საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

მართალი ევდოკიმე კაბადოკიელი (IX)

   ევდოკიმ მართალი ცხოვრობდა კაბადოკიაში. ის იყო პატიოსანი ქრისტიანების ვასილისა და ევდაკის შვილი. ევდოკი მთელი გულით ილტვოდა უფლისაკენ და ეხმარებოდა ხალხს. მან დადო აღთქმა, რომ არ მოიყვანდა ცოლს. ევდოკიმ მართალი ხალხს არიგებდა, იცავდა დამცირებულ და გაჭირვებულ ადამიანებს.

     მისი ჩადენილი კეთილი საქმეები მხოლოდ უფალმა იცოდა. ევდოკიმმა მთელი თავისი სიცოცხლე უფალს შესწირა. 33 წლის ასაკში კი იგრძნო სიკვდილის მოახლოება. ევდოკის სურვილი იყო  რომ დაეკრძალათ იმ სამოსით, რომელიც მას გარდაცვალების ჟამს ეცვა. როდესაც ევდოკიმე ჩასასვენებელში ჩაასვენეს,  მოხდა სასწაული, იქ მყოფი ავადმყოფები გამოჯამრთელდნენ.

      18 თვის შემდეგ მისი მშობლები საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდნენ. ევდოკის დედას სურდა შვილის ცხედარი გადაესვენებინა. საფლავის გახსნის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ევდოკიმეს გვამი უხრწნელი იყო. ხალხმა ევდოკიმეს დედას არ მისცა უფლება გვამის გადასვენებისა. რამდენიმე ხნის შემდეგ,  იოსების დახმარებით, მოხდა ცხედრის გადასვენება კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ეს ტაძარი ევდოკიმეს მშობლებმა ააგეს.

ტროპარი: რომელმან ქუეყნით გიწოდა შენ სავანეთა მიმართ საუკუნეთა, მარხავს შემდგომად სიკვდილისა ხორცთა შენთა, წმინდაო ევდოკიმე, რამეთუ შენ სიწმინდით და პატიოსან მოქალაქობითა, მოქალაქე ქმნილმან, ნეტარო,

არა შეამწიკლე ტაძარი ხორცთა რომლისათვის გაქუს კადნიერებაი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მაღლისა გსუროდა და მაღლისა თანა შეიერთე, ეტლითა ცეცხლისათა საღმრთოთა აღსავალითა სათნოებანი სრულ-ჰყავ სულისა ყოვლად-სანატრელო ევდოკიმე, ქუეყანასა ზედა სცხრებოდი, ვითარცა უხორცო, და დამბადებელსა ყოველთასა სათნო ეყავ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq