საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

გიორგი ჩუბინაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილი (დ. 4 დეკემბერი [ძვ. სტ. 21 ნოემბერი], 1885 — გ. 14 იანვარი, 1973) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.
დაიბადა პეტერბურგში 21 ნოემბერს (ძველი სტილით). მისი წინაპრები ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები იყვნენ. მისი წინაპრები იყვნენ: ერეკლე II-ის მესტამბე დავითი, მკვლევარი ლექსიკოგრაფი ნიკო ჩუბინაშვილი, პაპა — დავით იესეს ძე პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ლექსიკონების ავტორი (გარდ. 1891 წ. დაკრძალულია პეტერბურგში). მამა საოლქო სასამართლოს წევრი იყო. დედა ჯაჯანაშვილის ქალი იყო.
1895 წ. მიაბარეს პეტერბურგის გერმანულ „რეფორმატულ სასწავლებელში“, დაამთავრა 1905 წ. 1906 წ. ჩამოვიდა საქართველოში სალაპარაკო ენის შესასწავლად. 1907 წ. შედის ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
1912 წ. ჰალეში ჩააბარა სადოქტორო ზეპირი გამოცდები. 1914 წ. მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორისა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის წოდება. 1914 წ. გაზაფხულზე საქართველოშია, მოგზაურობს სვანეთში. 1915 წ. პრაქტიკაზეა სომხეთის ძველი დედაქალაქის, ანისის გათხრებზე.
1916 წ. ხელმძღვანელობს ანისის არქეოლოგიურ კამპანიას. 1916 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალ მსმენელად. 1917 წ. საბოლოოდ გადმოდის საცხოვრებლად თბილისში. 1918 წ. დეკემბრიდან იწვევენ ქართულ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგედ[4]
სწავლობდა ფსიქოლოგიას ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში, ქართულ, სომხურ, სპარსულ ფილოლოგიას — პეტერბურგის უნივერსიტეტში. გახდა ფილოსოფიის დოქტორი და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრი. იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. 1923 წელს იქვე დააარსა ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტი — საქართველოში ხელოვნების შემსწავლელი პირველი დაწესებულება და „ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი“. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი. 1941 წელს დანიშნეს ახლად შექმნილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართულ ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად და ამ თანამდებობაზე იყო გარდაცვალებამდე.
1941 წელსვე არჩეულ იქნა საქართველოს სსრ აკადემიის აკადემიკოსად და სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
1946 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1959 წელს მიენიჭა ლაიფციგის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
1965 წელს, დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა ლენინის ორდენი.
სტილისტურ-შედარებითი ანალიზის მეთოდზე დაყრდნობით, მსოფლიო ხელოვნების ისტორიის მოშველიებითა და ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა მონაცემების გათვალისწინებით, ჩუბინაშვილმა 1920-30-იან წლებში გაარკვია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების გეზი, გამოჰყო მისი ისტორიის რამდენიმე საფეხური. ჩუბინაშვილმა შეისწავლა ქვის პლასტიკისა და ქართული ლითონ-მქანდაკებლობის მრავალი ნიმუში და გამოარკვია შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების ისტორიის ეტაპები.
ჩუბინაშვილი ქართული გამოქვაბული კომპლექსების სახელოვნებათმცოდნეო კვლევის წამომწყებიც არის. მან გამოთქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებანი X-XIII საუკუნეების ქართულ კედლის მხატვრობაზე და დასახა მისი შესწავლის მრავალი პრობლემა. ჩუბინაშვილს დამუშავებული აქვს ქართული წინაქრისტიანული არქიტექტურისა და ოქრომჭედლობის საკითხები. დაწერილი აქვს მოხსენებები და ნარკვევები ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესახებ.
ჩუბინაშვილის შრომებმა ცხადყო ქართული ხელოვნების ისტორიული და მხატვრული ღირებულება, მისი ეროვნული თვითმყოფადობა.
აღსანიშნავია ჩუბინაშვილის სამუზეუმო მუშაობა. მან მოაწყო ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენები, ქართული ოქრომჭედლობის გამოფენა ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში, ქართული ხელოვნების მოძრავი გამოფენა გერმანიაში. ჩუბინაშვილი იყო ქართულ კულტურულ ძეგლთა დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მოღვაწე.
გარდაიცვალა 1973 წლის 14 იანვარს. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

მამული, ენა, სარწმუნოება

გრიგოლ საკვირველთმოქმედი, კიევო-პეჩორელი განდეგილი (+1093)
8 (21) იანვარს აღინიშნება გრიგოლ საკვირველთმოქმედის (+1093), კიევო-პეჩორელი განდეგილის ხსენების დღე (+1093) .
ღირსი გიორგი ქოზიბელი (VII)
8 (ახალი სტილით 21) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი გიორგი ქოზიბელის ხსენების დღეს (VII).
gaq