საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მიხეილი - კიევის პირველი მიტროპოლიტი (+992)

 30 სექტემბერს (13 ოქტომბერს) აღინიშნება  წმიდა მიხეილი - კიევისპირველი  მიტროპოლიტის (+992) ხსენების დღე. 

წმიდა მიხეილი - კიევის პირველი მიტროპოლიტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიკოლოზ ქრიზოვერგმა გაგზავნა რუსეთში საეკლესიო საქმეთა მოსაწყობად. ერთი ცნობით, იგი მღვდელმსახურთა დასთან ერთად მოციქულთასწორი ვლადიმირის (ხს. 15 ივლისს) საცოლეს, მეფისწულ ანას ჩაჰყვა საბერძნეთიდან 988 წელს. სხვა ცნობით კი ვლადიმირის ნათლისღებიდან ერთი წლის შემდეგ, 989 წელს ჩავიდა თავრიდის ხერსონესის (თანამედროვე ყირიმის) დედაქალაქ კორსუნში (ხერსონში), კიევში გაემგზავრა წმიდა მთავართან ერთად, მონათლა მისი თორმეტი ძე და კიევის მთელი მოსახლეობა.

აქედან მოყოლებული სიკვდილის დღემდე წმიდა მღვდელმთავარი მოციქულებრივი შურით იღვწოდა რუსეთის ახალნერგი ეკლესიის ასაღორძინებლად. წმიდა მიხეილმა 992 წელს შეჰვედრა სული უფალს და პატივით დაკრძალეს კიევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დაახლოებით 1103 წელს. იღუმენ თეოქტისტეს დროს მისი უხრწნელი ნაწილები ანტონის მღვიმეებში გადააბრძანეს, 1730 წლის 1 ოქტომბერს კი - პეჩორის მიძინების ტაძარში (სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით იხსენიებაიგი 30 სექტემბერს). ცნობები ღირსი მამის შესახებ 15 ივნისის, მისი მიცვალების დღის საკითხავშიცაა მოთავსებული. 

წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

2018-06-23
ღირ. თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილი, 1936); მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსელი ეპისკოპოსისა (351-363); მოწამეთა: ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (დაახ. 313); ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა (363); წმ. ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსისა (409).
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
gaq