საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამე თეოდოტია

 7 (30) სექტემბერს აღინიშნება ხსენება  წმიდა მოწამე თეოდოტიასი (+დაახლ. 230). 

წმიდა მოწამე თეოდოტია, წარმოშობით კაბადოკიელი, ქალაქ ნიკეაში ეწამა იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის (222-235) დროს. როცა კაბადოკიის მმართველად ვინმე სიმბლიკიოსი დანიშნეს, მას მოახსენეს, რომ მდიდარი ქალბატონი თეოდოტია ქრისტეს აღიარებდა. მმართველმა თავისთან მოუხმო მაცხოვრის მსასოებელს და დიდხანს ეცადა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან მის გადადრეკას. უსჯულო ხელისუფალი მალე დარწმუნდა, რომ ვერანაირი შეგონება ნაყოფს ვერ გამოიღებდა და მხნე აღმსარებელი ჯალათებს გადასცა. თეოდოტია დაკიდეს, სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

რვა დღის შემდეგ, როცა წმიდანი ხელახლა გაიყვანეს საწამებლად, მას გადატანილი სატანჯველების კვალი ოდნავღა აჩნდა. სიმბლიკიოსის ბრძანებით გახურებულ ქურაში შეაგდეს მოწამე.

რამდენიმე ხნის შემდეგ ქურუმებმა გააღეს ღუმელი, რომ მოწამის ფერფლი გაეფანტათ, მაგრამ ცეცხლმა შთანთქა უსჯულოები, გადარჩენილებმა კი სრულიად უვნებელი თეოდოტია იხილეს. მარტვილის მოუდრეკლობა არ ასვენებდა სიმბლიკიოსს. იგი ბიზანტიონში გაემგზავრა, მობრუნებულზე კი ანკვირიაში გაჩერდა და ბრძანა, კვლავ მიეგვარათ მისთვის თეოდოტია. სიმბლიკიოსის განკარგულებით იგი მაშინვე გახურებულ რკინაზე დააგდეს, მაგრამ უფლის რჩეული ისევ უვნებელი დარჩა. მაშინ უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ნეტარი ქალაქ ნიკეაში გადაეყვანათ - იმედოვნებდა, რომ წარმართულ ტაძარში მსხვერპლის შეწირვაზე მის დაყოლიებას მოახერხებდა; მაგრამ თეოდოტიას ლოცვით კერპები ბომონებიდან ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. გააფთრებულმა სიმბლიკიოსმა ბრძანა, თეოდოტიასთვის თავი მოეკვეთათ.

მისი ცხედარი ნიკეის ეპისკოპოსმა, სოფრონმა მიაბარა მიწას. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq