საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მცხეთის ჯვრის დღესასწაული

მცხეთის ჯვრის დღესასწაული სულთმოფენობის პირველ ორშაბათს აღინიშნება და თავისი მადლმოსილებით უტოლდება იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების უდიდეს დღესასწაულს. სულთმოფენობიდან პირველ ოთხშაბათ დღეს აღსრულდა ჯვრის გამოჩინება ამჯერად მცხეთაში, ჯვრის თავზე, და რადგანაც ეს გამოცხადება ყველა გამოცხადებაზე ზეაღმატებული, ოთხშაბათს მოხდა, სწორედ კვირის ეს დღე დაამკვიდრა საქართველოს ეკლესიამ ჯვრის გამოჩინების დღესასწაულად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მცხეთის ჯვრის გამოჩინების მივიწყებული დღესასწაული - 2007 წელს აღადგინა. დღესასწაული სულთმოფენობის შემდეგ პირველ ოთხშაბათს აღინიშნება.

რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიას, ის ქართლის ერისთავმა გუარამ დიდმა მცხეთის ახლოს მთაზე ააგო.

არსებობს მოსაზრება, რომ გუარამი უნდა იყოს VI საუკუნის 70-იან წლებში ირანის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების მეთაური გურგენი (გურგენის აჯანყება VI საუკუნის 70-იანი წლებისა). ჯუანშერის ცნობით, გუარამი იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი, რომელსაც ქართლის ერისთავების თხოვნით ბიზანტიის კეისარმა კურაპალატობა მიანიჭა და ქართლის მეფედ დანიშნა. "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ცნობით, გუარამი ქართლის ერისთავებმა აირჩიეს ერისმთავრად: „ნელად-რე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ დ

იდი...“ „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთას“  ავტრი, სუმბატ დავითის ძე გუარამს თვლის ქართველ ბაგრატიონთა მამათავრად. 

ტაძრის ადგილზე იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ იქამდე ორი საუკუნით ადრე აღმართა. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფრო და უფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა გადაწყვიტა, მის გვერდით დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი აეგო, რომელიც ფეოდალური ხანის მოთხოვნილებებს უფრო შეეფერებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მცხეთის ჯვრის დიდ ეკლესიას. ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია და არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია. ჯვარი ტეტრაქონის ოთხ აფსიდიანი გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის ფასადთა გაფორმებაშიც რელიეფურ ქანდაკებებს არსებითი ადგილი უკავია.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჯვრის მონასტერში ღვთისმსახურება 1989 წლის იანვრიდან აღდგა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq