საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამენი ისააკ და იოსებ ქართველნი, კარნუ-ქალაქში წამებულნი (+808)


 წმიდა მოწამენი ქართველნი ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი (+808)

 

წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილსმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს კეისარს და თავშესაფარი სთხოვეს.

ნიკიფორემ პატივით მიიწვია მთელ თეოდოსიპოლელ (კარნუელ) დიდგვაროვანთა წრეში გამორჩეული და პატივცემული ძმები. ერთი ძმა მაშინვე გაემგზავრა, წვრილშვილიანი იოსები კი მოუცლელობის გამო თეოდოსიპოლში დარჩა და წმიდა ისააკიც თავისთან დატოვა.

თეოდოსიპოლის ამირამ შეიტყო ძმების განზრახვა და სახლიკაცის კონსტანტინეპოლში წასვლის მიზეზი გამოჰკითხა ისააკს და იოსებს. ძმები მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტების აღიარების ჟამი დადგა და ამირას გამოგაზავნილებს მიუგეს, რომ ძმათაგან ერთის ბიზანტიაში წასვლის მიზეზი მათი ქრისტიანობა იყო. ასეთმა კადნიერებამ გააკვირვა კარისკაცები. როცა ამირას მოახსენეს ყოველივე, უსჯულო მბრძანებელი შეწუხდა: არ ემეტებოდა მოსაკლავად რჩეულთა შორის რჩეული, საყოველთაო სიყვარულით გარემოცული ძმები, ამიტომ გადაწყვიტა, ქრისტეს უარყოფაზე დაეთანხმებინა ისინი.

თეოდოსიპოლის ამირა და მთავრები ევედრებოდნენ წმიდანებს. მოხუცი მამაც ცრემლებს ღვრიდა და შვილებს ქრისტეს განგდებას შეაგონებდა. წმიდანებმა მიუგეს: „უწყებულ იყავნ, მძლავრო, რამეთუ ვიცით, ვითარმედ „ყოველი ხორცი თივა არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა. განხმა თი

არზრუმი - კარნუ-ქალაქი
ვა და ყუავილი მისი დამოსცვივა“. თქვენი ქადებანი ტანჯვათანი და სიკუდილისა მძვინუარისა ჩვენდა შიშად საგონის-ყოფაი საცინელ არს. არცა სიკუდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოსთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამას სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა“. ჭაბუკთა კადნიერებამ ამირა განარისხა და ბრძანა, მახვილით განეგმირათ წმიდა ისააკი და იოსები.

ჯალათებმა წმიდანები მოსაკლავად წაიყვანეს. ძმებმა მცირე ჟამი სთხოვეს მტარვალებს ლოცვისათვის, მუხლი მოიდრიკეს და მხურვალედ შეჰღაღადეს უფალს: „მეუფეო უფალო, მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, მოიხილე მონათა ამათ შენთა ზედა, მიითუალე შენდამი შეწირვაი, რომელნი-ესე შევწირავთ შენდამი თავთა ჩუენთა, და წმიდათა მოწამეთა შენთა თანა აღგურაცხენ და გვირგვინი სიმართლისა მოგუეც ჩუენ, რამეთუ „ყოველი მიცემული კეთილი და ყოველნი ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსულ მამისაგან ნათლისა“, გადაისახეს პირჯვარი და თავი მოიდრიკეს. ჯალათმა პატიოსანი თავები წარკვეთა წმიდა მოწამეებს.

უსჯულოებმა წამებულთა გვამები იქვე დატოვეს. ღამით წმიდათა ნეშტს ღვთაებრივი ნათელი დაადგა. ამ საკვირველებამ შეაძრწუნა უსჯულოები და ქრისტიანებს უბრძანეს, დაეფლათ წმიდა მოწამეთა ცხედრები.

ქალაქის ეპისკოპოსმა და სამღვდელოებამ პატივით მიაბარეს წმიდათა გვამები მიწას. შემდგომ იმ ადგილას ეკლესია ააგეს.

ანტონ კათოლიკოსის თქმით, წმიდა ძმათა, ისააკისა და იოსების „ჰხსენებაი დასდუეს პირველთა მამათა ქართველთა, სათთუეოსა მოსახსენებელთა შინა“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq