საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი (V)

25 სექტემბერს (8 ოქტომბერს) აღინიშნება ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელის (V) ხსენების დღე. 

ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი V საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ალექსანდრიაში. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი მშობლების ერთადერთი ასული იყო. ქალწულს დედა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდის მთელი სიმძიმე მამას - პაფნუტის დააწვა. ღრმადმორწმუნე, კეთილმსახური ქრისტიანი - პაფნუტი ხშირად დადიოდა ხოლმე მონასტერში და სულიერებაში მეტად წარმატებულ მის იღუმენს რჩევა-დარიგებებს ეკითხებოდა. როცა ევფროსინეს თვრამეტი წელი შეუსრულდა, მამამ მისი გათხოვება გადაწყვიტა და კვლავ სავანეს მიაშურა, რომ წმიდა ბერისგან კურთხევა ეთხოვა ასულის ქორწინებაზე. წინასწარცნობის მადლით დაჯილდოებული მოსაგრე გაესაუბრა ევფროსინეს და ასე დალოცა: „ღმერთმან უმჯობესი სულისა შენისაჲ ყავნ, შვილო, და შიშისა მისისა მიმართ განგამტკიცენ და ღირს-გყვენ განმზადებულთა კეთილთა სათნოთა მისთათჳს“.

ქალწულმა ღვთის განგებულებით უდაბნოდან ალექსანდრიაში ჩასული ერთი ბერის მიერ ფარულად შეიმოსა მონაზვნური სქიმა, მაგრამ შიშობდა, რომ დედათა მონასტერში მამა მიაგნებდა, ამიტომ ბერ იზმარაგდის სახელით მამათა სავანეს მიაშურა. იღუმენმა ახალმოსული „საღმრთოთა შინა ბრძენ“ და უვნებლობას მიწევნულ მამა აღაპის მორჩილებაში განაწესა. მოძღვარმა ევფროსინეს უბრძანა, სენაკში დაყუდებით ეღვაწა. მასთან მისვლის ნება მხოლოდ მამა აღაპის ჰქონდა. წმიდანი კიდევ უფ

სიუჭეტები წმინდა ევფროსინეს ცხოვრებიდან
რო ფიცხელ ღვაწლს შეუდგა: „შრომათა შრომანი და მარხვასა მარხვაჲ და პირველთა მღჳძარებათა უმეტესნი მღჳძარებანი დასძინნა“.

ევფროსინეს მამას - პაფნუტის თავზარი დასცა ასულის გაუჩინარებამ. დიდხანს ამაოდ ეძია შვილი. მწუხარებით შეპყრობილმა, მოუხშირა მონასტერში სიარულს. აქ იგი იღუმენთან და ბერებთან საუბარში პოულობდა ნუგეშს. წმიდანმა საიდუმლო მშობელს მხოლოდ მიცვალების წინ გაუმჟღავნა.

წმიდა დედა პატივით დაფლეს მამათა სასაფლაოზე. მის სენაკში კი დამკვიდრდა მამამისი - პაფნუტი, რომელმაც მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიებს დაურიგა და დიდხანს მოსაგრეობდა საცხოვნებელი მადლის მოსაგებად.

ნეტარი ევფროსინე 16 თებერვალსაც იხსენიება მამასთან - წმიდა პაფნუტისთან ერთად (იხილეთ 16 თებერვლის საკითხავი). 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq