საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

„ვინც საექიმო ხელოვნებას მიუძღვნის თავს, ღვთის სახელით უნდა იმოქმედოს და ღმერთი შეეწევა“
ლელა ჩხარტიშვილი


მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია. მხოლოდ მაშინ ახმიანდება, როდესაც ადამიანის თითი მიეკარება, მღერის ან ტირის: "ეს ყოველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს, ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობა ამაზეა დამყარებული. თუკი ექიმს ამგვარი დამოკიდებულება აქვს ავადმყოფთან, მაშინ იქმნება სრულიად ახალი ურთიერთობები... მორწმუნე ავადმყოფებისა და მედიკოსებისთვის ღმერთი ხსნის, სულიერი საზრდოობის, ზნეობრივი მხარდაჭერის, ემოციური ნუგეშის, გონების მოკრების და ხორციელი გაძლიერების დაულევნელწყაროს. მისდამი რწმენა ექიმებს ეხმარებათ იყვნენ გულმოწყალენი, ავადმყოფის მიმართ თანამგრძნობნი, შეძლონ მის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა, არა იმდენად იმისთვის, რომ მასთან ერთად სტკიოდეთ და კვდებოდნენ, არამედ რათა მასთან ერთად გამოჯანმრთელდნენ ან მარადიულ ცხოვრებაში გააცილონ იგი. სულიერად ძლიერი ექიმი ავადმყოფს ამხნევებს და რწმენას უნერგავს, მისი სიტყვები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე სულიერად სუსტი ექიმისა".

მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგან თანამშრომლობდა მედიცინასთან. შესაძლებლობის ფარგლებში სოციალურ, სამკურნალო და, რაც მთავარია, სულიერ დახმარებას ანიჭებდა ღარიბებს, ხეიბრებს, უსახლკაროებს, ობლებსა და ქვრივებს. ინახავდა დავრდომილთა თავშესაფრებს. ეს ტრადიცია გრძელდებოდათბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ჯვარის მამის სახელობის ეკლესიასთან 2001  წელს დაარსებულ სამედიცინო სამსახურის სახით, რომელსაც  წლების  მანძილზე, დაუღალავად და უანგაროდ, კოორდინატორობას უწევდა ექიმი-კარდიოლოგი  ნინო ნადიბაიძე.

დღესდღეობით, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ეს სამსახური აღარ არსებობს.

ქალბატონმა ნინომ (ექიმთა გუნდთან ერთად) თავისი საქმიანობა ამჯერად სხვაგან განაგრძო. არცთუ დიდი ხნის წინ, თბილისში, სულხან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის # 49-ში მისი ინიციატივით დაარსდაშპსმრავალპროფილურისაკონ

სულტაციო - დიაგნოსტიკურიცენტრინინომედიქლაბი“(N medi club • N მედი ქლაბ) ს/კ 405215627, (+995 32) 2 230 233, მობ: 599 576 531), რომელსაცისამჟამადხელმძღვანელობს. 

 

- ქალბატონო ნინო, გვიამბეთ თქვენს ახლად დაარსებულ კლინიკაზე. რა გამოკვლევების ჩატარებაა შესაძლებელი თქვენთან?

- ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ექსპრეს რეჟიმში ლაბორატორიული კვლევების ჩატარება: სისხლის საერთო ანალიზის განსაზღვრა(Sysmex XS500i ჰემატოლოგიური ანალიზატორი 5-მაგიდიფერენცირებით, იაპონია), შარდის საერთო ანალიზის განსაზღვრა (Urisys 1100 როშე დიაგნოსტიკის, გერმანია) და გლუკოზის განსაზღვრა (ACCU-CHEK PERFORMA). ასევე გთავაზობთ ბიოქიმიურ, იმუნოლოგიურ და ციტოლოგიურ კვლევებს. არ ვართ შეზღუდულები ქვეყნის გარეთ ჩასატარებელი კვლევების სპექტრში. ცენტრში შესაძლებელი არის კვალიფიციური, მულტიპროფილური ექოსკოპიური კვლევების ჩატარება. (GE -კომპანიის LOGIQ V3/V5 Exspert მოდელზე, აშშ). კლინიკაში მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები: ანგიოლოგი - პროფესორი კახა ქუნთელია, უროლოგი - პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, კარდიოექოსკოპისტი-პროფესორი გერა ლომთათიძე, დერმატოლოგი - პროფესორი მაია დათუაშვილი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი, თერაპევტი(პულმონოლოგი), გინეკოლოგი, ბავშვთა ორთოპედი, ალერგოლოგი, ნეფროლოგი, რევმატოლოგი, ტრავმატოლოგ - ორთოპედი, ექოსკოპისტი, პედიატრი, ექიმ დიეტოლოგი.

-ქალბატონო ნინო, თქვენს ახალ კლინიკაში მომუშავე ექიმების უმეტესობა ჯვარის მამასთან არსებულ საქველმოქმედო სამედიცინო  ცენტრში დაუღალავად საქმიანობდნენ და წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურებოდნენ პაციენტებს...გვიამბეთ, როგორ დაარსდა 2001 წელს ის სამედიცინო სამსახური და რას ისახავდა მიზნად?

- ჩემი მოძღვრის,  დეკანოზ  ტარიელ სიკინჭალაშვილის (რომელიც იმჟამად  ჯვარის მამის სახელობის წინამძღვარი გახლდათ)  კურთხევით, ავადმყოფებს

ვუტარებდი კონსულტაციას და ვუღებდი ელექტროკარდიოგრამას. ჩემი მუშაობის მიზანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება იყო, მაგრამ მათ გარდა მოდიოდნენ სხვა ავადმყოფებიც. საჭირო გახდა სხვა სპეციალობის ექიმების ჩართვაც. მოვიწვიე მაღალკვალიფიციური ექიმები უფასო კონსულტაციების ჩასატარებლად. ჩემი ახლობლები და ნაცნობები სიამოვნებით დამთანხმდნენ თანამშრომლობაზე. კონსულტაცია მოიცავდა ავადმყოფობის გარშემო გასაუბრებას და გასინჯვას. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩასატარებლად, რომლებიც ფასიანი იყო, ავადმყოფები იგზავნებოდნენ სტაციონარში; მაგრამ ზოგიერთს გამოკვლევების გაკეთება უსახსრობის გამო უჭირდა. სამწუხაროდ, მაშინაც ვერ  გამიჩნდა  სპონსორი, ვინც დააფინანსებდა მათ და სრულყოფილი იქნებოდა კონსულტაციაც. სამედიცინო სამსახურის მუშაობის მთავარი მიზანი სწორი დიაგნოზის დასმა და სწორი მიმართულების მიცემა გახლდათ. ჩვენთან თანამშრომლობდნენ: ტრავმატოლოგ-ორთოპედი ზურაბ ბერუაშვილი, მტევნის (ხელის) ტრავმატოლოგ-ორთოპედი პაატა ღუდუშაური, ბავშვთა ორთოპედი ნუნუ გეგეშიძე, ქირურგი ვასილ გორგაძე, ანგიოლოგი კახა ქუნთელია, თერაპევტი (გასტროენტეროლოგი) თინათინ გორდაძე, ფთიზიატრი და პულმონოლოგი მარიკა ერისთავი, რევმატოლოგი ნანა ლაცაბიძე, ენდოკრინოლოგები - ნინო ჩაჩანიძე და ნინო გულუა, ოტორინოლარინგოლოგი ნათია სვანიძე, დერმატოლოგი მურმან კიკვიძე, ინფექციონისტ-სეფსისოლოგი ნინო რუხაძე, ნევროპათოლოგები: მირიან წიკლაური და თენგიზ წულაძე, ეპილეფტოლოგი დავით კვერნაძე, ნეიროქირურგი ნატა შენგელაია, ოფთალმოლოგები: ნანა აბესაძე და სოფო იმედაშვილი, ბავშვთა ნევროპათოლოგები: თამრიკო აბზიანიძე და გია მელიქიშვილი, უროლოგი ზაზა ჭანტურია, ნეფროლოგები: ნათელა ბასიშვილი და ქეთო ანჯაფარიძე, გინეკოლოგი ლალი დადიანი, გინეკოლოგი ნანა ხომასურიძე, მამოლოგი გია ნემსაძე, ჰემატოლოგი ირაკლი თოფურიძე, ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი, ფსიქოლოგი, ამჟამად უკვე დეკანოზი: დავით ციცქიშვილი, ბავშვთა კარდიოლოგი და კარდიოქირურგი გიორგი კაცია.

ექიმები სიამოვნებით ეწეოდნენ

ქველმოქმედებას. ნებისმიერ გასამრჯელოზე მეტია   ის განცდა, რომელიც გეუფლება მაშინ, როდესაც პაციენტი დაგლოცავს და მადლიერია შენი. გარდა ამისა, ჩვენთან მომუშავე ექიმებს ეკლესიური ცხოვრებაც ეხმარებოდათ უანგაროდ საქმიანობასა და მოწყალების გაცემაში. მოგეხსენებათ, განკურნების თვალსაზრისით რწმენა ავადმყოფებისთვისაც მნიშვნელოვანია, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დანიშვნის შემდეგ ისინი კიდევაც ეზიარებოდნენ. ჩვენი ავადმყოფების უმრავლესობა რწმენით  იყო აღსავსე: იღებდნენ ნაკურთხ წყალს, სეფისკვერს... რწმენას ემატებოდა მკურნალობა და ეს უმსუბუქებდათ მდგომარეობას.

-რა განცდა ეუფლებოდთ თქვენთან მომუშავე ექიმებს, როდესაც ამდენ უსახსრო  ავადმყოფს ეხმარებოდნენ?

_ ექიმი-რევმატოლოგი ნანა ლაცაბიძე   მეუბნებოდა: 1985 წლიდან ვმუშაობდი რკინიგზის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-რევმატოლოგად, ხოლო ჯვარისმამასთან არსებულ სამედიცინო სამსახურში - 2005 წლის 15 ივნისიდან, რასაც დღემდე დიდ პატივად მივიჩნევ. მადლობელი ვარ, რომ უფალმა მომცა ნება, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით უანგაროდ  დავხმარებოდიავადმყოფებს.

განსაკუთრებულისიცხადითმახსოვსაქჩემიმუშაობისპირველიდღე. ავადმყოფებისგანმივიღეიმდენადდიდისითბო, დალოცვადამადლიერება, რომსიხარულითაღვივსე, არაჩვეულებრივისიმსუბუქევიგრძენი. ყოველიკონსულტაციისშემდეგვგრძნობდი, რომგაცემულისიკეთეათმაგადმიბრუნდებოდამადლიერიპაციენტებისსიყვარულით.

ადამიანის მოვალეობაა, დაეხმაროს გაჭირვებულს. ექიმს ეს ყველაზე მეტად შეუძლია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პროფესია საშუალებას მაძლევს, დავეხმარო ხალხს და მდგომარეობა შევუმსუბუქო.

ექიმი-თერაპევტითინათინ გორდაძე უკვე თითქმის  ოცდაათი წელია, რაც საექიმო საქმიანობას ეწევა.

- ამ ხნის მანძილზე გარკვეული გამოცდილება შევიძინე პაციენტის ხასიათის შეცნობაში.  წლების მანძილზე ჯვარისმამის ტაძრის მრევლი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი ტაძარი, ჩემი მოძღვარი, ყველა, ვინც ამ ტაძარშ

ი მსახურობს. უფლის შეწევნით და ჩემი ბავშვობის მეგობრის, ექიმ ნინო ნადიბაიძის მონდომებით საშუალება მომეცა, მოკრძალებული წვლილი შემეტანა პაციენტების გამოჯანმრთელებაში, _ ამბობს ქალბატონი თინათინი. 

ჩვენი სამსახური ეხმარებოდა არა მარტო ამ ტაძრის მრევლს, არამედ ყველა მომსვლელს. პაციენტმა იცოდა, რომ აქ მას დახვდება რწმენაში გაძლიერებული, მართლმადიდებელი ქრისტიანი ექიმი, რომელიც სრულიად უანგაროდ მოუსმენდა, უმკურნალებდა, გაამხნევებდა და იმედიან სიტყვას ეტყოდა - "უფალი მოწყალეა." ექიმისთვის კი ყველაზე საუკეთესო სამადლობელია - "ღმერთმა შეგიწიროს", რომელსაც მადლიერი პაციენტი ამბობს.

რწმენას ძალიან დიდი ძალა აქვს. მინდა გიამბოთ ერთი ამბავი, რომელიც მე გადამხდა. მეგობარმა შვილებთან ერთად გერმანიაში მიმიწვია. წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე დამერღვა სისხლის ფორმულა ისეთი მაჩვენებლით, რომ ფრენა შეუძლებელი იყო. დამინიშნეს მედიკამენტური მკურნალობა. შედეგი არ გამოიღო. გაფრენამდე რამდენიმე დღე რჩებოდა. ოჯახში წმინდა მიწიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი გვაქვს. ათი დღე გულში ჩაკრული და ჩამუხლული ვკითხულობდი ღვთისმშობლის დაუჯდომელს და მოხდა სასწაული - გერმანიაში შვილებთან ერთად გავფრინდი.

დიდია ძალა რწმენისა და უფლის სიყვარულისა.

დერმატოლოგიმაია დათუაშვილი:

- ჯვარისმამის სამედიცინო სამსახურში ვმუშაობდი 2003 წლიდან, -  ამბობს ქალბატონი მაია, - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფასიან მედიცინაზე გადასვლამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მოსახლეობა. ჩვენთან თავისუფლად შეეძლო მოსვლა ნებისმიერ ადამიანს და სამედიცინო კონსულტაციის მიღება, მიუხედავად მისი ეკონომიკური მდგომარეობისა. რომ მივდიოდი ჯვარისმამაში, ყოველთვის  სიმშვიდის გრძნობა მეუფლებოდა, რაც არ უნდა დაღლილი  ვყოფილიყავი, მაინც ხალისით ვასრულებდი  ჩემს მოვალეობას.

რწმენა ადამიანს ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის ავადმყოფობისდაძლევაში. მიმაჩნია, რომ ქველმოქმედ

ება და ექიმობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.

ტრავმატოლოგ-ორთოპედიზურაბ ბერუაშვილი მიამბობს: - ჯვარისმამის სამედიცინო სამსახურში ეპიზოდურად - მისი დაარსებიდან, რეგულარულად კი 2003 წლიდან ვმუშაობდი. აქ მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საექიმო კონსულტაციას ვუწევდი ყველა სოციალური ფენისა და ეკონომიკური შესაძლებლობის მქონეს.

ჯვარისმამის სამედიცინო სამსახურში მოსვლისას მეუფლებოდა ისეთივე განცდა, რაც საერთოდ ეკლესიაში მოსვლისას ეუფლება ადამიანს. რწმენა და ქველმოქმედება და ექიმის საქმიანობა ხომ განუყოფელია.

- ქალბატონო ნინო,  რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანულ ეკლესიას მედიცინასთან?

- ბიბლია გვასწავლის, რომ ექიმის საქმიანობა არ ამოიწურება ნარევის დამზადებით (ზირ. 38,8), ე.ი. მხოლოდ თეორიული გამოცდილებითა და წამალთმცოდნეობით (წამლის მომზადებით და შენახვით). სამკურნალო ხელოვნებას თან უნდა ახლდეს კეთილმოქმედი პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ავადმყოფისთვის მასზე ღვთაებრივი გულმოწყალების გამოვლენის ერთ-ერთი სახე იქნება. "იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა იგი, რადგან მკურნალობა უზენაესისაგან არის და ნიჭიც მეუფისაგან ეძლევა მას. ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე მოუხვეჭს პატივს. უფალმა მიწისაგან შექმნა წამლები (სასარგებლო წამლები) და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მას". ამგვარად აკურთხებს თვით უფალი ღმერთი ჭეშმარიტ სამკურნალო ხელოვნებას (ზირ. 38,1-4). "ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისათვის" (ზირ. 7,35).

ეს სიტყვები გახდა საკვანძო ქრისტიანული ეკლესიისათვის მედიცინასთან დამოკიდებულებაში. ბიბლიური სწავლებით, ექიმი არის ღვთისთვის სათნო, მაღალი დანიშნულების და სულიერი პასუხისმგებლობის მქონე პირი, რომელიც სიკვდილს ხელიდან ართმევს მსხვერპლს. თვით მკურნალობის საქმეში ეკლესია ყოველთვის თავისებური სახის ღვთისმოქმედებას ხედავდა, რადგან ავადმყოფის მომსახურება უფალმა იე

სო ქრისტემ ღვთისმსახურებას გაუთანაბრა: "სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე... რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათ. 25,36; 25,40), - იტყვის ის განკითხვის დღეს. "მომხედეთ" აქ ნიშნავს იმას, რომ ავადმყოფს საკუთარი სულის ნაწილი მისცე და არა უბრალოდ ერთი დღით იმორიგეო მასთან.

- ქრისტიანული ეკლესია იცნობს წმინდანების სამედიცინო საქმიანობის მრავალ მაგალითს.

- დიდმოწამისა და მკურნალის პანტელეიმონის (III-IV ს.ს.) ცხოვრება გავიხსენოთ. უფალი მიმადლებდა მას ძალას, რომ განეკურნა არა იმდენად სააფთიაქო საშუალებებით, რამდენადაც მისი სახელის მოხმობით. თვით წმინდანის მოკვეთილი თავიდან გარდამონადენი სისხლი XI ს-მდე ინახებოდა და მორწმუნეებს უხვ წყალობას ანიჭებდა. მისი პატიოსანი თავი ღვთის მადლით დღემდე მრავალ კურნებათა მომნიჭებელ წყაროს წარმოადგენს.

საკუთარ სიცოცხლეს გასცემდნენ ტანჯულთათვის უვეცხლონი კოზმა და დამიანე (III ს.). ეს მათ მოიმოქმედეს ჩვენი ერის გარიჟრაჟზე ტრანსპლანტაციის სასწაული: დიაკონ იუსტინიანეს სხეულზე გააცოცხლეს ახალგარდაცვლილი ეთიოპეს ფეხი. მათ შეისწავლეს საექიმო ხელოვნება და ვეტერინარია. უსასყიდლოდ კურნავდნენ ცხოველებსა და ადამიანებს.

მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულების გამოსახატავად სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი გამოვყოფთ მაღალღირსი ბარსანოფი დიდის პასუხს ამბა დოროთეს მიმართ, რომელიც საავადმყოფოში მორჩილებაში მყოფს გაუგზავნა: "როცა სამკურნალო წიგნებს კითხულობ ან ვინმეს მათ შესახებ ეკითხები, გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე ვერავინ განიკურნება, ამიტომ, ვინც საექიმო ხელოვნებას მიუძღვნის თავს, ღვთის სახელით უნდა იმოქმედოს და ღმერთი შეეწევა. საექიმო ხელოვნება ადამიანის კეთილსინდისიერებას ხელს არ უშლის, არამედ მოუწოდებს შეითვისოს ის, როგორც ძმათა სასარგებლო ხელსაქმე".

წმინდა მამათა საერთო შეხედულება მშვენივრად გამოხატა ამბა ევაგრემ: "ერისკაცი, რომელიც ავადმყოფ ძმას ემსახურება, იმ განდეგილზე უკეთესია, ახლობლების დანახვა რომ არ სურს".

ავადმყოფობის და მკურნალობის შესახებ მართლმადიდებლურმა შეხედულებამ ზოგიერთი კატეგორიის მოხუცების და სახიჩრების მიმართ ბიზანტიური საავადმყოფოების და აფთიაქების ღვთისმოსაური საქმიანობა განმსჭვალა. პირველი დიდი საავადმყოფო VII ს-ში მცირე აზიის სომხებით დასახლებულ რაიონში - კაბადოკიაში გაჩნდა (ქ. კესარია, სებასტია). მკურნალობის წესი, ბეჩავთა და ხეიბართა პატრონობა სხვადასხვაგვარი კანონით იყო დადგენილი. შემდეგში ბიზანტიურ მონასტრებში ეს კანონები დაწვრილებით, უმნიშვნელო დეტალებამდე აღწერდნენ საავადმყოფოების განაწესებს, მკურნალობის მეთოდებს და სამედიცინო საქმის შესწავლას.

მეტად სანიმუშოა გამოჩენილი მეცნიერის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერატიული ქირურგიის პროფესორის ვ. ფ. ვოინო-იასენეცკის ცხოვრებისეული მაგალითი. მისი სამკურნალო საქმიანობა ეკლესიამ მღვდელმთავრის ბრწყინვალე მსახურებას გაუთანაბრა და მთავარეპისკოპოსად დაასხა ხელი.

მეუფე ლუკას (ვოინო-იასენეცკი) მართლმადიდებელი მრწამსის გამო, რომელსაც იგი ცხოვრებასა და საქმეში იცავდა, ბევრის გადატანა მოუხდა. აი, მხოლოდ ერთი ფაქტი: როგორი მორჩილებით, ვაჟკაცობითა და სიბრძნით ითმენდა იგი ხელისუფლებისაგან უსამართლო თავდასხმებსა და დევნას.

"სახალხო ბრალმდებელმა", ჩეკისტმა პეტერსმა მეუფის ე. წ. "ექიმთა საქმე" განსახილველად სასამართლოს გადასცა (1921). კითხვებს შორის იყო ასეთი: "როგორ გწამთ ღმერთი, მღვდელო და პროფესორო იასენეცკ-ვოინი? განა გინახავთ იგი, თქვენი ღმერთი?" "ღმერთი მე ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის ქალას კოლოფი გამიხსნია, არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი", - ღირსეულად უპასუხა მეუფემ.

პეტერსის მიერ შეთითხნილი "ექიმთა საქმე" ჩავარდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მეუფე მაინც რეპრესირებული აღმოჩნდა.ხელისუფლების მიერ შორეულ ტურუხანსკში გადასახლებულ წმინდა ექიმს პავლოვი ამშვიდებდა: "მთელი სულით თანავუგრძნობ თქვენს მოწამეობას".

ის იყო ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედი. შემორჩენილია

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაუკეთა ერთ ციმბირელ გლეხს მუცლის ღრუს ოპერაცია ჯიბის დანით, ჭრილობა ქალის თმით გაკერა და ამას დაჩირქება არ მოჰყოლია.

1935 წელს მეუფე ლუკა ტაშკენტში პოლტორაცკის საავადმყოფოსთან ცხოვრობდა. დილით ადრე მის ქოხთან მსუბუქი მანქანა მოდიოდა, ტაძარში მიჰყავდა და მსახურების დამთავრებამდე ეკლესიის გალავანთან უცდიდა. შემდეგ იგი გადაუდებელი დახმარების ინსტიტუტში მიდიოდა, რომლის მესამე კორპუსსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. ამგვარად იწყებოდა მისი ოპერაციებით, კონსულტაციებით, კონფერენციებით დატვირთული დღე, რასაც საოპერაციოში და გვამებზე მუშაობა, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ლექციების კითხვა ემატებოდა. შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში მეუფე ლუკას ტაძრიდან ცხენშებმულ ეტლს უგზავნიდნენ.

სად და ვისთვის არ უმკურნალია ლეგენდარულ ექიმს, მას არასოდეს შერცხვენია კეთილშობილი პაციენტებისთვის მხურვალედ ეთქვა: "ეს ღმერთმა განგკურნათ ჩემი ხელით, ილოცეთ".

ბევრი ექიმი სიხარულით სწავლობდა მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან. ის მათგან მოითხოვდა, რომ ავადმყოფების გადარჩენისათვის ყოველთვის ყველა საშუალება გამოეყენებინათ და არწმუნებდა, ექიმს ნება არა აქვს წარუმატებლობაზე იფიქროსო. ეპისკოპოს-ქირურგს ყოველთვის აღაშფოთებდა საქმეში არაპროფესიონალიზმის, უვიცობის შემთხვევები, რის გამოც ადამიანები იტანჯებოდნენ და რაც საერო მედიცინაში, სამწუხაროდ, ხშირია. მეუფე ლუკა არასოდეს ითმენდა გულგრილობას სამედიცინო მოღვაწეობისადმი.

ის თავის მოწაფეებს "ადამიანურ ქირურგიასაც" ასწავლიდა, ყოველ დაჭრილთან თითქოს პირად ურთიერთობაში შედიოდა, თითოეულს სახით ცნობდა, იცოდა გვარი, ოპერაციის და ოპერაციის შემდგომი ყოველი წვრილმანი ახსოვდა. ამჟამად ფართოდაა ცნობილი მეუფე ლუკას სიტყვები: "ქირურგისთვის არ უნდა არსებობდეს შემთხვევა, არამედ მხოლოდ ცოცხალი, ტანჯული ადამიანი".

თვითმხილველთა - კოლეგების, ავადმყოფების და მათი ახლობლების მოწმობით, ავადმყოფის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება "იდეალური" იყო.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq