საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე (ნაწყვეტი ქადაგებიდან)
georoyal.ge




1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში დაიბადა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე, მქადაგებელი, მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე).

მამა მღვდელი იყო და ერთხანს გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვარი გახლდათ.

სწავლა დაიწყო ტფილისის სასულიერო სამაზრო სასწავლებელში, რომელიც ორი წლის მერე ბრწყინვალედ დაამთავრა და სწავლა განეგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში. 1841 წელს მისი ერთ-ერთი პროფესორი ფსკოვის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს და მან გერასიმეც თან წაიყვანა. 1844 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემი და მიიღო მაგისტრის ხარისხი. იმავე წელს დაქორწინდა. პეტერბურგში სწავლის პერიოდში მომავალი ეპისკოპოსი დაუახლოვდა გიორგი XII-ის ვაჟს, მიხეილ ბატონიშვილს, რომელიც კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში.

1850-1858 წლებში მსახურობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ საღვთისმეტყველო საგნებში. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად, 1854 წლიდან მუშაობდა ტფილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში სჯულის მასწავლებლად. 1854 წელს აკურთხეს მღვდლად.

1856 წელს თავს დაატყდა დიდი უბედურება, მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. აღიკვეცა ბერად.

1858 წელს არქიმანდრიტი გაბრიელი დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წელს აკურთხეს ეპისკოპოსად და ჩააბარეს გორის ეპარქია. 1860 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსი იყო გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა (1869-1886) და სამეგრელო-სვანეთის (1873-1886) ეპარქიებს.

გაბრიელ ეპისკოპოსი გარდაიცვალა 1896 წლის 26 დეკემბერს, დაკრძალულია გელათში. 1995 წელს ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

ეპისკოპოსი გაბრიელი გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. მეუფემ საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია დაარსდა.

გაბრიელ ეპისკოპოსი იყო შესანიშნავი სიტყვის ოსტატი-მქადაგებელი. მისი სიტყვები და ქადაგებების ორტომეული მის სიცოცხლეშივე გამოიცა ქართულად, რუსულად და ინგლისურად. ის გახლდათ ცნობილი მეცნიერი. 1858 წელს პეტერბურგში გამოვიდა მისი ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“. ცნობილია მისი პასუხი გიორგი მუხრანბატონის წინააღმდეგ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მცირე ერებს მომავალი არ აქვთ, ამიტომ უკეთესი იქნება მალე გავრუსდეთო. გაბრიელ ეპისკოპოსს ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და სხვა საკითხებზე. იღვწოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. გააქრისტიანა 18 000 მეტი აფხაზი...

ნაწყვეტი გაბრიელ ეპისკოპოსის ერთ-ერთი ქადაგებიდან

ქართველმა ერმა იესო ქრისტეს მართლმადიდებელი სჯული მეოთხე საუკუნეში მიიღო. მას უკან მას ყველა გარშემო მყოფნი ერნი და მეფენი გადაემტერნენ და დევნა დაუწყეს, ჯერ კერპთმსახურებმა და მერე მაჰმადიანებმა.

ვინ შეძლებს, რომ მოკლე სიტყვით გამოხატოს, თუ რამდენი ჭირი, მუსრვა, ბრძოლა და აოხრება გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ ამ ხნის განმავლობაში.

საკვირველია, რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ერი ამდენ ჭირს, მაშინ, როცა მის ირვლივ უმძლავრესი მეფობანი და ერნი დაეცნენ და გადაშენდნენ. მაგალითად, ძველი დიდი მაკედონიის სამეფო, ძველი დიდი და უმძლავრესი სპარსეთის სამეფო, არაბეთი და სხვანი, რომელნიც უწინ აოხრებდნენ და თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს საქართველოს იმიერ და ამიერ ქვეყანა, შემდეგ კი თვითონ განქარდნენ.

რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო? – მიზეზი ამისა ის არის, რომ ჩვენი ერი ყოველთვის საღმრთო სჯულის ერთგული იყო და ღმერთიც იფარავდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა, რომელსაც წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა.

ყველას გვახსოვდეს, ძმანო, ეს ჭეშმარიტებაა და ამით ჩვენ თავს ნუგეშინისვცეთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მშვიდობა და წარმატება ჩვენი სჯულის აღსარებასა და კეთილმსახურებაზეა დამოკიდებული.

ყურადღებით დაუკვირდი და ბევრ მაგალითს დაინახავ, რომ შენი ნაცნობი კაცი, რომელიც უწინ მდიდარი იყო და შემდეგ გაღარიბდა, დაეცა და დაგლახავდა, ამის მიზეზი ღმრთის წინააღმდეგი ცხოვრება ყოფილა. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში, მეტადრე ახალგაზრდობამ ჩვენი ქვეყნისა და ერის წარსულ ცხოვრებასა და მამა-პაპის ისტორიას ყურადღება მიაქცია. ისინი ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლასა და ჩვენი ენის არდავიწყებას ჩვენც მოგვიწოდებენ.

დიახ. პატიოსანი და მოსაწონია ეს მიმართულება!

მაგრამ მე ის მაკვირვებს და მაწუხებს, რომ ახლანდელ მწერლებს საკმაო ყურადღება სწორედ იმაზე არა აქვთ მიქცეული, რაც ჩვენს წინაპრებს უმეტესად შესანიშნავი და უმთავრესი თვისება ჰქონდათ, რითაც ისინი გამხნევებულნი და აღტაცებულნი იყვნენ, რაც მათ მართავდა და ძალ-ღონეს აძლევდა. ეს იყო სიყვარული საღმრთო სჯულისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა. სარწმუნოებამ დაიცვა ისინი, სარწმუნოებამ გააძლებინა და მოიყვანა ვიდრე აქამომდე ჩვენი ერი.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პავსიანე
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე პავსიანე (II) ხსენების დღეს.
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი
8 (21) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქულთ: იროდიონის, აგაბოს, ასინკრიტეს, რუთოს, ფლეგონტეს, ერმის და სხვათა (I) ხსენების დღეს.
gaq