საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

გრიგოლ ბერძენიშვილი
გრიგოლ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი (დ. 17 აპრილი, 1909, ბათუმი ― გ. 7 თებერვალი, 1962, თბილისი) — ქართველი დრამატურგი.
პიესებს აქვეყნებდა 1927 წლიდან. ბერძენიშვილის პირველი მნიშვნელოვანი პიესა "ოქროს ვერძი" დაიდგა 1937 წელს თბილისის სანკულტურის თეტრში. 30-იან წლებში იდგმებოდა ბერძენიშვილის პიესები: "აჭარის მთებში", "სერგო", ჩაძირული ოქრო", "ცეცხლი", "ჩვენი მიწა" და სხვა. 1941 წლიდან თბილისის, გორის, ცხინვალის, ფოთის, მახარაძისა და სხვა თეატრების სცენაზე წარმოდგენილ იქნა ბერძენიშვილის ახალი პიესები: "არწივის ბუდე" (რუსთაველის სახ. თეატრი, თანაავტორი ს. დოლიძე). "სიყვარულის ძალა", "მშვიდობის მტრედები" (1948), "ბედნიერებისაკენ" (1951), "ძველი ჭრილობა" (1952), "კოჭლი მეწისქვილე" (1956), "დაჭრილი არწივი" (1957, მარჯანიშვილის სახ. თეატრი). ბერძენიშვილის პიესებში ასახულია ქართველი ხალხის გმირული წარსული და თანამედროვეობა. მისი თავდადება დიდ სამამულო ომში, ბრძოლა მშვიდობის განმტკიცებისათვის. ბერძენიშვილს ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები "დიდი წიფლის საიდუმლო", "ეგნატეს ცრემლი", "მოწყვეტილი ვარსკვლავი" და სხვა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq