საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მოწამე ფერბუთა ქალწული

4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.

წმიდა მოწამე ფერბუთა ქალწული დასთან და მხევალთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 341-343 წლებს შორის. ფერბუთა და მისი და, რომლის სახელიც უცნობია, იყვნენ ქრისტესთვის აღსრულებული სელევკიის ეპიკოპოსის სიმეონის ღვიძლი დები. ისინი მოსამსახურესთან ერთად წაიყვანეს სპარსეთის მეფის, საპორის კარზე. წმიდა ფერბუთა საარაკო სილამაზით გამოირჩეოდა. დედოფალმა მას ურჩია, გათხოვილიყო, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. მალე დედოფალი დასნეულდა. მის სამკურნალოდ მოწვეული მოგვი დაატყვევა ქალწულის სილამაზემ და ცოლობა სთხოვა. წმიდა ფერბუთამ კი უპასუხა, რომ ის ქრისტეს სასძლოა.

გაბოროტებულმა მოგვმა მეფეს მოახსენა, დედოფალი მოახლეების მიერ არისო მოწამლული, რის შემდეგაც, საპორის ბრძანებით, წმიდა ფერბუთა დასთან და მოახლესთან ერთად დაატყვევეს.

სასამართლოზე წმიდა მოწამეებმა უშიშრად აღიარეს ქრისტიანობა, განაცხადეს, რომ ბოროტება არ ჩაუდენიათ, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილის დასათმენად მზად არიან.

მთავარი მოსამართლე, მოგვი მავპტისიც დააბრმავა ქალწულის სილამაზემ და საიდუმლოდ შესთავაზა საპყრობილიდან განთავისუფლება, თუ ის ცოლობაზე დათანხმდებოდა. იმავე წინადადებით მიმართა ფერბუთას ორმა სხვა მსაჯულმაც. წმიდა ქალწულმა ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ქრისტეს სასძლოა და მიწიერ ქორწინებაზე არასოდეს დათანხმდება.

ამის შემდეგ მოწამეებს ჯადოქრობაში და დედოფლის მოწამლვაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. ქრისტიანებმა მალულად ამოასვენეს წმიდა მოწამეთა ნეშტი და პატივით დაასაფლავეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-04-26
წმ. დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887); მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303); მოწამისა კრისკენტი ლიკიელისა (დაახ. 740); მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476).
27 აპრილი - ხსენება წმიდა მარტინე აღმსარებლისა, რომის პაპისა (+655)
წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.
27 აპრილი - ხსენება მოწამე არდალიონისა (+305-311)
ქალაქის მმართველს სურდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ წმიდა არდალიონი თამაშობდა და სანახაობის ბოლოს მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მაგრამ წმიდანი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მმართველმა მისი გახურებულ ღუმელში ჩაგდება ბრძანა. ქრისტესმოსავმა მსახიობმა, რომელმაც არ შესწირა მსხვერპლი კერპს, საკუთარი თავი მიუტანა ღმერთს მსხვერპლად!
gaq