|
ვლადიმერ მინორსკი
| ვლადიმერ თედორეს ძე მინორსკი (დ. 24 იანვარი. 5 თებერვალი. 1877, ვოლგის კორჩევი — გ. 25 მარტი. 1966, კემბრიჯი) — რუსი აღმოსავლეთმცოდნე. 1900 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1903 წელს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი. 1903 წლიდან მსახურობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (იმყოფებოდა დიპლომატიურ სამუშაოზე ირანსა და თურქეთში). 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნებულა. ცხოვრობდა ირანში (1917-1919), საფრანგეთში (1919-32) და ინგლისში 1932 წლიდან. იყო ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი (1937-იდან). თავისი ფუნდამენტური შრომებით მინორსკიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანსა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში. |
|
|
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. | წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. |
| | | |
 | | | |
 | | | |
 | | | |
|