საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი

17 (30) აპრილს მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 433) ხსენების დღეს.

ღირსი აკაკი მელიტინელი (+435) - დაიბადა სომხეთის ქალაქ მელიტინაში. მის მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი. ისინი უფალს ევედრებოდნენ მემკვიდრის მონიჭებას და ჰპირდებოდნენ, რომ თუ შვილი მიემადლებოდათ, მას ღვთის სამსახურში ჩააყენებდნენ. მართლაც, ყრმა აკაკი მილიტინის ეპისკოპოსს ოტრიას მიაბარეს. როცა მაკედონიუსის ერესი გაჩნდა, ოტრია ეპისკოპოსი II მსოფლიო კრებაზე (381 წ.) იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას სულიწმიდაზე, როგორც ერთარსება და განუყოფელი სამების მესამე პირზე.


ეპისკოპოსი სიყვარულით ზრდიდა აკაკის: ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ დიაკვნად დაასხა ხელი, ბოლოს კი მღვდლადაც აკურთხა. წმიდა აკაკი ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, ხალხს ასწავლიდა წმიდა წერილს, განუმარტავდა მართლმადიდებლურ მრწამსს. მის მოწაფეთა შორის იყო თვით ექვთიმე დიდი (+473; ხს. 20 იანვარს).

ოტრიას გარდაცვალების შემდეგ მრევლის სურვილით მელიტინის კათედრაზე აღიყვანეს წმიდა აკაკი. ის ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მტკიცე რწმენის, მორჩილებისა და მოღვაწეობისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა: ერთხელ, როცა გვალვიან ზაფხულში ღია ცის ქვეშ ლიტურღიას ატარებდა, ბარძიმში ჩასხმულ ღვინოს მოულოდნელად წვიმის წვეთები შეუერთდა და გამხმარ მიწას სიცოცხლე დაუბრუნდა; მისი ლოცვით წყალდიდ
ობისას ნაპირებიდან გადმოსული მთის მდინარე იმ ადგილას გაჩერდა, სადაც წმიდანმა ქვა დადო. მდინარე აზარის ერთ-ერთ კუნძულზე ეპისკოპოსმა, მიუხედავად წარმართთა წინააღმდეგობისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგო. მშენებლებმა ბოროტი განზრახვით თაღი ცუდად გააკეთეს. ლიტურღიის დროს თაღმა ჩამოიწია და ის-ის იყო უნდა ჩამონგრეულიყო, შეშინებული მლოცველები ტაძრიდან გასაქცევად მოემზადნენ, მაგრამ წმიდა ეპისკოპოსმა ისინი ფსალმუნის სიტყვებით შეაჩერა: „უფალ ნათელი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდეს“ (ფს. 26,1). თაღი გაჩერდა და თითქოს ჰაერში დაეკიდა; ჩამოიქცა მხოლოდ მაშინ, როცა ლიტურღია დამთავრდა და ეპისკოპოსი უკანასკნელი გავიდა ტაძრიდან. ამის შემდეგ ტაძარი თავიდან ააშენეს.

წმიდა აკაკი მონაწილეობდა III მსოფლიო კრებაში და მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატებს.

წმიდა აკაკი მშვიდობით მიიცვალა 435 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq