საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

“ვადღეგრძელებდეთ ცოცხლებსა, მკვდრისა ვთქვათ შესანდობარი!” (მოგონებები გაიოზ კუჭავაზე)
ლელა ჩხარტიშვილი
გაიოზ კუჭავა

ვადღეგრძელებდეთ ცოცხლებსა, მკვდრისა ვთქვათ შესანდობარი!”

(ვაჟა-ფშაველაკაი ყმა“)


 

(მოგონებები გაიოზ კუჭავაზე)

 

 

კვალს, რომელსაც  კარგი  ადამიანები ტოვებენ, ვერასოდეს წაშლის დრო, ვერასოდეს დაფარავს ყოვლისშემძლე მტვერი. ისინი, გარდაცვლილნი, გონებამიუწვდომელ სფეროთა მკვიდრად გადაქცეულნი, კვლავაც ცოცხალთა შორის არიან, მათი მეხსიერების განუყრელი თანამდევნი.

ქართულმა საზოგადოებამ, შესაძლებელია, არც კი იცოდეს, რომ ერთ-ერთმა საინტერესო თანამედროვე ისტორიკოსმა და მწიგნობარმა, ამავე დროს ორიგინალური ხელწერის პოეტმა,  ბატონმა  გაიოზ კუჭავამ, საწუთროდან მოულოდნელად წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაასრულა მუშაობა დავით აღმაშენებელის „გალობანი სინანულისანის“ თანამედროვე ქართულით ახმოვანებაზე (თურმე მან ზეპირადაც კი იცოდა შუა საუკუნეების  ეს დიდებული ნაწარმოები და სურდა ეს ტექსტი ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი ყოფილიყო). მას ჰქონდა ასევე  ძალიან საინტერესო, საისტორიო და ლიტერატურული  ძიებები დიდი ქართველი მეფის, გიორგი ბრწყინვალის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, იკვლევდა მის წვლილს ქართულ საისტორიო და სიტყვაკაზმულ მწერლობაში (მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც დავით აღმაშენებლის ზედწოდების განმარტებას და გიორგი ბრწყინვალის წმინდანად შერაცხვას ისახავდა მიზნად).

ბატონმა  გაიოზმა   ცხოვრების დიდი ნაწილი სახელმწიფო სამსახურში გაატარა. პასუხისმგებლობით აღსავსე, მცოდნე და სამაგალითო მუშაკი იყო. წლების განმავლობაში გურიის სამხარეო ადმინისტრაციის  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის კანცელარიის სამსახურის ჩამოყალიბება და სრულყოფა, ძირითადად, ბატონი გაიოზის სახელს უკავშირდება. წლების მანძილზე გაიოზ კუჭავა ამ სამსახურის უფროსი იყო,  მაგრამ მისი ინტერესები მხოლოდ საჯარო სამსახურით არ შემოიფარგლებოდა. იგი თავგამოდებით იღვწოდა, რომ ადმინისტრაციას ჩაეტარებინა მეფე გიორგი ბრწყინვალის ხსოვნის დღე. მაგრამ, სამწუხაროდ, მი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ზეზთა და მიზეზთა გამო, ეს საიუბილეო  ღონისძიება (რომელიც რესპუბლიკის მასშტაბით უნდა ჩატარებულიყო) ვერ შედგა და ეს დიდი ეროვნული მნიშვნელობის საქმე ვეღარ  დაგვირგვინდა.

თუმცა  დაუვიწყარია ბატონი გაიოზის დამოკიდებულება ეროვნული საქმისადმი, მისი ჯავარიანი ლექსები.  იგი იყო ღირსეული მამულიშვილი, რომლის ცხოვრების კრედო პატიოსნება, კეთილშობილება და სამშობლოს სამსახური გახლდათ. წინაპართაგან მოსდგამდა სხვისი გასაჭირის თავისად მიჩნევის უნარი. საქვეყნო საქმეს შეჭიდებული, ისტორიის ქარტეხილებში ეძიებდა დღევანდელი დღის პასუხს. მას ძალიან უყვარდა თავისი ხალხი,   განიცდიდა ყველა ტკივილს, რაც ისტორიას შემოუნახავს ჩვენთვის...

ოჯახის წევრები და მეგობრები ასე იხსენებენ გაიოზ კუჭავას.

 

 

გაიოზ კუჭავას მეუღლე -  ქალბატონი მზია ნინიძე:

გაიოზი  თხემით ტერფამდე თავის ქვეყანაზე და ერზე შეყვარებული პიროვნება იყო. ამაყობდა, რომ იყო ქართველი; რომ ქართველი ერი, მიუხედავად სიმცირისა, ეროვნული ღირსებით მსოფლიოში ცნობილი ერია; თუმცა ამ ისტორიას მისი მანკიერი შუქ-ჩრდილები გასდევს, რასაც, ასევე მტკივნეულად განიცდიდა.

ცნობილია, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ურთიერთობა მის ტოლ სახელმწიფოებთან, იგი ყოველთვის მსოფლიო გოლიათებს ედგა პირისპირ.

ამ უთანასწორო ბრძოლაში, ქართველი ყოველთვის მისი ჭკუით, გონებით, მოხერხებულობითა და გამჭრიახობით იმარჯვებდა, რაც ძალიან გვაკლდა.

მინდა გავიხსენო ის დღეები, როცა აფხაზეთი დავთმეთ. დაჭრილ ლომს გავდა, ვერ ისვენებდა, ალბათ დღეს უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მინდა გავიხსენო მისი სტუდენტობის დროინდელი ნაშრომი „მკვახე შეძახილი“, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს - „ყოველი ხალხის ეროვნული ხასიათის და ენერგიის სრულად გამოსავლენად აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობა, იდეოლოგიური ერთიანობა და თავისუფლება. სამწუხაროდ, ქართველი ყოველთვის არ მოქმედებდა ამ შეგნებით. მწარე სიმართლე მოითხოვს გამოფხიზლებას, მკვახე შეძახილს, უტყუარ სარკეს, რომ უფსკრულის პირას მდგომს თვლემა არ მოერიოს და საშიშ ზღვარს არ გადასცდეს“.

თუმცა ბევრჯერ გადაცდენილა, რაც მწარე ცრემლად და მძიმე ტვირთად დაწოლია ქვეყანას და ხალხს.

გაიოზს სამშობლო საკუთარ ოჯახად მიაჩნდა. სურდა ქვეყნის ძლიერება, მთლიანობა, მშვიდობა და ნაყოფიერი შრომა; ის სულით ხორცამდე სახელმწიფო მოხელე იყო და ბოლომდე სახელმწიფო სამსახურში დაილია. ძალიან განიცდიდა იმ ქართველთა ბედს, რომლებიც ბედის უკუღმართობით, სამშობლოდან გადახვეწილნი უცხო მიწაში ჩაიმარხნენ. მას სურდა სასუფეველში კაცურად ვალმოხდილი წასულ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
იყო, რაც შეუსრულდა კიდეც.

 

 

თემურ მარშანიშვილი

(ჟურნალისტი,  გაზეთ „ალიონი“-ს  საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი)

როცა საწუთროდან წასულ ღირსეულ ადამიანს იხსენებენ, ხშირად იტყვიან ხოლმე, ამ კაცზე წარსულ დროში საუბარი მიჭირსო. ჩემი აზრით, ბატონი გაიოზ კუჭავა ის კაცია, ის მოღვაწე და ის ამოუწურავი პიროვნება, ვისზეც წარსულ დროშიც უნდა ვისაუბროთ, აწმყოშიც და მომავალშიც.

ის, როგორც საჯარო მოხელე და მე, როგორც ჟურნალისტი, არც თუ ისე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ყოველი შეხვედრიდან ყოველთვის ისეთი სიახლე მომქონდა, რომელსაც შემდეგ სიამოვნებით ეცნობოდა მკითხველი. ერთხელ დიქტოფონზე ვცადე ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი დიალოგის ჩაწერა. გამომართვევინა - არ გინდა, არც შენ ხარ ის კაცი, რასაც მე გეტყვი, ვერ დაიმახსოვრო და არც მე ვარ ის ჩინოვნიკი, შენს მომზადებულ პუბლიკაციაში ეჭვი შევიტანოო. გამიხარდა და შემრცხვა კიდეც. ამ დიდ ნდობას, რასაკვირველია, ჩვენი დამეგობრება მოჰყვა და თუ დღეს ჩემი სამეგობროდან ვინმეთი ვამაყობ, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული გაიოზ კუჭავაა.

საბედნიეროდ, კარგი ისტორიკოსების მეტი რა გვყავს, მაგრამ ბატონი გაიოზის ტოლი, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ შენზე მეტი იცოდა, არადა, „ცოცხალი ენციკლოპედია“ იყო, რომელიც ზერელედ არასოდეს გადაიშლებოდა. საყოველთაოდ ცნობილ ამა თუ იმ ისტორიულ ფაქტში ისეთ ნიუანსებს აღმოაჩენდა, გაოცებისაგან პირი ღია დაგრჩებოდა, წინა ისტორიკოსებმა ეს როგორ ვერ შეამჩნიესო. საქართველოს ისტორიას ქვეყნის კი არა, ერის ისტორიას ეძახდა.

სიტყვისა და საქმის კაცი იყო და ამიტომ სალამიცა და კალამიც გამორჩეული ჰქონდა. გასაჭირშიც რომ ყოფილიყო, ღიმილით მოგესალმებოდა, ხოლო რასაც დაწერდა, ნეტა ისე ვწერდე! შურით არა, ნატვრით ვამბობ. მქონდა პატივი, ერთ-ერთი პირველი გავცნობოდი ბატონი გაიოზის პოეტურ საგას, რომელიც მან მიუძღვნა დავით აღმაშენებელს შედევრისათვის „გალობანი სინანულისანი“. დაიბეჭდა კიდეც, მაგრამ, შემდეგ, ჩემი აზრით, ამ ყურადსაღები თხზულებისადმი მეტი ინტერესი უნდა გამოეჩინათ ლიტერატორებსა და ლიტერატურათმცოდნეებს.

მოკლედ რომ ვთქვა, რეალობას ვერსად გავექცევით: გაიოზ კუჭავას სახით, ერთი კარგი მოღვაწე დავკარგეთ, მაგრამ მჯერა, არ დაიკარგება და ჩრდილში არასოდეს მოექცევა მისი ნაღვაწი და ნაგრამი.

 

 

შოთა გოგიბერიძე

(ამჟამად ოზურგეთის საკრებულოს წევრი)

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ საქმიანო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ბა ოზურგეთის ადგილობრივ მმართველობასა და სამხარეო ადმინისტრაციაში მომიწია.

სწორედ აქ გავიცანი ეს უკეთილშობილესი ადამიანი - ბატონი გაიოზ კუჭავა. იდგა 1990-იანი წლები, ქვეყანა სამოქალაქო და აფხაზეთ-სამაჩაბლოს ომების ჭრილობებს იშუშებდა; დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა, ყალიბდებოდა ცენტრალური, რეგიონალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის სხვადასხვა სტრუქტურები. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ეს ახალი, ძალზე საინტერესო და ამავე დროს ურთულესი საქმიანობა გახლდათ. არ იყო ბიუჯეტი, მკვეთრად განსაზღვრული საკანონმდებლო და ნორმატიული ჩარჩოები. ცენტრალური ხელისუფლება ძიების პროცესში იყო და პრობლემური საკითხების ყველა სავარაუდო გადაწყვეტილებას რეგიონში მომუშავე გამოცდილ საჯარო მოხელეებთან ურთიერთ კონსულტაციის რეჟიმში იღებდა. საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობის გამოცდილების მქონე გაიოზ კუჭავა აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო მშენებლობის საქმიანობაში და არა ერთხელ გავმხდარვარ მოწმე და მონაწილე მის მიერ ცენტრალურ ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებთან საკონსულტაციო მიმოწერისა.

ის ოზურგეთის ადგილობრივი მმართველობისა და შემდეგ გურიის რეგიონალურ ადმინისტრაციაში საქმის წარმოებისა და საკანცელარიო სამსახურს ხელმძღვანელობდა და ამავე დროს ყველა ახალგაზრდა მუშაკის აღმზრდელი და დაუზარელი მასწავლებელი იყო; მეც ამ ახალგაზრდათა შორის ვიყავი. სწორედ გაიოზ კუჭავას კეთილი დარიგებებითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით გაჯერებული რჩევებით ვდგამდი პირველ ნაბიჯებს საჯარო სამსახურში; ვეცნობოდი დოკუმენტაციის წარმოების წესს, ვაფორმებდი საოქმო მასალებს, ვსწავლობდი სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველ ინფორმაციაზე მუშაობის წესსა და პირობებს.

ბატონი გაიოზი იყო სამშობლოზე შეყვარებული უაღრესად პატრიოტი ადამიანი. პროფესიით ისტორიკოსი სახელმწიფო საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში ახერხებდა მეცნიერულ დონეზე ემუშავა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპის მიმოხილვით ნარკვევებზე. მისი განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახლდათ დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“, რომელსაც ბრწყინვალე პოეტური საგა მიუძღვნა. საქართველოს დიადი მეფის, გიორგი „ბრწყინვალის“ მოღვაწეობის პერიოდს ეხება მისი სამეცნიერო, კვლევითი ნააზრევი, და ჰქონდა კიდეც შეთავაზება მისი მეგობრის, პროფესორი ბატონი იური სიხარულიძისგან მოემზადებინა სადისერტაციო ნაშრომის ფორმით. სამწუხაროდ არ დასცალდა და ამ უაღრესად ნიჭიერი, მრავალმხრივ განათლებული და პოეტური სულის ადამიანის სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა.

ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის სამშობლოსადმი უანგარო მსახურების ნათელ მაგალითად.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანა წინასწარმეტყველი - დედა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 ქრისტეს შობამდე)
9 (22) დეკემბერს აღინიშნება წმიდა ანა წინასწარმეტყველის - სამოელ წინასწარმეტყველის დედის (1100 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI)
9 (22) დეკემბერს აღინიშნება წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI) ხსენების დღე.
gaq