საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ფერეიდანში წამებულ ქართველთა ხსენების დღე
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 17 მაისი, 2007 წელი

„ფერეიდნელები ამბობენ, - ვინც ცისარტყელის ქვეშ გაივლის, სამშობლოში დაბრუნდებაო.
უფლის იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველა ფერეიდნელი გაივლის ცისარტყელის ქვეშ!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის საუფლო დღესასწაული - ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და დღეს ასევე არის ფერეიდანში წამებულ ქათველთა ხსენების დღე.

ამაღლება უფლისა მოხდა აღდგომიდან მე-40 დღეს. საოცარი სიტყვები წერია სახარებაში: მოციქულენი დაბრუნდნენ „სიხარულითა დიდითა“, იმიტომ რომ უფალმა აღუთქვა მათ: „მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“. ე.ი. უფალი ჩვენთანაა და ჩვენ ეს გვაძლევს იმედს, რომ უფალი მუდამ იქნება ჩვენთან და არასდროს მიგვატოვებს!

უფალი განსაკუთრებით არის მასთან, ვისაც განსაკუთრებით უჭირს და უფალს სასოებს, რომელიც არის ტვირთმძიმე - ატარებს უმძიმეს ჯვარს. და უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს, იგივე უფალი შეეწევა ადამიანს ამ ჯვრის ტვირთვაში. სწორედ ასეთი მტვირთმძიმე ადამიანები არიან ფერეიდანში მცხოვრები ქართველები.

თქვენ იცით, თუ როგორ მოხვდნენ ფერეიდანში ჩვენი თანამემამულენი. ისინი 400 წლის წინ ტყვედ წაასხა შახაბაზმა ირა
ნში და ამ 400 წლის მანძილზე, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილებმა, მაშინ შეინარჩუნეს ქართული ენა და შინაგანად მამა-პაპის სარწმუნოებაც შეინარჩუნეს. მე ეს განსაკუთრებით მაშინ შევიგრძენი, როდესაც ფერეიდანში ვინახულე ისინი. ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო. ჩვენ სულ მცირე ხნით, რაღაც ორი საათით, შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო დაუვიწყარი ორი საათი! უნდა ითქვას, რომ იქ საუბარი არც იყო საჭირო, ერთმანეთის ისედაც მშვენივრად გვესმოდა. ვუყურებდით ერთმანეთს და სიხარულითა და ტკივილით აღვსილნი ისინიც ტიროდნენ და ჩვენც არასდროს დამავიწყდება ის დღე!

ახლა ამ წმინდა ტაძარში ჩვენ შორის არიან ფერეიდნელებიც. მინდა დავლოცო ისინი, რომელნიც დაუბრუნდნენ სამშობლოს, მაგრამ ჩემი ფიქრი და ჩემი დარდი არის უფრო იმათკენ მიმართული, ვინც იქ დარჩა. ფერეიდნელები ამბობენ, - ვინც ცისარტყელის ქვეშ გაივლის, სამშობლოში დაბრუნდებაო. კვლავ უფლის იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველა ფერეიდნელი გაივლის ცისარტყელის ქვეშ!

შინ დაბრუნებულ ფერეიდნელებს გილოცავთ მშობლიურ სახლში დამკვიდრებას და შევთხოვ უფალს, რომ სხვებიც დაურუნდნენ სამშობლოს!


ღმერთმა დაგლოცოთ!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და მთელ საქართველოში, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2007 წ

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq