საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

სულიწმიდის დღე. სამებობა.
დასაწყისი ლოცვა



სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ



როდესაც ამ მოკლე დასაწყის ლოცვაში ვამბობთ სიტყვას "სახელითა' და არა "სახელებითა", ვგულისხმობთ, რომ ღმერთის სამი პირი - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი წარმოადგენს ერთ არსებას. თითოეულ პირს თანაბარი საღმრთო ღირსება აქვს. მათში მეტ-ნაკლებობა არ არსებობს. "ამინ"-და-ვურთავთ ლოცვას, რადგან ის, რაც ითქვა, ჭეშმარიტებაა. ამ ლოცვას ვამბობთ ყოველგვარი საქმის დაწყებისას, ნიშნად იმისა, რომ რასაც ვაკეთებთ - ვაკეთებთ წმ. სამების სადიდებლად.


დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



ამ ლოცვით განვადიდებთ, როგორც სრულყოფილ არსებას მანამდე, სანამ სხვა ლოცვებს აღვავლენდეთ მისდამი. ის შეიძლება მოკლედაც წარმოითქვას: "ღმერთს დიდება!" ან "დიდება უფალს". ვამბობთ მაშინ, როდესაც დავასრულებთ რაიმე საქმეს.



მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო,

რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა;

საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ ჩვენ შორის,

და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენი.



ეს ლოცვა ყოვლადწმიდა სამების მესამე პირის - სულიწმიდის მიმართ აღევლინება და აღებულია იმ საგალობელიდან, რომელიც სულთმოფენობის დღესასწაულზე იგალობება - მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის მოსახსენებლად და განსადიდებლად.

ამ ლოცვაში უფალს ვევედრებით, რომ სულიწმიდა დაამკვიდროს ჩვენში და მოციქულთა მსგავსად განგვწმინდოს და განგვანათლოს. სულიწმიდას მეუფეს ვუწოდებთ, რადგან იგი მსგავსად მამისა და ძისა, არის ჭეშმარიტი უფალი და ღმერთი, გზას ასწავლის მორწმუნეებს. "საუნჯე კეთილთა" არის იმიტომ, რომ ყოველგვარი სიკეთის შესაკრებელს წარმოადგენს.


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ



ეს ლოცვა ყოვლადწმიდა სამების სამივე პირს მიემართება
წმიდაო ღმერთო - იგულისხმება მამა ღმერთი
წმიდაო ძლიერო - მივმართავთ ძე ღმრთისას, რადგან მან თავისი ძალით სძლია ჯოჯოხეთს და დათრგუნა ეშმაკი.
წმიდაო უკვდავო - მოვუხმობთ სულიწმიდა ღმერთს, რადგან იგი - მარადიული - მარადიულ სიცოცხლეს და უკვდავებას ანიჭე
ბს ადამიანებს.

სწორედ ამ ლოცვას ეწოდება "სამწმიდაო"-ს ლოცვა, რადგან სამგზის აღევლინება და ასევე - "ანგელოსთა გალობა".

V ს-ში ღმრთისმსახური იმპერატორის თეოდოსი II მეფობისას მიწა იძრა და საშინელი რყევა დიდხანს გაგრძელდა. მოედანზე სალოცავად შეიკრიბა ხალხი და მოულოდნელად უხილავმა ძალამ ერთი პატარა ბიჭი ზეცაში აიტაცა, იქ მან იხილა ღმრთის საყდარი, რომელსაც ანგელოსნი გარსშემორტყმოდნენ და გალობდნენ: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო". მიწაზე უვნებლად დაშვებულმა ბავშმა ასწავლა ეს ლოცვა ხალხს, რომელმაც მას დაამატა სიტყვები: "შეგვიწყალენ ჩვენ" და ამგვარად იგალობა, რის შემდეგაც მიწისძვრები შეწყდა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!



ამ მოკლე ლოცვით ყოვლადწმიდა სამების სამივე პირს განვადიდებთ.



ყოვლად წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან;

მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლირებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.


ეს ლოცვაც ყოვლადწმიდა სამებისადმია მიმართული, მასში ვევედრებით ყოვლადწმიდა სამების სამივე პირს ერთად, შემდეგ კი თითოეულს ცალ-ცალკე, რომ ცოდვათაგან განგვწმინდოს.

"ყოვლადწმიდაო სამებაო" - სწორედ ამგვარად მივმართავთ მას ერთობით: "უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან" - ეს ვედრება უშუალოდ მამა ღმერთს მიემართება; "მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი" - აქ ძე ღმერთს ვთხოვთ შენდობას. "წმიდაო" - მივმართავთ სულიწმიდას, რათა მოგვეახლოს და განკურნოს ჩვენი სულიერი და ხორციელი წყლულები. "სახელისა შენისათვის" - ვამბობთ იმის ნიშნად, რომ უფლისაგან ვითხოვთ არა დამსახურებულ ჯილდოს, არამედ წყალობას, რომელიც მის სახელს განადიდებს.

უმოკლესი ლოცვა "უფალო შეგვიწყალენ" არის სავედრებელი სიტყვები, რომლითაც ღმერთს პატიებას, შენდობას და წყალობას ვევედრებით, ის წარმოითქმის სამჯერ - ყოვლადწმიდა სამების განსადიდებლად, 12-ჯერ - რათა უფალმა დაგვიცვას მთელი დღის მანძილზედა 40-ჯერ - რათა ღმერთმა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოგვაკლოს წყალობა.


http://www.mary.ge/2852-bbbbbbbbbb-bbb-bbbbbbbb.html 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq