საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოციქული ანანია, სამოცდაათთაგანი (I)

 

1 (14) ოქტომბერი

წმიდა მოციქული ანანია, ქალაქ დამასკოს ეპისკოპოსი, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. ღვთის ბრძანებით, სწორედ მან მონათლა ქრისტიანთა მდევნელი სავლე, მომავალი პავლე მოციქული (საქმე, 9, 10-19). განსაცდელების მიუხედავად, ანანია გაბედულად და აშკარად ქადაგებდა ქრისტიანობას იუდეველებსა და წარმართებს შორის. დამასკოდან იგი ელეფთეროპოლში გადავიდა სახარების სწავლებით და იქ მრავალი სნეული განკურნა. ქალაქის თავი, ლუკიანე შეეცადა, წმიდანი კერპების-თვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ჯალათებმა მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქრისტეს მხნე აღმსარებელი. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს. ანანიამ თავისი მკვლელებისათვის ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს (I ს.). მოგვიანებით მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდანი ბარსისე და ევლოგი - ედესელი ეპისკოპოსნი და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი (IV)
25 (07.09) აგვისტო
წმიდა მოციქული ტიტე
7 სექტემბერს არის ხსენება მოციქული ტიტესი, სამოცდაათთაგანისა. იგი კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან.
gaq