საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

სიმონ ყაუხჩიშვილი
სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1895, ქუთაისი — გ. 15 მაისი, 1981, თბილისი) — ქართველი მეცნიერი-ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი. შეადგინა ლათინურ-ქართულ-ლათინური ლექსიკონი.
მისი შვილი, თინათინი, ასევე მეცნიერი იყო.



დაიბადა ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში, რომელიც წარმოშობით მესხეთიდან ყოფილა. დაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იოსებ ოცხელის მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში.[3] შემდეგ კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად ყაუხჩიშვილი სწავლას იწყებს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები არიან ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი. 1917 წელს იგი წარჩინებით ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტს და ბრუნდება საქართველოში. თავდაპირველად ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზად
ებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1920 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ცნობილი ნაშრომი „ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა (გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფის“ ქართული თარგმანი)“, ნაწ. I, ტექსტი. ეს იყო IX საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის საკმაოდ ცნობილი თხზულების XII საუკუნეში შესრულებული არსენ იყალთოელისეული თარგმანის მეცნიერული პუბლიკაცია. შემდეგი ხუთის თვის მანძილზე (1920 წ. სექტემბერი — 1921 წ. იანვარი) უნივერსიტეტის მივლინებით ყაუხჩიშვილი მუშაობს ათენში, სადაც ეუფლება ახალ ბერძნულ ენას და ეცნობა ბიზანტიური ეპოქის ბერძნული ლიტერატურის ძეგლებს, ბერძნულ ხელნაწერებს. იქიდან მიემგზავრება ბერლინში, სადაც ოთხი სემესტრის განმავლობაში სახელგანთქმული ელინისტებისა და ბიზანტიოლოგების ხელმძღვანელობით როგორებიც იყვნენ უ. ვილამოვიც-მოლენდორფი, ედ. მაიერი, ჰ. დილსი და უ. ვილკენი, სემინარებში მუშაობდა, ლექციებს ისმენდა, სწავლობდა რა პარალელურად წყაროთმცოდნეობას, ეპიგრაფიკასა და პალეოგრაფიას. 1923 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ბიზანტიოლოგიის კათედრის გამგეა.ორჯერ 1938 და 1953 წლებში ყაუხჩიშვილი მოყვა რეპრესიებში. ორივეჯერ მას დაატოვებინეს კათედრა, ჩამოართვეს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის წოდება, რომელიც მას 1950 მიენიჭა. ორივეჯერ იგი იქნა რეაბილიტირებული, თუმცა პირველ შემთხვევაში, იძულებული იყო მოსკოვში განეგრძო მოღვაწეობა1939–1940 წ
ლებში, საბჭოთა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ანტიკური ლიტერატურის განყოფილებაში. 1960 წელს, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსტიტუტის ბიზანტიოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1969 წელს აღადგინეს და აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ყაუხჩიშვილის უამრავ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იოანე პეტრიწის შრომათა მეცნიერულ პუბლიკაციას ორ ტომად 1937/1940 ( II. ტომი შ. ნუცუბიძესთან ერთად); უაღრესი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვლევებს „ბალავარიანთან“ დაკავშირებით, აგრეთვე პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესწავლაში. ყაუხჩიშვილი ავტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე პირველი და ერთადერთი სახელმძღვანელოსი ბიზანტიის ისტორიაში: „ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან“ (თბილისი 1948).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.[4] მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — თამარ ნიკოლოზის ასული იშხნელი (1896-1975).
1979 წელს გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოთხორბილია სიმონ ყაუხჩიშვილის მოღვაწეობის შესახებ.[5]

მამული, ენა, სარწმუნოება

25 მაისი - ხსენება წმიდა ეპიფანესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (+403)
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
25 მაისი - ხსენება წმიდა გერმანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+740)
წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა კონსტანტინოპოლში, VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
gaq