საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მღვდელმოწამენი: იპატი ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი (+დაახლ. 730-735)

 

21 სექტემბერს (4 ოქტომბერს) აღინიშნება  მღვდელმოწამენი: იპატი ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესის (+დაახლ. 730-735) ხსწნების დღე.

მღვდელმოწამენი: იპატი, ეფესოს ეპისკოპოსი და ანდრია ხუცესი VIII საუკუნეში ეწამნენ ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. სიყმაწვილეში წმინდანები ერთად სწავლობდნენ მონასტერში. შემდეგ იპატი ბერად აღიკვეცა, ანდრია კი ხუცესად იკურთხა და გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს ქრისტიანულ სარწმუნოებაში.

როცა ლეონ ისავრიელის დროს ხატთაყვანისმცემელთა დევნა დაიწყეს, წმიდა იპატი და ანდრია მტკიცედ აღდგნენ ხატთაყვანისცემის დასაცავად. იმპერატორმა, რომელსაც სურდა, გადაებირებინა წმიდანები, ხატთაყვანისცემის შესახებ დისპუტი მოაწყო. იპატიმ და ანდრიამ შეძლეს, დამაჯერებლად დაეცვათ ხატების მართლმადიდებლური თაყვანისცემა. მარტვილები შეიპყრეს და დიდხანს საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული - იმედოვნებდნენ, რომ ასე მაინც შეაცვლევინებდნენ აზრს, მაგრამ უფლის რჩეულები არ მოტყდნენ. მაშინ უღმრთო თვითმპყრობელმა წმიდანთა წამება ბრძანა. ბოლოს მარტვილები მეფის ბრძანებით ქალაქში ათრიეს ყველას დასაცინად, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს (+დაახლ. 730-735).

წმიდა იპატისა და ანდრიას ცხედრები უღმრთოებმა ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მორწმუნეებმა პატივით წააბრძანეს ისინი და მიწას მიაბარეს. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი,

2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი სერგი და ბაქოსი (+290-303)
7 (20) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა სერგის და ბაქოსის (+290-303) ხსენების დღე.
წმიდა დიონისე არეოპაგელი და სვიმეონ ნიგერი (I)
4 (17) იანვარს აღინიშნება წმიდა დიონისე არეოპაგელის და სვიმეონ ნიგერის (I) ხსენების დღე.
gaq