|
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსნი: მარკელ სიცილიელი, ფილაგრე კვიპრელი და პანკრატი ტავრომენელი
9 (22) თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოთა: მარკელ სიცილიელისა, ფილაგრე კვიპრელისა და პანკრატი ტავრომენელისა (I)
მღვდელმოწამეები: მარკელი, ფილაგრე და პანკრატი წმიდა პეტრე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მანვე დაადგინა ისინი ეპისკოპოსებად: მარკელი -სიცილიაში, ფილაგრე -კვიპროსში, პანკრატი კი -ტავრომენში. წარმართებს შორის ქრისტიანობის ქადაგებისთვის წმიდა მღვდელმთავრები მოწამეობრივად აღესრულნენ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. |
|