საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მღვდელმთავარი პეტრე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი (+1326)


21 (3.01) დეკემბერს აღინიშნება მღვდელმთავარ პეტრეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, საკვირველთმოქმედის (+1326) ხსენების დღე. 

მღვდელმთავარი პეტრე, მოსკოვის მიტროპოლიტი ვოლინში დაიბადა, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. წმიდანის დედას სიზმრისეული ჩვენებით ძის დაბადებამდე ეუწყა მისი ღვთივრჩეულობა. პეტრე გულისხმიერი ყმაწვილი გამოდგა: წარმატებით ითვისებდა მწიგნობრულ სიბრძნეს, თორმეტი წლისამ, ღვთის სიყვარულით აღძრულმა, მონასტერს მიაშურა. ნეტარი გულმოდგინედ აღასრულებდა ყოველგვარ მორჩილებას, დიდ დროს უთმობდა წმიდა წერილის შესწავლას და ხატწერასაც ეუფლებოდა. პეტრეს შექმნილ ხატებს სავანის ძმებსა და მის მოსალოცად ჩასულ ქრისტიანებს ურიგებდნენ. ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის იღუმენმა წმიდანს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მრავალწლიანი დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეულმა განმარტოებულ მოღვაწეობაზე აიღო კურთხევა, სავანე დატოვა, მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დამკვიდრდა. შემდგომში აქ თანდათან მომრავლებული ბერებისთვის მან დააარსა სავანე და მაცხოვრის სახელობის ტაძარიც ააგო. იღუმენად დადგენილი პეტრე ბრძნულად მოძღვრავდა სულიერ შვილებს, წმიდა მამას მალე შორს გაუვარდა სახელი. 

1308 წელს, ღვთის ნებით, პეტრე კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად იქნა დადგენილი. მღვდელმთავრობის პირველ წლებში მას ძალიან გაუჭირდა: თათართაგან დაპყრობილ ქვეყანაში მყარი წესრიგი არ არსებობდა, რის გამოც ხშირად უხდებოდა ადგილსამყოფლის ცვლა. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო წმიდანის ღვაწლი სახელმწიფოში ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ზნეობის განსამტკიცებლად. 

1325 წელს მღვდელმთავარმა სამიტროპოლიტო კათედრა ვლადიმირიდან მოსკოვში გადაიტანა. უფლის რჩეულის კურთხევით მოსკოვის კრემლში საფუძველი ჩაეყარა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მშენებლობას. ნეტარმა თავისი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა, საკუთარი ხელით გაითხარა სამარე და 1326 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიცოცხლეშივე საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა მღვდელმთავარი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებდა. 1339 წელს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 

წმიდა პეტრე 5 ოქტომბერსაც იხსენიება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის სხვა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავრებთან ერთად (იხ. ამ დღის საკითხავი). „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq