საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (+305-311)
15 (28) სექტემბერი

წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (ასკლიპიოდოტა) IV საუკუნის დასაწყისში ეწამნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას. ქალაქ მარკიანოპოლის დიდგვაროვანი მკვიდრნი, მაქსიმე და ასკლიადა კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ და თავიანთი მაგალითით მრავალ წარმართს მოაქცევდნენ ქრისტიანობაზე.

თრაკიის მმართველმა, ტირისმა, რომელიც მარკიანოპოლში ქრისტიანების დასასჯელად იყო ჩასული, მაქსიმე და ასკლიადა თავისთან მოიხმო და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ მათი სიმტკიცე რომ იხილა, ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ აღმსარებლები.

ერთმა კეთილმსახურმა მოქალაქემ, თეოდოტემ მმართველი სისასტიკეში ამხილა. ამისთვის ისიც შეიპყრეს, ხეზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით აწამეს. შემდეგ სამივე მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ორი კვირის თავზე ტირისმა გზა განაგრძო და მოწამეები თან გაიყოლა. ქალაქ ადრიანოპოლში უსჯულომ კიდევ უფრო მძაფრი სატანჯველები დაატეხა მათ თავს. უფლის რჩეულებს ნუგეში სცა ზეციდან გარდამოვლენილმა ხმამ, რომელიც მათ სიმტკიცისა და მოთმინებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე დღის წამების შემდეგ მარტვილები ცირკში მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მაქსიმესა და თეოდოტეს მათზე მიშვებულმა დათვმა ალერსი დაუწყო. წმიდა ასკლიადა ხარზე მიაბეს, მაგრამ პირუტყვმა ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა. გააფთრებულმა ტირისმა მათთვის თავის მოკვეთა ბრძანა. გამოხდა ხანი და მარტვილთა წმიდა სისხლში ხელგასვრილ ხელისუფალს ღვთის რისხვა დაატყდა თავს: სამსჯავროზე მჯდომი, მეხმა განგმირა.

წმიდათა: მაქსიმეს, თეოდოტესა და ასკლიადას (ასკლიპიოდოტას) ხსენება 19 თებერვალსაც აღესრულება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.



მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq