საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა

ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა დაიბადა თბილისში, მდიდარი ლიტერატურული ტრადიციების მქონე ოჯახში, 1842 წლის 25 აგვისტოს. შვიდი წლის გოგონა მადამ ფავრის პანსიონში მიაბარეს. ეს პანსიონი ქალთა ინსტიტუტში შესვლის წინა საფეხური იყო.
ანასტასიას ბუნება ვერ ურიგდებოდა პანსიონს, რომელიც ქალიშვილთა სულიერ სამყაროს მნიშვნელოვნად ზღუდავდა, მხოლოდ დიასახლისობისა და მამაკაცთა მორჩილებისთვის ზრდიდა, მაგრამ მისი დამთავრება აუცილებელი იყო, ანასტასიამ ქედმოუხრელად გაიარა პანსიონის კურსი და სწავლა განაგრძო კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში, რომელიც 1865 წელს დაამთავრა.
ინსტიტუტში სწავლის პარალელურად ანასტასია ოჯახში ეუფლება გერმანულ ენას, მუსიკას, ხოლო 1875 წელს მიემგზავრება ევროპაში (შვეიცარია, საფრანგეთი), ეცნობა კულტურას, მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს და ფრიად განსწავლული ბრუნდება სამშობლოში.
ქართველ საზოგადოებრიობას ანასტასია წარუდგა ვალტერ სკოტის “ირლანდიელი ქვრივის” თარგმანით, რომელიც გაზეთ “დროებაში” დაიბეჭდა 1879 წელს. ანასტასიამ გამოსცა ლამაზად გაფორმებული საბავშვო წიგნები “მოლაღური”, “ხუთი ამბავი”, “ხატაური”. თარგმნა “რობინზონ კრუზო”, “ტახტის მემკვიდრე”, “მათხოვარი”, ლანშის კომედია “ბაქი-ბუქი” და სხვა.
ანასტასია თუმანიშვილის სამწერლო და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში, ფაქტიურად, სათაკილოდ ითვლებოდა ქალიშვილის მუშაობა საზოგადოებრივ სარბიელზე. მიუხედავად ტრადიციებისა, ანასტასიამ 1872 წელს, დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილებთან ერთად შეადგინა ე. წ. “ქალიშვილთა წრე”, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი ქალის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანას. შემდგომში ამ წრეს მიემხრო ცნობილი მწერალი ეკატერინე გაბაშვილი.
1886 წელს ანასტასიას ინიციატივით დაარსდა “მასწავლებელ ქალთა საზოგადოება”, რომლის უცვლელ თავმჯდომარედ იყო იგი 33 წლის განმავლობაში. საზოგადოება აერთიანებდა პედაგოგებს, ექიმებს, იურისტებს, მწერლებს. საზოგადოების წევრები მასწავლებელ ქალებს უკითხავდნენ ლექციებს აღზრდისა და საყოფაცხოვრებო თემებზე, ეხმარებოდნენ მატერიალურად.
1889 წლის 3 ოქტომბერს ბეჭდვითი საქმის მთავარმა სამმართველომ ნება დართო ან. თუმანიშვილს ჟურნალ “ჯეჯილის” გამოცემისა; დამტკიცდა მისი პროგრამაც. ჟურნალის სახელწოდება “ჯეჯილი” მომავალ რედაქტორს იაკობ გოგებაშვილმა შესთავაზა. ანასტასიამ მალე გარშემო შემოიკრიბა მწერლები, პედაგოგები: ა. მესხი, ეკ. გაბაშვილი, ისტორიკოსი დ. ბაქრაძე, ვ. ორბელიანი და ჟურნალზე ხელმოწერა გამოაცხადა. წამოწყებას პირველი გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა.
1890 წელს ჟურნალის პირველი ნომერი მზად იყო. იგი იხსნებოდა შიო მღვიმელის ლექსით. “ჯეჯილი”. ჟურნალს ეპიგრაფად წამძღვარებული ჰქონდა პოეტ იოსებ დავითაშვილის ლექსის პირველი ორი სტრიქონი:

იზარდე, მწვანე ჯეჯილო,
დაპურდი, გახდი ყანაო.

პირველ ნომერში, რომლის გარეკანზე გამოხატული იყო სოფლის პეიზაჟი მობიბინე ჯეჯილით, დაბეჭდილი იყო შიო მღვიმელის “ჯეჯილი”, ვაჟა ფშაველას “ჯეჯილი”, აკაკი წერეთლის “მერცხლისა და ჭივჭავის ომი”, იაკობ გოგებაშვილის “სპილო და ჭიანჭველა”, ილია ჭავჭავაძის “ბაზალეთის ტბა”, რაფაელ ერისთავის “შვიდნი ვართ“, ეკატერინე გაბაშვილის “ღვთის შვილი“. ნომერი ლამაზად იყო გაფორმებული.
ახალი საბავშვო ჟურნალის გამოსვლას აღფრთოვანებით შეხვდა მოწინავე საზოგადოებრიობა. გაზეთმა: “ივერიამ“, “ნოვოე ობოზრენიემ“ და “ტიფლისკი ლისტოკმა“ ქებით მოიხსენიეს ჟურნალი და მისი შემქმნელი კოლექტივი.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და ჟურნალისტი 1932 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა, ხოლო 11 თებერვალს მისი ნეშტი მიიბარა მთაწმინდის მიწამ.


http://burusi.wordpress.com/2010/02/05/anastasia-tumanishvili-tsereteli-2/

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-21
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: თბილისის, ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდადის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, რუსთავის, სეფიეთის (აბაშის რაიონი), ბერშუეთის (გორის რაიონი), აგარის (სიღნაღის რაიონი).
კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა
8 (21) ნოემბერი
gaq