საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

რამაზ პატარიძე

რამაზ პატარიძე (დ. 6 ნოემბერი, 1927, თბილისი — გ. 1 ნოემბერი, 2020[1]) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, მკვლევარი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე, ქართული ანბანის რაინდი. პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ პატარიძის შვილი.


1950 წელს დაამთავრა ი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი), ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილებაში. იყო პავლე ინგოროყვას მოსწავლე. 64 წლის განმავლობაში იკვლევდა ქართული ანბანის საკითხებს. 1980 წელს სა­ბავ­შვო გა­მომ­ცე­ლო­ბა „ნა­კა­დულ­მა“ გა­მოს­ცა მისი წიგნი „ქართული ასომთავრული“, წიგნ­მა საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რის გვერ­დის ავლა მარ­ტი­ვად მო­ა­ხერ­ხა ვი­ნა­ი­დან ის სა­ბავ­შვო გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გაამოსცა. ამის შე­დე­გად წიგ­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ნა­კა­დუ­ლის“ დი­რექ­ტო­რი არჩილ სულაკაური თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გაათავისუფლეს, ხოლო წიგ­ნის ავ­ტო­რი რა­მაზ პა­ტა­რი­ძე პრაქ­ტი­კუ­ლად ჩა­მო­შო­რდა სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას.


2018 წელს „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი „ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლის“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით ნე­ბის­მი­ე­რი მკი­თხვე­ლი ად­ვი­ლად გა­ი­გებს, თუ რას ნიშ­ნავს ზო­გა­დად ან­ბა­ნი კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის, მის მოკ­ლე ის­ტო­რი­ას და იმა­საც, თუ რა არის მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ან­ბა­ნებ­თან შე­და­რე­ბით ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბა.


გაშიფრა „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი და აღმოაჩინა, რომ კაცობრიობის ისტორიაში შოთა რუსთაველი არის პირველი ადამიანი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანში“ წარმოგვიდგინა პლანეტების ჰელიოცენტრული სისტემა. მთელი შეგნებული სიცოცხლე ქართული დამწერლობის ისტორიის კვლევას მიუძღვნა და საბოლოოდ დაამტკიცა სომხური წერილობითი წყაროების სიცრუე.


1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა: „ქართული ფილიგრანოლოგიის ძირითადი საკითხები“.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq