929, 1932), "ხეთელები და მათი ქვეყანა" (1931) და სხვა. ამავე პერიოდში გამოიცა მისი მონოგრაფიები: "კრეტა-მიკენის ანუ ეგეოსის კულტურა" და "ლუკიანე სამოსატელი".

ერთხანს ალ. წერეთელი ასრულებდა საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის დირექტორის მოვალეობას.

1935 წელს ალექსანდრე წერეთელი დაპატიმრებულ იქნა. იმავე წელს "შინსახკომის" ე.წ. დიდმა სამეულმა ლ. ბერიას თაოსნობით მას მიუსაჯა გადასახლება. 1955 წლის დამლევამდე იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში.
1955-1967[რედაქტირება]ალ. წერეთელი გადასახლებიდან დაბრუნდა 1955 წლის დამლევს. 1956 წლის დამდეგს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის პროფესორად და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. 1956 წელ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სვე მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. ამასთან, მას აღუდგინეს 1937 წელს უკანონოდ ჩამორთმეული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის სამეცნიერო წოდება.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა მონოგრაფია "სირია და ფინიკია" (1956), სახელმძღვანელოები: "ძველი რომი" (ორ ნაწილად, 1957, 1961) და "ძველი საბერძნეთის წყაროთმცოდნეობა" (1963), მრავალი სამეცნიერო სტატია თსუ-ის შრომებში და სხვა სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში.

1964 წელს, დაბადებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, იგი დაჯილდოვდა თსუ-ის უმაღლესი ჯილდოთი, - აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

პროფესორი ალექსანდრე წერეთელი გარდაიცვალა 1967 წელს, 78 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-24
მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი (I); ღმრთისმშობლის ხატისა, რომელსაც ეწოდება „ღირს არს“ („მოწყალე“; X).
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
gaq