საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი (+936)

 2 (15) ოქტომბერს აღინიშნება ნეტარი ანდრიას, ქრისტესთვის სალოსის (+936) ხსენების დღე.

ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი სლავი იყო. ადრეულ სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განსწავლა. ნეტარს უყვარდა ქრისტე, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა, ხშირად ლოცულობდა და სულის ცხონებაზე ფიქრობდა. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდათა ცხოვრებებს და ბოლოს მათი მიბაძვის სურვილით აღენთო. ერთხელ სიზმრისეული ჩვენებით ანდრიამ იხილა ორი ლაშქარი: ერთი - ნათელმოსილი ჭაბუკებისა, მეორე კი - კუპრივით შავი, საზარელი ეშმაკებისა. უფლის ანგელოზმა, რომელსაც ხელში საკვირველი გვირგვინები ეპყრა, წმიდანს უთხრა: „ეს გვირგვინები ამსოფლიური სამკაული კი არა, ზეციური საუნჯეა. უფალი მათ შავბნელი მხედრობის დამთრგუნველებს ანიჭებს“, შემდეგ კი უბრძანა: „შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში“.

ამ დღიდან მოყოლებული ანდრიამ შეშლილივით ძონძებით დაიწყო სიარული ქალაქის ქუჩებში. ღამით ლოცვად დამდგარი სალოსი უფალს ავედრებდა საკუთარ თავს, თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ასე განვლო მრავალმა წელმა. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის თავის რჩეულს წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის მადლი გარდამოუვლინა.

ამ დროს ქალაქში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარებას შეეპყრო. იგი ბაზრის მახლობლად დამკვიდრებულიყო იმ იმედით, რომ სავაჭროდ გამოსული სულიერი შვილები მასთან ხელცარიელები არ მოვიდოდნენ. ღმერთმა ქრისტესთვის სულელს გაუცხადა ამ მამის ჭეშმარიტი სახე: დაანახა საზარელი გველი, რომელიც მას ყელზე შემოხვეოდა. მწუხარებით შეპყრობილი წმიდანი მცირე ხნის შემდეგ მდაბლად მიეახლა ბერს, სიყვარულით ამხილა და უთხრა: „შენს სულს სერაფიმივით ფრთები ჰქონდა - ბოროტს რად მოაკვეცინე, ანგელოზის ხატი გემოსა, რად მიემსგავსე ეშმაკს, რისთვის აგროვებ საგანძურს, განა მასთან დაიმარხები? სულიერი შვილებისგან დაუცხრომლად რომ კრებ ვერცხლს და ხარობ, თავზე მათ ცოდვებს იგროვებ. ასეთი მძიმე ტვირთით როგორ წარსდგები ქრისტეს წინაშე? დაურიგე შენი საუნჯე გლახაკებს, ობლებს, ქვრივებსა და მწირებს, თორემ დაიღუპები. ხედავ დემონს?“ ამ სიტყვებზე ბერს სულიერი თვალები აეხილა და დაინახა ოთახის კუთხეში მდგარი მხეცისმაგვარი შავი გოლიათი, კბილებს რომ აღრჭენდა. ბერი შიშისაგან ათრთოლდა და ძლივსღა ამოთქვა: ამიერიდან მხოლოდ უფლის მცნებებით ვიცხოვრებო.

მ სიტყვების წარმოთქმისთანავე აღმოსავლეთით ელვა გაიკლაკნა, ბოროტი სული გაქრა და ბერს მომღიმარე ანგელოზი მიეახლა. წმიდანმა პირუთვნელი მხილებით კიდევ მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული იხსნა დაღუპვისაგან. ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღირსი შეიქნა საკუთარი თვალებით ეხილა ღვთისმშობელი, რომელმაც თავისი თავსაბური გადააფარა იქ შემოკრებილ მლოცველებს (იხ. 1 ოქტომბრის საკითხავი). უფლის რჩეული 936 წელს გარდაიცვალა. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ 


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq