საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ქართველთა სარწმუნოება, დედა ღვთისმშობელი და საქართველოს ქრისტიანული სიწმინდენი
georoyal.ge

 საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა – ქართველების 95% მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია.

 საქართველოს უდიდესი სულიერი სიმდიდრეა ის ქრისტიანული სიწმინდენი, რომლებიც ქვეყნის წმიდა ადგილებსა და მართლმადიდებლურ კერებშია დაცული.

 კავკასიონის მთის მიუვალსა და მიუდგომელ გამოქვაბულში, რომელსაც თვით მთამსვლელები ვერ უდგებიან და სადაც მხოლოდ დიდი სიწმინდის ადამიანს ხელეწიფება ჯაჭვით ასვლა – გადმოცემით, ოდითგან ინახება ბიბლიური მამა აბრაამის კარავი და ქრისტეს აკვანი.

უფლის განგებულებით, მცხეთაში, საქართველოს უძველეს დედაქალაქში, წარმართობის დროიდან ინახება წმიდა ილია წინასწარმეტყველის მოსასხამი – ხალენი; ხოლო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, საქართველოს ხვდა წილად მაცხოვრის კვართის ღირსი შექმნილიყო, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სიწმინდეა.

 საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რადგან ღვთისმშობელს ხვდა წილისყრით ქადაგება საქართველოში, ხოლო საქართველოს ეკლესია არის  სამოციქულო ეკლესია, რადგან აქ საგანმანათლებლო მისიით თავის მაგივრად წარმოგზავნა ღვთისმშობელმა ანდრია პირველწოდებული. მას გარდა, სხვადასხვა წყაროებით, საქართველოში უქადაგია კიდევ ხუთ მოციქულს – ბართლომეს, თომას, თადეოზს, სვიმონ კანანელს და მატათას.

სამი საუკუნის შემდეგ, IV საუკუნის დასაწყისში, ღვთისმშობელმა გამოარჩია კაპადოკიელი ქრისტიანი ქალწული ნინო, რომელსაც ოცნებად ჰქონდა იმ ქვეყნის ნახვა, სადაც მაცხოვრის წმინდა კვართი ინახებოდა – სიზმრისეულ ხილვაში გამოეცხადა მას, ხელში ჯვარი ჩაუდო და აკურთხა საქართველოს ქრისტიანულად ნათელსაღებად. ეს ჯვარი დღეს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ინახება წმიდა მოციქულის თომას თავის ქალასთან ერთად. წმიდა ნინოს მიერ მონათლულმა მეფე მირიანმა 318 წელს ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

დიდი სარწმუნოებრივი რყევების ჟამს, როდესაც პატარა ერები ვერ უმკლავდებოდნენ პოლიტიკურ ექსპანსიებს და თმობდნენ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებას, ღვთისმშობელმა ასურეთიდან წარმოგზავნა თორმეტი ასურელი მამა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით, რომლებმაც მთელი ქართლ–კახეთი მოჰფინეს ეკლესია–მონასტრებით და დაიცვეს მართლმადიდებლობა საქართველოში.

 სახელმწიფოებრივი ძლიერების განსამტკიცებლად, იმავე საუკუნეში, ღვთისმშობელმა საქართველოს მოუვლინა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, რომელთა გვარის დამწყები იყო კლეოპა, იოსებ დამწინდველის ძმა, რომელიც შორეულ ნათესავად ერგებოდა წმიდა მარიამს.

 დედა ღვთისმშობელი იფარავდა თავის წილხვედრ ქვეყანას უმძიმეს ბრძოლებში ურიცხვ დამპყრობთა წინააღმდეგ და ხშირად ხილულადაც უხსნია ქართველთა ჯარი განსაცდელისაგან.

საქართველოს მფარველის, დედა ღვთისმშობლის კვართი კოლხეთის გულში, ქალაქ ზუგდიდში ინახება!

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq