საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

გაიოს იბერი - დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ქართველი ქრისტიანი
საქართველოში (კოლხეთი/ლაზიკა, ქართლი/იბერია) ქრისტიანობის ქადაგებას უშუალოდ ქრისტეს მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს მიაწერენ, რომელიც ტრაპიზონიდან შემოსულა და ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი აწყურის მიდამოებში უქადაგია ქრისტიანობა.

რა შედეგი გამოიღო ანდრია პირველწოდებულის ქადაგებამ, ჩვენთვის უცნობია. არის მხოლოდ მოსაზრებები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადრექრისტიანული თემები არსებობდა, რომელშიც, სავარაუდოდ, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული.

ერთი რამ ნათელია, საქართველოს ქრისტიანობას მეორედ მქადაგებელი დასჭირდა. ასეთ პიროვნებად ქვეყანას IV საუკუნეში წმინდა ნინო მოევლინა. IV საუკუნიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს ქრისტიანობასთან დაკავშირებული არქიტექტურული ძეგლები და სხვა არტეფაქტები.

ზუსტად კი ვიცით,რომ ადრეც იყვნენ ქართველი ქრისტიანები, მაგრამ ისინი ქვეყნის გარეთ ცხოვრობდნენ. ამის დამადასტურებელია ცენტრალურ საბერძნეთში, პლატეასთან აღმოჩენილი ბრინჯაოს ფილა, რომელზედაც მამაკაცის 40 სახელი წერია. სახელთა უმრავლესობა ბერძნულია, მცირე ნაწილი - ბერძნულ-რომაული. თანამდებობითი აღნიშვნები მხოლოდ ზოგიერთს ახლავს, და ყველა ქრისტიანობას უკავშირდება - ("წმინდა წიგნების წამკითხველი"). 11. 2,7,8,16.
2. - დიონისოდოროს პრესვიტერი.
7. - ევტროპიოს პრესვიტერი.
8. - ფილოკრატეს ანაგნოსტესი.
16. - ფილონ პრესვი
ტერი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლატეაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფილაზე ადრექრისტიანული თემია წარმოდგენილი. ფილა, რომელიც ახლა ათენის ეროვნულ მუზეუმში ინახება, II-III საუკუნეების მიჯნით თარიღდება.
fb
ფილაზე ორი პიროვნების სახელს სპეციალური ეთნიკური ინდიკატორი ახლავს თან - 11. 4 და 12: (გაიოს იბერი) და (ათენოდოროს არმენიელი).
ესე იგი, გაიოს იბერი! აი, აქედან იწყება შეკითხვათა კასკადი: სად დაიბადა იგი, იბერიაში?! და მხოლოდ შემდგომ გადაინაცვლა სხვაგან?! თუ ასე ვივარაუდებთ, მაშინ გამოდის, რომ ის ორენოვანი ყოფილა. როგორ მოხვდა გაიოსი საბერძნეთში?! რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნოდა?! ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება.

გაიოსის "შემთხვევა" უფრო ბერძნულ-რომაული ჩანს, ვიდრე ქართული. მაგრამ მისი ეპითეტი – "იბერი" სიმპტომატურია, ის ბოლომდე ასიმილირებული არ არის და იბერად არის დარჩენილი. 
გამოდის, რომ გაიოსი დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ქართველი ქრისტიანია.

თედო დუნდუა
ჟურნალი "ისტორიანი",#12https://www.kvirispalitra.ge/istoriani/40753-gaios-iberi-dokumenturad-dadasturebuli-pirveli-qarthveli-qristiani.html
https://www.kvirispalitra.ge/istoriani/40753-gaios-iberi-dokumenturad-dadasturebuli-pirveli-qarthveli-qristiani.html
https://www.kvirispalitra.ge/istoriani/40753-gaios-iberi-dokumenturad-dadasturebuli-pirveli-qarthveli-qristiani.html
https://www.kvirispalitra.ge/istoriani/40753-gaios-iberi-dokumenturad-dadasturebuli-pirveli-qarthveli-qristiani.html

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq