საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)

 1 (14) ოქტომბერი

ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი დაიბადა სირიის ქალაქ ემესაში, V საუკუნეში. ემესიდან ნეტარი კონსტანტინოპოლში გადავიდა და წმიდა სოფიას ტაძარში მნათედ დაიწყო მსახურება. წმიდანი უწიგნური იყო, მედავითნეობა და გალობა არ შეეძლო, მაგრამ საოცარი კეთილმსახურებით ცხოვრობდა. ამის გამო მან პატრიარქ ექვთიმეს ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა, რამაც სხვა ღვთისმსახურები შურით აღავსო. ერთხელ, ქრისტეშობის წინა საღამოს, როცა ტაძარში იმპერატორიც ბრძანდებოდა, მგალობლებმა რომანოზი ძალით აიყვანეს ამბიონზე და გალობა აიძულეს, შემდეგ კი სიცილი დააყარეს. რა თქმა უნდა, წმიდა რომანოზის გალობა არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, რამაც ყველაზე მეტად თვით წმიდანს ატკინა გული. ღვთისმსახურების ბოლოს წმიდა რომანოზი ქვითინით დაემხო ღვთის-მშობლის ხატის წინაშე და მხურვალედ ილოცა. იმავე ღამით ნეტარს ძილში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, გრაგნილი (ბერძნულად - კონდაკიონი) გაუწოდა და უბრძანა, შეეჭამა. ასე მიემადლა მას ზეგარდამო გულისხმისყოფა და საგალობლების შექმნისა და შესრულების ნიჭი. იმავე დღეს, ღამისთევის ლოცვებზე წმიდანმა საკვირველი ხმით იგალობა თავისი პირველი საგალობელი ღვთისმშობლის მიერ გამოცხადებით მიცემული კონდაკიდან: „დღეს ქალწული უზესთაესს შობს“. რომანოზის სხვა საგალობლებსაც კონდაკები უწოდეს. ნეტარს ეკუთვნის პირველი იკოსებიც - საგალობლები, რომლებსაც მღვიძარების ჟამს თხზავდა თავ

ის ვანში (ბერძნულად - იკოსში). დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფლის რჩეულს დიაკვნად დაასხეს ხელი და გალობის მასწავლებლად დაადგინეს. მან შექმნა ათასამდე საგალობელი, რომელთაგან ბევრი დღესაც ჩართულია ღვთისმსახურებაში. ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი 556 წელს გარდაიცვალა. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ 

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq