საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა

3 (16) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  წმიდა მოწამეთა ტიმოთეს და მავრას (დაახლოებით 286) ხსენების დღეს.

წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა (+დაახლ. 286). მოწამეობრივ აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. სოფელ პერაპიაში (ეგვიპტის თებაიდა) მცხოვრები წმიდა ტიმოთე მღვდლის შვილი იყო და მედავითნედ მსახურობდა. მის მორჩილებაში შედიოდა საღვთისმსახურო წიგნების დაცვა და გადაწერა. ბოროტმა ენებმა ტიმოთე მმართველ არიანესთან დაასმინეს: იმპერატორის მიერ აკრძალულ წიგნებს ინახავსო. არიანემ შეაპყრობინა წმიდანი და საეკლესიო წიგნების ჩაბარება მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ბრძანა, ეწამებინათ იგი. ტიმოთე მამაცურად იტანდა საშინელ ტკივილებს და მადლობდა უფალს. ჯალათებმა წმიდანი ფეხებით დაკიდეს და ლოდი გამოაბეს. შემდეგ არიანემ გაიგო, რომ მოწამეს ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა, სახელად მავრა და ისიც დაატუსაღებინა. წმიდანმა ცოლი გაამხნევა და მოუწოდა, მასთან ერთად ეღიარებინა ქრისტე. ქრისტეს ტარიგმა მიუგო: „მზად ვარ შენთან ერთად მოვკვდე“. არიანეს ბრძანებით ქალს თმები დააგლიჯეს და ხელის თითები დააჭრეს. წმიდა მავრამ სიხარულით დაითმინა წამება. შემდეგ წმიდანი ადუღებულ წყალში ჩააგდეს, მაგრამ მას ტკივილიც არ უგრძვნია, უვნებლად იქნა დაცული. მმართველმა იფიქრა, რომ მსახურებმა ქვაბში ცივი წყალი ჩაასხეს და მავრას მოსთხოვა, მისთვის ხელზე დაესხა წყალი. როცა მოწამემ ბრძანება შეასრულა, არიანემ ტკივილისაგან ამოიგმინა, შეცბუნდა მომხდარი სასწაულით, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მავრას გათავისუფლების განკარგულება გასცა, მაგრამ ისე ძლიერი იყო ეშმაკის ძალა მასზე, რომ უკან წაიღო სიტყვა და ბრძანა უფრო სასტიკი სატანჯველებით აწამებინა ქრისტეს აღმსარებელი. აღშფოთებულმა ხალხმა მმართველს მოსთხოვა, შეეწყვიტა უდანაშაულო ქალის ტანჯვა. წმიდა მავრა ხალხს მიუბრუნდა და დაამშვიდა: „ნუ მიცავთ, ჩემი ერთადერთი დამცველი ღმერთია, რომელსაც მე ვსასოებ“.

ხანგრძლივი წამების შემდეგ არიანეს ბრძანებით წმიდანები ჯვარზე გააკრეს. მეათე დღეს მოწამენი აღესრულნენ. ეს მოხდა 286 წელს. მოგვიანებით კონსტანტინეპოლში აშენდა მათი სახელობის ტაძარი და დადგინდა მათი ხსენების დღე.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-05-22
აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში (1087); მიცვალება ღირსისა შიო მღვიმელისა (VI); წინასწარმეტყველისა ესაიასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ქრისტეფორესი (დაახ. 250);
წინასწარმეტყველი ესაია (VIII ს. ქრისტემდე)
9 (22) მაისს ,მარტლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ესაია წინასწარმეტყველის (VIII ს. ქრისტემდე) ხსენების დღეს.
აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში
9 (22) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღინიშნება - აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონითგან ქალაქ ბარში (1087)
gaq