საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე)
გადმობეჭდილია: https://ka.wikipedia.org/wiki/დავითი_(ბურდულაძე)
დავითი (ბურდულაძე) (დ. 12 მარტი, 1877 — გ. 1963) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდულაძე, დაიბადა 1877 წლის 12 მარტს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში, მედავითნის ოჯახში. დაამთავრა სიღნაღის სასწავლებელი. 1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას.
1915 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის, ხოლო 1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში. 1952 წლიდან დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესია. 1958 წლის 8 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის მიერ ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად.
ეპისკოპოსი დავითი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილში, 86 წლის ასაკში. დაიკრძალა თელავის საერო სასაფლაოზე, საიდანაც 1995 წელს ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით გადაასვენეს ალავერდის საკათედრო ტაძარში.

გადმობეჭდიია: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=artic
le&id=337ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე)

ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდილაძე, დაიბადა 1877 წლის 12 მარტს სიღნაღის  მაზრის სოფელ ვაქირში, მედავითნის ოჯახში. სიღნაღის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეხმარებოდა მამას ეკლესიაში. 1893-1898 წლებში სიონის საკათედრო ტაძრის მორჩილია. 1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას.

1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ხელი დაასხა მღვდლად. 1918 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის მიერ გამწესებულ იქნა ვაჩნაძიანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. 1925 წელს მიტროპოლიტ იოანეს (მარღიშვილი) მიერ დადგენილ იქნა თელავის მაზრის სოფელ შილდის მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის.

1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში და გაგზავნა ახმეტაში, 1952 წლიდან დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესია. 1958 წლის 8 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. მეუფე დავითი წირავდა თელავის ღვთაებ

ის ეკლესიაში იმ დროს, როცა ალავერდის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა ხელისუფლებისაგან აკრძალული იყო. 1962 წლის შემოდგომაზე ალავერდობის დღესასწაულზე მეუფე დავითმა გადაწყვიტა ალავერდის მონასტერში ეწირა, მაგრამ დიდი უსიამოვნებები შეამთხვიეს. ამის შესახებ მეუფე დავითი 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-სადმი გაგზავნილ მოხსენებაში წერს: "დღესასწაულის დროს ტაძარში შემოვიდნენ ახმეტის  აღმასკომის თავმჯდომარე მაღლაკელიძე მილიციელებით და შეტევით მომმართეს: როგორ გაბედე ალავერდში ჩამოსვლა და ეკლესიაში შემოსვლა. როდესაც მე ვუპასუხე, რომ მე ალავერდის ეპისკოპოსი ვარ და ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულება-თქო, ამაზე დაცინვით მიპასუხეს, ვინ ეპისკოპოსი ხარ? აბა, საბუთი წარმოგვიდგინეო, აქ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მიერ დანიშნულია მღვდელი გიორგი კუკუნაშვილი, მის მეტს აქ არავის არაფრის უფლება არ აქვსო. მოკლედ, შეგვექმნა ცხარე კამათი, დამემუქრნენ, დაგაპატიმრებთო. დამაპატიმრეთ - მეთქი, - ვუპასუხე. მათ უნდოდათ, წირვა შემეწყვიტა და მათი ბრძანებით გავსულიყავი ტაძრიდან, მაგრამ როდესაც დაინახეს, მაგრად დავუდექი და წირვის შეწყვეტას არ ვაპირებდი, ბოლოს მაღლაკელიძემ მითხრა, შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს და არ გაპატიმრებთ, მაგრამ როცა წირვას დაამთავრებთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ალავერდის ტაძარიო" (28, 693). ალავერდობას ალავერდელ მღვდელმთავ
არს არ ჰქონდა ტაძარში წირვის ჩატარების უფლება. ეს იყო სამწუხარო რეალობა.

ეპისკოპოსი დავითი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილში, 86 წლის ასაკში. როგორც მისი ახლობელი იგონებდა, "დაეწყო სტენოკარდიული შეტევები... მოითხოვა ჩემი ნახვა, მეც მაშინვე ჩავედი თელავში ჩემს მეუღლესთან და ორ პატარა ბავშვთან ერთად. მე დამინახა თუ არა, გამოცოცხლდა. მეორე დღეს გამიმხილა, უნდა მაზიაროთო. მე შემეშინდა, ძალიან განვიცადე, მაგრამ რას ვიზამდი. მოვიყვანეთ მოძღვარი, ოთახში მარტო მე დამტოვა. ეს სურათი ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. იწვა პაპა არაჩვეულებრივად ლამაზი სანახავი, სათნო, სიკეთით სავსე თვალებით, გამხდარ ხელისგულზე სეფისკვერი ედო. მიყურებდა მე და ჩამოსდიოდა ცრემლები, მეც ვერ ვიკავებდი თავს და ცრემლად ვიღვრებოდი მთელი ზიარების განმავლობაში. პაპა ეთხოვებოდა ამქვეყნიურს. ეს ჩემთვის იყო უდიდესი განცდა. მეორე დღეს გარდაიცვალა." (56, 49). დაკრძალულია თელავის საერო სასაფლაოზე.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq