საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი (+545)

8 (21) ივნისი

ღირსი ეფრემი, ანტიოქიის პატრიარქი (+545). ეფრემი მხედართმთავარი იყო ანასტასი (491-518) და იუსტინე (518-527) იმპერატორების დროს. სირიელი ჭაბუკი გამოირჩეოდა სიკეთით, კეთილმსახურებითა და გულმოწყალებით.

526 წელს უფალმა სასჯელი დაატეხა თავს ანტიოქიას ნესტორისა და ევტიქის ერესებისაკენ გადადრეკისათვის: მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია ეს დიდებული ქალაქი. უამრავი მცხოვრები დაიღუპა. პატრიარქი ევფრასიუსი ჩამოქცეულმა სვეტმა იმსხვერპლა.

იმპერატორმა ეფრემი გაგზავნა ქალაქის აღსადგენად. მუშებს შორის იყო ერთი ეპისკოპოსი, რომელსაც ფარული ღვაწლის სურვილით დაეტოვებინა კათედრა. მან წმიდანს პატრიარქობა უწინასწარმეტყველა და სთხოვა, ხელი არ აეღო ქველმოქმედებაზე და მტკიცედ ებრძოლა ერეტიკოსებთან. 527 წელს წმიდა ეფრემი პატრიარქად აკურთხეს. იგი მტკიცედ და ბრძნულად მართავდა სამწყსოს და საკუთარი ცხოვრების წესით, ქადაგებითა და ეპისტოლეებით იცავდა მას მწვალებლურ სწავლებათაგან.

მისი რწმენის სიძლიერეზე მეტყვველებს ერთი შემთხვევა: იეროპოლის მახლობლად მოსაგრეობდა ერთი მესვეტე, რომელიც მწვალებლობაში ჩავარდა. ეს რომ შეიტყო, წმიდა ეფრემი მივიდა ბერთან და მოუწოდებდა, დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. მესვეტე უარზე იყო. მან პატრიარქის დაშინებაც კი სცადა და შესთავაზა, დიდი კოცონი დაენთოთ და ერთად შესულიყვნენ ცეცხლში. კოცონი დაანთეს, მაგრამ ერეტიკოსმა ბერმა ვერ გაბედა შიგ შესვლა. მაშინ პა

ტრიარქი მხურვალედ ევედრა უფალს, დაემოწმებინა, ვისი სარწმუნოება იყო უცდომელი, მოიხსნა ომოფორი და ცეცხლს მისცა. სამი საათის შემდეგ შეშა დაიფერფლა, ომოფორი კი უვნებლად დარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მესვეტემ უარყო ერესი და მართლმადიდებლებს შეუერთდა.

წმიდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა 545 წელს.

თავის ნაშრომებში ღირსი ეფრემი იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq