საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი

 17 (30) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  წმიდა მოწამეთა მანუელის, საბაილის და ისმაილის   (+362)  ხსენების დღეს. 

წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი სპარსელ დიდგვაროვანთა წრეს მიეკუთვნებოდნენ. წარმართი მამისგან განსხვავებით, მათი დედა კეთილმსახური ქრისტიანი იყო. მან მონათლა და მაცხოვრის მხურვალე სასოებით აღზარდა შვილები.

როცა დავაჟკაცდნენ, ძმები სამხედრო სამსახურში ჩადგნენ. სპარსეთის მეფემ, ალამუნდარმა იმპერატორ იულიანე განდგომილთან (361-363) საზავო ხელშეკრულების დასადებად გაგზავნა ისინი. იულიანემ შესაფერისი პატივით მიიღო ელჩები, მაგრამ როცა მათ წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს, განრისხებულმა თვითმპყრობელმა დაარღვია კანონი და უცხო ქვეყნის დესპანები ავაზაკებივით საპყრობილეში ჩაყარა. დაკითხვაზე იულიანემ ძმებს უთხრა, თუ თქვენ წარმართული ღვთაებები გძულთ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანხმობის მიღწევა შეუძლებელიაო. წმიდანებმა უპასუხეს, რომ ისინი მეფემ სახელმწიფო დავალებით გამოგზავნა და არა ღმერთებზე სასაუბროდ. როცა ელჩების რწმენის სიმტკიცე იხილა, იმპერატორმა მათი სასტიკი წამების განკარგულება გასცა. ბოლოს, ქრისტეს ტარიგებს თავები მოჰკვეთეს. იულიანემ ბრძანა, დაეწვათ მათი ნეშტი, მაგრამ უეცრად ქვეყანა შეირყა, მიწა დასკდა და წმიდა ცხედრები თან ჩაიტანა. ორი დღის შემდეგ ქრისტიანთა

გულმხურვალე ლოცვით დედამიწამ უკან გამოაბრუნა ნეტარი ძმების სხეულები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ. ამ სასწაულის მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მანუელის, საბაილისა და ისმაილის უხრწნელი ნაწილები. ეს მოხდა 362 წელს. ამ დროიდან მოყოლებული მათ საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა. 

როცა მეფე ალამუნდარმა შეიტყო, რომ იულიანემ მისი ელჩები დახოცა, ახლა კი სპარსეთთან საომრად მოეშურებოდა, აღდგა ქვეყნის დასაცავად - ცხარე ბრძოლა ბერძნების დამარცხებით დამთავრდა. სისხლისღვრას თავად უსჯულო იმპერატორიც შეეწირა - იგი დიდმოწამე მერკურის (ხს. 24 ნოემბერს) მახვილით განიგმირა.

30 წლის შემდეგ კეთილმსახურმა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (+395) კონსტანტინეპოლში წმიდა მოწამეების მანუელის, საბაილისა და ისმაილის სახელობის ტაძარი ააგო, კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა გერმანემ კი, მაშინ მღვდელ-მონაზონმა (ხს. 12 მაისს), მარტვილთა სადიდებელი კანონიც შექმნა. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404) (ხსენება 29 ივნისს) წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს.
გლახაკთა დამპურებელი საკვირველთმოქმედი – წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი - ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425), რომლის ხსენებაც არის 29 ივნისს, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი. ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი ბერელი ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
gaq