საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ჩინური დამწერლობა
გოგა ჭანტურია


ჩინური დამწერლობა

 

დღსედღეობით მსოფლიოში გავრცელებულ დამწერლობებს ყოფენ სამ ჯგუფში: 1) ანბანური, რომელშიც დამწერლობის ნიშანი-ასო გამოხატავს სამეტყველო ბგერას. მაგალითად: ქართული; 2) სილაბური, რომელშიც ნიშანი გამოხატავს მარცვალს. მაგალითად: იაპონური; 3) სილაბურ-იდეოგრამული, რომელშიც დამწერლობის ერთეული გამოხატავს მარცვალს ან მთლიანად სიტყვას. ამჟამად, ამ უკანასკნელ ჯგუფს ერთადერთი წარმომადგენელი შემორჩა- ჩინური დამწერლობა.

ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გავრცელებულია ანბანური დამწერლობა, რომელიც გაცილებით მარტივი და ადვილგამოსაყენებელია ვიდრე დამწერლობის სხვა ტიპები. მიუხედავად ამისა, ჩინეთი დღემდე ინარჩუნებს იეროგლიფურ დამწერლობას. განვითარების გარკვეულ ეტაპებზე თითქოს იყო მცდელობები ანბანურზე გადასვლისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე ჩინეთის მთავარ დამწერლობის სისტემად იეროგლიფური რჩება. ხშირად უკვირთ ხოლმე, თუ რატომ „ვერ ელევიან“ ჩინელები იეროგლიფებს. ამ ფაქტს თავისი ახსნა აქვს, რასაც ქვემოთ წარმოვადგენთ. ჩინელები არათუ „ელევიან“ იეროგლიფებს, არამედ ავითარებენ მას, რათა უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს. დღეს შექმნილია იეროგლიფების კომპიუტერული შრიფტი, რომლითაც ანბანურ შრიფტზე სწრაფად შეიძლება ბეჭდვა. ეს იეროგლიფების „ახალი სიცოცხლეა“. 

 

 

 §1. როგორ იქმნებოდა ჩინური იეროგლიფები?

დღეს დამტკიცებულია, რომ დამწერლობა ჩამოყალიბდა ადამიანის მიერ გარესამყაროს ასახვის სურვილიდან. ისინი ქმნიდნენ სურათებს და ცდილობდნენ რეალობის გადატანას მათში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ნახატები, რომლებსაც პიქტოგრამები ეწოდებათ ვერ ჩაითვლებიან დამწერლობის საწყის დონედ.

ბუნებრივია, რომ რაც არ უნდა ბევრი ნიშანი შეექმნათ, მაინც შეუძლებელი იქნებოდა თითო სიტყვისათვის თითო იეროგლიფის მიცემა. ეს დამწერლობის სისტემის გადატვირთვასა და სრულ ქაოსს გამოიწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ წერილობით წყაროებში ჩინური დამწერლობის განვითარების ეს ეტაპები არ ჩანს, ლინგვისტებმა დაადგინეს, რომ „ფონეტიზაციის“ ეტაპის შემდეგ მან გაიარა პარონიმიზაციისა და პოლიფონიზაციის ეტაპები. პარონიმიზაცია ნიშნავს ერთი იეროგლიფისათვის ახალ-ახალი, სემანტიკურად დაუკავშირებელი მნიშვნელობების მინიჭება გამოთქმის ცვლის გარეშე. მაგალითად ერთნაირად გამოითქმოდა და იწერებოდა „სპილო“ და „სურათი“-( zu´).

ნიშანთა პარონომასტიკული გამოყენების შემდეგ მიხვდნენ, რომ შესაძლებელი იყო მათი პოლიფონიურად გამოყენებაც, ანუ გამოთქმის შეცვლა სემანტიკის ცვლის გარეშე. მაგალითად, იეროგლიფი აღნიშნავდა პ

ირს ( kou ) და დაძახებას ( ming ).

არც პარონომასტიკა და არც პოლიფონია იეროგლიფის ცვლას არ იწვევდნენ, მაგრამ როგორ უნდა გაერჩიათ იეროგლიფი   როდის აღნიშნავდა პირს და როდის დაძახებას, ან სურათსა თუ სპილოს. პარონომასტიკის შემთხვევაში გამოთქმა და არა მნიშვნელობა იწვევდა ორაზროვნებას, პოლიფონიის შემთხვევაში კი პირიქით. საჭირო გახდა ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად ახალი საშუალების მოძებნა. ამიტომაც შეიქმნა დეტერმინანტივები. განასხვავებენ ორი სახის დეტერმინანტივს- სემანტიკურსა და ფონეტიკურს, რომლებთაც იყენებდნენ იმისდა მიხედვით პარონომასტიკასთან გვქონდა საქმე თუ პოლიფონიასთან.

სემანტიკური დეტერმინატივად გამოიყენებოდა რაიმე იეროგლიფი, რომელიც ემატებოდა ძველს რათა გასაგები ყოფილიყო თუ როდის როგორ უნდა გაგებულიყო. მაგალითად თუ კვლავაც სპილოს აღნიშნავდა, სურათის აღსანიშნად ძველ იეროგლიფს დაამატეს მეორე- (ren) ადამიანი, და მიიღეს იეროგლიფი-, რომელიც კვლავაც გამოითქმოდა როგორც xiang და აღნიშნავდა სურათს.

იგივე მეთოდი გამოიყენეს ფონეტიზაციის შემთხვევაშიც. იმისათვის, რომ გაერჩიათ იეროგლიფი როდის როგორ უნდა გამოეთქვათ, მას ამატებდნენ მეორე იეროგლიფს, რომელიც ფონეტიკურ დეტერმინატად გვევლინება. მაგალითად ცალკე უკვე გამოითქმოდა როგორც kou, ხოლო კი როგორც ming.

დროთა განმავლობაში დეტერმინატივები იმდენად შეერწყნენ იეროგლიფებს, რომ დღეს თითქმის შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან გარჩევა ლინგვისტური ანალიზის გარეშე, მაგრამ მათი გამოყენების კვალი აშკარაა.

ამ საშუალეებით ჩინური იეროგლიფების უამრავი რაოდენობა შეიქმნა. იეროგლიფი არის როგორც მარცვალი, ასევე სიტყვა და ამავდროულად პოტენციური ელემენტი ახალი იეროგლიფის წარმოსაქმნელად. ძველ ინურში გავრცელებული იყო ერთმარცვლიანი სიტყვები, ანუ ერთი იეროგლიფი აღნიშნავდა ერთ სიტყვას. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ახალი სიტყვების შემოსვლასთან ერთად აუცილებელი გახდა ახალი იეროგლიფები. ამ პრობლემის გადასაჭრელად აღარ მიმართეს ძველ ხერხს: იეროგლიფების შეერთებით ახალი იეროგლიფის მიღებას, რადგან მიღებული ნიშანი უკვე ძალიან რთული და მრავალშტრიხიანი ხდებოდა. არამედ, დაიწყეს ორი იეროგლიფით ერთი სიტყვის აღნიშვნა. თანამედროვე ჩინურში მრავალი ორ და მეტმარცვლიანი სიტყვებია. მრავალმარცვლიანი სიტყვების ჩაწერის სხვადასხვა პრინციპი არის შემუშავებული.

რაც შეეხება იეროგლიფების რაოდენობას ჩინურში, არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. 1989 წელს გამოცემული ლექსიკონის მიხედვით მათი რიცხვი დაახლოებით 55 ათასია, 2004 წლის ლექსიკონით კი 106 ათასი (Zhengming 2011: 17). ასეთი დიდი რიცხვი და სწრაფი მატე

ბა იეროგლიფებისა მარტივად შეიძლება აიხსნას. ლექსიკონებში შესულია ყველა იეროგლიფი, რომელიც კი დამწერლობის ჩვენთვის ნაცნობ ეტაპებზე არსებობდა. მათი უმრავლესობა დღეს გარკვეულ მიზეზებისდაგამო აღარ გამოიყენება. თანამედროვე ჩინურში აქტიური იეროგლიფების რიცხვი დაახლოებით 6-7 ათასია. ჟურნალ-გაზეთების წასაკითხად 3500მდე იეროგლიფის ცოდნა საკმარისია, განათლებულ პიროვნებას კი 4 ათასამდე იეროგლიფის სწავლა მოეთხოვება.

 

 

 

  §2. ჩინური დამწერლობის განვითარების ისტორია.

მრავალი შეხედულება არსებობს იმის შესახებ თუ როდიდან იწყება ჩინეთში დამწერლობა. წერილობითი წყაროების მიხედვით ნახევრადლეგენდარულმა იმპერატორმა ხუანგდიმ ( დაახლ. ძვ.წ. XXVII ს. ) ერთ-ერთ ქვეშევრდომს- ცან-ძიეს დაავალა დამწერლობის შექმნა ( Zhengming2011: 15). სწორედ მას მიეწერება ტრადიციული ჩინური აზროვნებით იეროგლიფების გამოგონება. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ერთი ადამიანის შექმნილი იყოს ისეთი რთული სისტემა, როგორიც ჩინური დამწერლობაა, მკვლევართა ერთი ნაწილი ამ ლეგენდაში ცდილობს დაინახოს ჩინური დამწერლობის წარმოშობის შესაძლო თარიღი. არქეოლოგიური მონაცემებით ჯერ კიდევ იანშაოს კულტურაში აღმოჩენილია ძვ.წ. V ათასწლეულის ქოთნები, რომლებზეც სხვადასხვა ნიშნებია ამოკაწრული ( Tingyou 2010: 25); ასევე დავენკუს კულტურაში, თანამედროვე სოფელ ბანპოს მახლობლად, სიიანის პროვინციაში აღმოჩენილია იმავე პერიოდის არაერთი ნაკაწრი სიმბოლო, რომლებიც ზოგიერთს დამწერლობის პრიმიტიულ დონედ მიაჩნია ( Lang, Liangzhi 2008: 10). თუმცა უნდა მივიჩნიოთ თუ არა ეს ნიშნები დამწერლობად საკამათო საკითხია მეცნიერთა შორის. დღესდღეოით აღმოჩენილი ჩინური დამწერლობის უძველესი ნიმუში მიეკუთვნება ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებს და ცნობილია „სამკითხაო ქვების“ სახელით. ამ პერიოდიდან აითვლიან ჩინური დამწერლობის ისტორიას და გამოყოფენ განვითარების რამდენიმე პერიოდს: 1). „ძიაკუვენი“- სამკითხაო წარწერები. შესრულებულია ცხოველთა ძვლებსა და კუს ბაკნებზე. იეროგლიფების ფორმა ჯერ კიდევ ახლოსაა ხატოვანთან. ამის გამო გვხვდება მრავალი ფორმის შტრიხი და შესამჩნევია დამწერლობის სირთულე. ჭარბობს ტეხილი შტრიხები, რადგან ნიშნები დანით თუ სხვა ბასრი იარაღითაა ამოკაწრული. მათი სიდიდე არაერთნაირია, დამწერლობის ვარიანტი კი-მრავალი. წერის სტილი იყო ვერტიკალური. გავრცელებული იყო შანის დინასტიის პერიოდში (ძვ.წ. 1600-1045 ).  2) „ძინვენი“- წარწერები ბრინჯაოზე. როგორც სახელიდან ჩანს ეს წარწერები შესრულებულია ბრინჯაოზე. გავრცელებული იყო შანისა და ჭოუს ( ძვ.წ. 1045-771 ), თავდაპირველად შესამჩნევია დიდი მსგავსება სამკითხაო წარწერებთან, მ

გოგა ჭანტურია
ოგვიანებით მისი შტრიხები ოვალური და დახვეწილი ხდება. უფრო სწორადაა დაცული იეროგლიფების პროპორციულობა. შეიმჩნევა ხატობრივი პრინციპიდან სიმბოლურისაკენ გადასვლა. 3) „ჭუანვენი“-წარწერები ქვის ბეჭდებზე. გავრცელებული იყო ჩუნ-ციუსა ( ძვ. წ. 771-476 ) და ჭანკოს ( ძვ. წ.  476-221 ) ხანაში. არსებობდა ამ დამწერლობის სხვადასხვა სტილი. იმპერატორ ცინ ში ხუანდის ( ძვ. წ. 221-206 ) დროს მოხდა ამ სტილების ნომინალიზაცია და ჩამოყალიბდა „სიაოჭუანის“ სტილი. ეს სტილი წინანდელებთან შედარებით უფრო გამარტივივებული და სტანდარტიზებული იყო. გამოიკვეთა მართკუთხა ფორმების პრინციპი. „სიაოჭუანი“ გამოიყენებოდა ხანის დინასტიის ( ძვ. წ. 206-ახ.წ. 221 ) პერიოდში. დღესაც კი სახელობით ბეჭდებზე ამ სტილის იეროგლიფებს იყენებენ. 4) „ლიშუ“-მსახურთა კალიგრაფია, ოფიციალური სტილი. დამკვიდრდა ჯერ კიდევ ცინის ხანაში, გავრცელებული იყო ხანის პერიოდში, შენარჩუნდა ვეის დროსაც ( 220-265 ). მას იყენებდნენ დაბალი რანგის მოხელეები და ჩვეულებრივი ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაში და სახელიც აქედან მოდის. შემცირდა შტრიხების რაოდენობა, რამაც გაამარტივა იეროგლიფების წერა, ჩამოყალიბდა განივკუთხაობის პრინციპი. განვითარების ამ ეტაპზე ჩინურმა იეროგლიფებმა საბოლოოდ ჩამოიშორეს ხატობრივი ფორმა. ლიშუ დღესაც გამოიყენება სათაურებსა და განცხადებებში. 5) „ქაიშუ“-სანიმუშო წერა, სტანდარტული სტილი. ქაიშუ პირველად ჩნდება ვეის პერიოდში ( 220-265 ) და დღემდე აქტიურად გამოიყენება. მან გადაიღო ლიშუს პროპორციები, მაგრამ დაამკვიდრა კვადრატულობის პრინციპი. ამ სტილის იეროგლიფები ბევრად უფრო ადვილწასაკითხია სხვებთან შედარებით, რაც განაპირობებს მის ხანგრძლი არსებობას. დღეს ეს სტილი გავრცელებულია როგორც სასწავლებლებში, ისე კომპიუტერულ სისტემებში. 6) „მორბენალი სტილი“- ეს სტილი განვითარდა სწრაფი წერის აუცილებლობის შედეგად და დგას ოფიციალურსა და სწრაფი ხელის სტილს შორის. დამახასიათებელია მოხრილი ნიშნები.  გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. 7) „ცაოშუ“ -ბალახისებრი, სწრაფი ხელის სტილი. ჩამოყალიბდა ხანის დინასტიის დროს. მისთვის დამახასიათებელია იეროგლიფის ფუნჯის ერთი მოსმით წერა, რის გამოც ზოგიერთ შტრიხებს ტოვებს და ხშირად გაურკვეველი ფორმის ნიშანი მიიღება. როგორც ამბობენ ცაოშუ „ჩინელისთვისაც კი ჩინურია“. ამიტომაც ეს სტილი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოიყენება. დღეს გავრცელებულია მხოლოდ კალიგრაფიაში. 8) „სინშუ“-სანიმუშო და ბალახისებრი სტილების ნაზავი. ქაიშუსთან შედარებით სიმარტივე, ცაოშუს მაგავსად კი მონასმის უწყვეტობა ახასიათებს.

მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო ტრადიციული ჩინური იეროგლიფების გამარტივება. დღეს არსებობს „ტრადიციული“ და „გამარტივებული“ ნიშნები. გამარტივება შეეხო იმ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ნიშნებს, რომლებიც მრავალ შტრიხს შეიცავდნენ, რათა უფრო ადვილსასწავლი და მარტივგამოსაყენებელნი ყოფილიყვნენ. „გამარტივებული“ სტილი გამოიყენება ჩინეთში, „ტრადიციული“ კი ტაივანში, ჰონგ კონგში, სინგაპურსა და მალაიზიაში.

 

 

 §3.რატომ არ გადადიან ჩინელები ანბანურ დამწერლობაზე?

დღეს, როდესაც მსოფლიოს ქვეყნების აბსოლტური უმრავლესობა იყენებს ანბანურ დამწერლობას, ბევრს უკვირს თუ რატომ არ აკეთებენ იმავეს ჩინეთშიც. ბუნებრივია, რომ ათასობით იეროგლიფის სწავლა და მათ სტრუქტურაში ჩაწვდომა სრულიადაც არ არის ადვილი საქმე. თუმცა არსებობს სერიოზული მიზეზები, რატომაც არ გადადის ჩინეთი ანბანურ დამწერლობაზე.

პირველი ესაა ჩინური ენის თავისებურება. ჩინურში მარცვალი წარმოითქმის გარკვეული ტონით და თამაშობს აზრობრივი განმასხვავებლის როლს. თანამედროვე ჩინურში განასხვავებენ ოთხ ტონს:1) ­მაღალი (უძრავი) ტონი; 2)´მაღალი აღმავალი; ˇაღმავალ-დაღმავალი; 4)՝დაბალი დაღმავალი. მეხუთე ტონად თვლიან უტონობას. ერთნაირი ბგერითი შედგენილობის სიტყვები როცა სხვადასხვა ტონით წარმოითქმებიან სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებენ. მაგალითად, თუ tang დგას პირველ ტონში, ნიშნავს „წვნიანს“, მეორე ტონში „შაქარს“, მესამეში- „წოლას“, მეოთხეში კი „ცხელს“.

გარდა ამისა სირთულეს ქმნიან ჩინური ომონიმები, რომლებიც ერთნაირად გამოითქმიან, ერთი ტონი აქვთ, მაგრამ იწერებიან რა სხვადასხვა იეროგლიფით სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ. მაგალითად, იგივე tang მეორე ტონში ნიშნავს „შაქარს“ თუ იწერება, როგორც  . ხოლო თუ იწერება როგორც ნიშნავს „დარბაზს“. ასეთი შემთხვევები ჩინურში მრავალია. იმისათვის, რომ ისინი ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ტონის ნიშნების გარდა კიდევ ახალი ნიშნების დამატება გახდება საჭირო, რაც პრაქტიკულად იეროგლიფების ახალ სახეობას წარმოქმნის. გარდა ამისა, შესაძლებელია დიდი გაჭირვებით მოხერხდეს ასობრივი დამწერლობით ჩინური სალაპარაკო ენის ჩაწერა, მაგრამ სირთულე შეიქმნება ძველ ხელაწერებთან, რომლებშიც ბევრი ისეთი იეროგლიფია, რომლებიც წარსულში სხვაგვარად გამოითქმებოდა. ასეთ შემთვევაში შინაარსი გაუგებარი გახდება, თუ მათ ასოების სახით ჩავწერთ.

მეორე მიზეზია იეროგლიფური დამწერლობის ზედიალექტურობა, რაც საციცოცხლოდ აუცილებელია მრავალდიალექტიანი ჩინეთისათვის. საქმე ისაა, რომ ჩინეთში არსებობს მრავალი დიალექტი და სუბდიალექტი. სხვადასხვა დიალექტის წარმომადგენელს ერთმანეთის საუბარი პრაქტიკულად არ ესმის. ზოგიერთი მეცნიერი მათ როგორც ცალკეულ ენებს ისე განიხილავს. ანბანური დამწერლობის შემოღების შემთხვევაში თითოეულს თავისი საკუთარი დამწერლობ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ა ექნება, რაც დიდ  საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის და ერის ერთიანობას. იეროგლიფური დამწერლობის საციცოცხლო მნიშვნელობა მის თავისებურებაშია. იეროგლიფის ფორმა მჭიდროდაა დაკავშირებული მის მნიშვნელობასთან, მაგრამ თითქმის არანაირი კავშირი არ აქვს გამოთქმასთან. მაგალითად, იეროგლიფი ren  ყველა ჩინელისათვის აღნიშნავს „ადამიანს“, იმისდამიუხედავად თუ როგორ გამოთქვამენ მას. შესადარებლად გავიხსენოთ არაბული ციფრები. ციფრი 1 ქართულად გამოითქმის როგორც „ერთი“, ინგლისურად “one”, თუმცა ორივე ენის წარმომადგენელი მასში ერთი და იმავეს გულისხმობს.

მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია იეროგლიფების მნიშვნელობა ჩინური კულტურისათვის.თითოეულ იეროგლიფს თავისი ისტორია და დატვირთვა აქვს, თითოეული გარკვეულ კულტურულ ფასეულობას ატარებს. 3500 წლის განმავლობაში იეროგლიფები და ჩინური კულტურა იმდენად შეერწყა ერთმანეთს, რომ დღეს მათი დაშორება დიდი დანაკარგის გარეშე შეუძლებელია. ბუნებრივია ჩინელისათვის, რომელიც იეროგლიფს ცოცხალ არსებად აღიქვამს და ამბობს, რომ „კალიგრაფია ცოცხალი ადამიანია“ ( Zhengming 2011: 16 ), რომელიც იეროგლიფის წერისას მელნის სისქეს „იეროგლიფის ხორცს“, ხოლო სისველეს-„იეროგლიფის სისხლს“(ჩინეთის ჟამთა სივრცეში 2007: 329 )უწოდებენ ადვილი არ იქნება ანბანურ დამწერლობაზე გადასვლა.

იეროგლიფების შეცვლის რაციონალური მიზეზი დღესდღეობით არ არსებობს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროგრამისტებმა მოახერხეს და იეროგლიფები კომპიუტერულ ერაში შეიყვანეს. კომპიუტერით იეროგლიფების ბეჭდვის ზოგიერთი მეთოდი სისწრაფით აჭარბებს კიდეც ანბანურს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი იეროგლიფი 2 ბაიტს იკავებს, ერთი ასო კი მხოლოდ ერთს, იეროგლიფის გამოყენება უფრო მომგებიანია, რადგან ის უფრო მეტ ინფორმაციას იტევს.

 

 §4. კალიგრაფია როგორც ხელოვნების დარგი

          ჩინური კალიგრაფია ოდითგანვე შეზრდილი იყო ხელოვნებასთან. თვით კალიგრაფიის აღმნიშვნელი ჩინური ტერმინი „შუ ფა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „კალიგრაფიის ხელოვნებას“, ამაზე მიგვანიშნებს. როგოც ვიცით იეროგლიფებს პიქტოგრაფიული, ანუ ნახატოვანი წარსული აქვთ. მართალია დიდი ხანია რაც იკონურობის პრინციპი ჩამოიშორეს, მაგრამ ფერწერის გარკვეული ელემენტები მათში მაინც დარჩა. მიუხედავად იეროგლიფის სირთულისა, ის აუცილებლად კვადრატში უნდა თავსდებოდეს.  თვითონ ჩინელები იეროგლიფებს უწოდებენ „ფან ქუაიძ“-„კვადრატული ასო“.

            ჩინელები განურჩევლად ასაკისა, პროფესიისა თუ სოციალური კლასისა უდიდეს პატივს სც

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ემენ კალიგრაფიას. ჩინური კალიგრაფიული სკოლები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ყალიბდებოდა. დღეს ბავშვს კალიგრაფიას ასწავლიან ფუნჯითა და აბრეშუმით. თავდაპირველად შეასწავლიან ქაიშუს, შემდეგ ლიშუს, ჭუანვენსა და სიაოჭუანს. რაც უფრო ძველია დამწერლობა მით რთულია მისი ათვისება. პროფესიონალი კალიგრაფისტები სწავლობენ სუნთქვის რეგულაციას- იუინცი.

            კალიგრაფიის უძველესი ნიმუშები ამოტვიფრულია ქვის სტელებზე- შ’ პეი, რომლებიც მუზეუმებში ინახება. კალიგრაფიის ნიმუშებს შევხვდებით მაღაზიის აბრებზე, ისტორიულ ადგილებსა თუ მუზეუმებში. როგორც ჩინელები ამბობენ, კალიგრაფიის საუკეთესო ნიმუშები სულიერი აღმაფრენის- ძინ-ის წყაროა, რითაც კლასიკურ ჩინურ ფერწერას-კოხუას გავს.

როგორც ვნახეთ ჩინურ იეროგლიფებს საკმაოდ დიდი წარსული და რთული კონსტრუქცია აქვს. მიუხედავად გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებული რეფორმებისა, რომლებიც მის გამარტივებას ისახავდნენ მიზნად, დღემდე ჩინური დამწერლობა მსოფლიოში ურთულეს დამწერლობას წარმოადგენს სასწავლად. ერთი შეხედვით ზოგს შეიძლება წარსულის გადმონაშთადაც მიაჩნია და მათ მოშორებას უჭერდეს მხარს. მაგრამ, იეროგლიფები ჩინეთისათვის, როგორც ერისა და სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რამეთუ მრავალ სხვადასხვა დიალექტზე მოსაუბრე ჩინელს ერთ მასად კრავს. იეროგლიფებში განსხეულებულია ჩინური კულტურის ისტორია და სული. შეიძლება ევროპელებისათვის ან სხვა ნებისმიერი დასავლელი ხალხისათვის ეს რთული გასაგებია, მაგრამ ჩინელი იეროგლიფს კულტურის ძეგლად და მის მატარებლად აღიქვამს. შესაბამისად საუბარი მის მოშორებაზე ზედმეტია. ამავდროულად იეროგლიფები „ახალ სიცოცხლესაც“ იძენენ- კომპიუტერულ სივრცეში შესვლამ მათ ფაქტობრივად ახალი ეპოქა შეუქმნა.


16. 11. 18

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.„ჩინეთის ჟამთა სივრცეში“. საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრი „აბრეშუმის გზა“. თბილისი. 2007

2. Chen Tingyou. Chinese calligraphy. Beijing : China Intercontinental Press , 2010.

3.Du Zhengming. Chinese language. Beijing : China Intercontinental Press, 2011

4. The Cambridge history of ancient China, from the origins of civilization to 221 B.C. Cambridge university press. 1999

5. Ye Lang, Zhu Liangzhi. Insight into Chinese culture.Beijing : Foreign Language Teaching and Research Press, 2008

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამე აკვილინა
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აკვილინა (+293) ხსენების დღეს
gaq