საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მენელსაცხებლე დედა მარიამ კლეოპასი
 23 მაისს (5 ივნისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მარიამ კლეოპასი, მენელსაცხებლე დედისა.

 წმიდა მარიამ კლეოპას ხსენება აღესრულება დიდმარხვის მესამე კვირიაკესაც, სხვა მენელსაცხებლე დედებთან ერთად.


წმიდა მარიამ კლეოპასი, მენელსაცხებლე დედა 23 (05.06) მაისი

წმიდა მარიამ კლეოპასი, მენელსაცხებლე დედა, საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მართალი იოსებ დამწინდველის (ხს. 26 დეკემბერს) ასული იყო პირველი ქორწინებიდან. როცა ყოვლადწმიდა ქალწული იოსებზე დაწინდეს, ახალ სამკვიდრებელში მას დაუხვდა სრულიად ყმაწვილი მარიამი. მათ დებივით შეიყვარეს ერთმანეთი. ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებმა ასული თავის უმცროს ძმას, კლეოპას მიათხოვა (ამიტომაც ჰქვია მას კლეოპასი). მარიამისა და კლეოპას ძე იყო წმიდა მოციქული სვიმეონი, სამეოცდაათთაგანი, იერუსალიმის მეორე ეპისკოპოსი (ხს. 27 აპრილს). წმიდა მარიამ კლეოპას ხსენება აღესრულება დიდმარხვის მესამე კვირიაკესაც, სხვა მენელსაცხებლე დედებთან ერთად.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


სამეფო კლუბი
სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq