საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი მარტინიანე (V), ღირსი ზოია და ფოტინე (V)
ღირსი მარტინიანე

13 (26) თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს ღირსი მარტინიანესი (V), ღირსი ზოიასი და ფოტინესი (V). 

ღირსი მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ მეოთხედი საუკუნე დაჰყო უფლისთვის სათნო ღვაწლში, სრულ მდუმარებაში და კურნების ნიჭიც მიემადლა, მაგრამ ადამიანთა მოდგმის მტერი არ ცხრებოდა და ათასგვარი საცდურით ცდილობდა მის მონადირებას. ერთხელ, ერთმა მეძავმა ქალმა გარყვნილ ადამიანებში დაიქადნა, რომ შესძლებდა ეცდუნებინა თავად მარტინიანეც, ვისი კეთილმსახურების ამბავიც მთელს ქალაქს მოედო. იგი წმიდა მამის კელიას ღამით მიადგა მწირის სახით და თავშესაფარი ითხოვა. მარტინიანეს შეებრალა ქალი და შეივრდომა. მაგრამ აი, ცბიერმა სტუმარმა სხვა, ძვირფასი სამოსელი ჩაიცვა და მოსაგრის ცდუნება დაიწყო. მაშინ ნეტარი მამა გარეთ გავიდა, კოცონი დაანთო და გავარვარებულ ნაკვერცხლებზე შიშველი ფეხებით შედგა, თან საკუთარ თავს ეუბნებოდა: „გიმძიმს, მარტინიანე, ამ დროებითი ცეცხლის გაძლება? როგორღა გაუძლებ დემონის მიერ შენთვის გამზადებულ მარადიულ ცეცხლს?!“ ამ სანახაობით თავზარდაცემულმა მეძავმა შეინანა თავის შეცოდება და წმიდანს შესთხოვა, ცხონების გზაზე დაეყენებინა. მარტინიანეს კურთხევით, იგი ბეთლემში, წმიდა პავლას მონასტერში გაემგზავრა, სადაც 12 წელი ცდილობდა მკაცრი მოღვაწეობით სინანულის ღირსი ნაყოფის გამოღებას. ეწია კიდეც ნეტარ ა
ღირსი ზოია
ღსასრულს. ამ ქალს ზოია ერქვა.

დამწვრობათაგან განკურნებული ახოვანი მოსაგრე უდაბურ, კლდოვან კუნძულზე დაემკვიდრა და აქ, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა რამდენიმე წლის მანძილზე. იგი იკვებებოდა საზრდელით, რომელსაც დროდადრო უზიდავდა ერთი მენავე. სანაცვლოდ ღირსი მამა მას კალათებს უწნავდა.

ერთხელ, ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და სამგზავრო ხომალდი დაიღუპა. მის ნამსხვრევს ჩაჭიდებული ასული ფოტინია ზღვის ტალღებმა კუნძულთან მოაგდო. ღირსი მამა დაეხმარა მას ნაპირზე გამოსვლაში და უთხრა: „დარჩი აქ, აი, პური და წყალი, ორი თვის შემდეგ კი მენავე მოვა!“- ეს თქვა წმიდანმა, ზღვაში გადაეშვა და გასცურა. ხმელეთზე იგი ორმა დელფინმა გამოყვანა. ამ დღიდან ნეტარი მარტინიანე მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ ათენში ჩასული ღირსი მამა დასნეულდა. მან აღსასრულის მოახლოება იგრძნო, ტაძარში შევიდა, იატაკზე გაწვა, ეპისკოპოსს მოუწოდა და სთხოვა, დაეკრძალა მისი ცხედარი. ეს მოხდა 422 წელს.

ნეტარი ქალწული ფოტინია კუნძულზე დარჩა, ექვსი წლის განმავლობაში იღვაწა აქ განმარტოვებით , შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მენავემ, რომელიც მარტინიანეს მსგავსად, მასაც უზიდავდა საზრდელს, წმიდანის ცხედარი პალესტინის კესარიაში გადაასვენა. ეპისკოპოსმა სამღვდელო დასთან ერთად იგი პატივით მიაბარა მიწას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსი ფოტინე

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq