საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესნი, პეტრე და ანტონინე (IX)

 23 სექტემბერი (6 ოქტომბერი)

წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესი, პეტრე და ანტონინე აფრიკაში ეწამნენ მრისხანე იბრაჰიმის მმართველობის დროს. იბრაჰიმმა სიცილიის ქალაქ სირაკუზის აღებისა და მოოხრების შემდეგ ტყვედ ჩაიგდო იოანე და მისი ორი ძე, პეტრე და ანტონინე, რომლებიც იძულებით განსწავლა არაბულ ენასა და მეცნიერებებში. როცა ჭაბუკები წამოიზარდნენ, სიბრძნისა და კეთილმსახური ცხოვრების გამო მმართველმა იმდენად შეიყვარა ისინი, რომ ანტონინე თავის ნათესავად გამოაცხადა, პეტრე კი მსახურთუხუცესად დაადგინა.

როცა იბრაჰიმმა გაიგო, რომ ყმაწვილები ფარული ქრისტიანები იყვნენ, იგი ენით აღუწერელმა მრისხანებამ შეიპყრო და ბრძანა, რკინის ხუნდებით შეებორკათ და დაუნდობლად ეგვემათ უფლის რჩეულები. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ანტონინე ვირზე შესვეს, ქამრებით დააკრეს ზედ და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით შემოატარეს ქალაქი. მარტვილი მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფას და მადლობას სწირავდა უფალს. საშინლად ნაგვემი წმიდა პეტრე საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველმა ბრძანება გასცა, მოეყვანათ მოწამეთა მამა - იოანე. უსჯულო იბრაჰიმმა მას ყელში მახვილი ჩასცა. მშობლის ცხედარი შვილებს მიუგდეს, შემდეგ კი ისინიც გამოასალმეს სიცოცხლეს, დიდი კოცონი დააგზნეს და მარტვილთა ცხედრები დაწვეს. 

მათ მოძღვარს, წმიდა ბერ ანდრიას მტარვალი დიდხანს შიმშილით ტანჯავდა, შემდეგ კი შუბი აძგერა მკერდში. როცა მოწამემ უფლისადმი სამადლობელი აღავლინა, იბრაჰიმმა ხელმეორედ დაჰკრა, ბოლოს კი სისხლისაგან თითქმის მთლად დაწრეტილს, ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს (+867-886). 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq