საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია (IV)
დადა, გავედაი, კაზდოია და გარგალი (ყოფილი მოგვი, რომელიც გაქრისტიანდა, იხილა რა გავედაის თავზე აღსრულებული სასწაულები)

 

29 სექტემბერს (12 ოქტომბერს) აღინიშნება  წმიდა მოწამეთა: დადას, გავედაის და კაზდოიას (IV) ხსენების დღე.

წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია სპარსეთის მეფემ, საპორმა აწამა ქრისტესთვის. დადა საპორის პირველი კარისკაცი იყო, გავედაი და კაზდოია კი - მრისხანე თვითმპყრობლის ღვიძლი შვილები. მეფემ არაფერი იცოდა დადას ქრისტიანობის შესახებ და სპარსეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნა იგი, მაგრამ როგორც კი შეიტყო ნეტარის აღმსარებლობა, ყოველგვარი პატივი აჰყარა და სასტიკი მტარვალის, ანდრომელიქის სამსჯავროზე წარადგინა. წმიდანს დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა კოცონს მიუახლოვდა, დადამ პირჯვარი გადაისახა და ცეცხლი ჩაქრა. ამ სასწაულით შეძრულმა მეფისწულმა გავედაიმ საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. მსაჯულმა ამის შესახებ მეფეს მოახსენა, მან კი ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი.

ტანჯვათა შორის გავედაის უფლის ანგელოზი ნუგეშინისცემდა, წყლულებს უმთელებდა და ძალებს უცხოველებდა. წმიდანის საკვირველი კურნებების მოწმე მრავალი ტუსაღი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა და მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. გავედაის დამ, მეფის ასულმა კაზდოიამ საპყრობილეში ფარულად მოინახულა ძმა. იგი დაესწრო გავედაის მორიგ წამებასაც. ჯალათებმა ჯვარზე დაკიდეს მარტვილი და ისრები დააყარეს, მაგრამ ისინი წმიდანის სხეულიდან სხლტებოდა და თავად უღმრთოებს უბრუნდებოდა. მოწამემ დას მოჰკრა თვალი და შეაგონა, ერწმუნა განკაცებული მაცხოვარი. კაზდოიამაც ქრისტიანად აღიარა თავი და მამის ბრძანებით იმავე საკანში გამოამწყვდიეს, სადაც მისი ძმა იტანჯებოდა. თავად გავედაი მეორე დღეს კვლავ გაიყვანეს საწამებლად.

მტარვალმა ბრძანა, მახვილებით განეგმირათ მოწამე და მან რამდენიმე საათში ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ღვთის სათნომყოფლის წმიდა ცხედარი სამად დაჭრეს. ხუცებმა: დადიმ, ავდიუსმა და დიაკონმა არმაზათმა წააბრძანეს წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. ქრისტიანებმა წმიდა დადას დაჩეხილი ცხედარიც იპოვეს და ისიც კრძალვით მიაბარეს მიწას. შუაღამისას ხუცეს დადის ნეტარი გავედაი გამოეცხადა, მირონის ჭურჭელი გადასცა და წმიდა კაზდოიას მოსანათლად და საზიარებლად გაგზავნა. დადამ შეასრულა ზეგარდმო მიღებული ბრძანება, შემდეგ კი ქრისტეს მხევალს მიმართა: „მიიძინე, დაო, უფლის მოსვლამდე!“ და კაზდოიაც მშვიდად მიიცვალა. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-17
დიდმოწამისა ბარბარესი და მოწამისა იულიანასი (დაახ. 306); ღირსისა იოანე დამასკელისა, ოქრონეკტრად სახელდებულისა (დაახ. 780); ღირსისა იოანესი, პოლივოტელი ეპისკოპოსისა (VIII).
ღირსი იოანე დამასკელი (VIII)
4 (17) დეკემბერი
ღირსი იოანე პოლივოტელი ეპისკოპოსი (VIII)
ღირსი იოანე პოლივოტელი, ვისი ხსენების დღეც არის 17 დეკემბერს, სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.
gaq