საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდანი შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქოსი, მარტინიანე, დიონისე, ანტონინე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და იოანე (+დაახლ. 250)

22 ოქტომბერს (3 ნემბერს) აღინიშნება წმიდა შვიდნ ეფესელნი ყრმის:  მაქსიმილიანეს, იამბლიქოსის, მარტინიანეს, დიონისეს, ანტონინეს,  ექსაკუსტოდიანეს (კონსტანტინეს) და იოანეს (+დაახლ. 250) ხსენების დღე.

წმიდანი შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქოსი, მარტინიანე, დიონისე, ანტონინე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და იოანე ცხოვრობდნენ ქალაქ ეფესოში. დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანების დევნისას მათ ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს შეაფარეს თავი, რომ ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. გამოქვაბულის შესასვლელი იმპერატორმა ქვებით ამოაქოლვინა, უფლის რჩეულებს კი მიეძინათ. ასსამოცდაათზე მეტი წლის შემდეგ, კეთილმსახური იმპერატორის, თეოდოსი მცირის (408-450) ზეობისას, ღვთის განგებით, მღვიმე გაიხსნა და საკვირველი სასწაული აღესრულა: იმ მწვალებელთა სამხილებლად, რომლებიც მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ, ეფესელმა ყრმებმა გამოიღვიძეს (მათი ცხოვრება ვრცლად 4 აგვისტოს საკითხავშია მოთავსებული). ერთი ცნობით, წმიდანებმა პირველად 4 აგვისტოს მიიძინეს და 22 ოქტომბერს გამოიღვიძეს, სხვა გადმოცემით, 22 აგვისტო მათი მეორედ მიძინების დღეა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.



მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq