საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

14 (1) მარტი - ხსენება ღირსმოწამე ევდოკიასი (+160-170)

ღირსმოწამე ევდოკია (+160-170) იყო სამარიტელი, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში.

 ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს შეახსენებს. ქალის გულს ღვთის მადლი მიეხალა და იგრძნო, რომ ცოდვები მძიმე ტვირთად აწვა მის სულს. კათაკმევლად დადგინებისა და გამოცდის შემდეგ ილიოპოლისის ეპისკოპოსმა თეოდოტიმ ევდოკია მონათლა. ახალნათელღებულმა მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მონასტერს მიაშურა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა.

 ერთხელ, როცა ღირსი დედა უკვე მონასტრის წინამძღვარი იყო, ახალგაზრდა წარმართი, ფილოსტრატე, ბერის შესამოსელით შეიპარა მონასტერში და შეეცადა იგი ილიოპოლისში გაეტყუებინა ძველი ცხოვრებისაკენ მისაბრუნებლად. „ღმერთმან შურისგებისამან შეგრისხოს შენ!” - მრისხანედ უპასუხა ევდოკიამ და მაცდური მკვდარი დაეცა მიწაზე. დედებს შეეშინდათ, რომ ღვთის სასჯელს მკვლელობად ჩაუთვლიდნენ მათ წინამძღვარს და უფალს შეევედრნენ, გამოეჩინა თავისი ძალა. მაშინ უფალი გამოეცხადა წმიდანს და უთხრა: „აღდეგინ, ევდოკია, მოიდრიკე მუხლი, ილოცე და აღსდგება მაცდუნებელი შენი”. ევდოკიას ლოცვით ფილოსტრატე მკვდრეთით აღდგა, ღირს დედას შენდობა სთხოვა, მოინათლა და მონათლული დაბრუნდა ილიოპოლისში.

მალე ახალი განსაცდელი დაემუქრა წმიდანს. ილიოპოლისის მცხოვრებლებმა ქალაქის მთავარს ავრელიანეს მოახსენეს, ევდოკიამ თავისი სიმდიდრე მონასტერში გადამალაო. ავრელიანემ მეომართა რაზმი გაგზავნა არარსებული სიმდიდრის ამოსაღებად, მაგრამ, ღვთის წყალობით, მეომრებს ტყეში გზა დაებნათ. ავრელიანემ თავის განზრახვაზე ხელი არ აიღო: კვლავ გაგზავნა მონასტერში რაზმი, ამჯერად, თავისი ვაჟის წინამძღოლობით. მაგრამ ავრელიანეს  ვაჟი პირველსავე დღეს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. დამწუხრებულ ავრელიანეს ფილოსტრატემ ურჩია, ევდოკიასთვის ეთხოვა ლოცვა გარდაცვლილის სულის საოხად. და კიდევ ერთი სასწაული: ყოვლადსახიერმა უფალმა, ღირსი დედის ლოცვით, გააცოცხლა ჭაბუკი. სასწაულის მხილველმა ავრელიანემ და მისმა მხლებლებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.

როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, ღირსი ევდოკია შეიპყრეს და საწამებლად მიჰგვარეს გამგებელ დიოგენს. ტყვექმნილი წმიდანის ლოცვით უფალმა მკვდრეთით აღადგინა მთავარსარდალ დიოდორეს მეუღლე თერმინა. ღვთის მადლში ხილულად დარწმუნებული დიოდორე და დიოგენი ოჯახებით მოინათლნენ. ღირსი ევდოკია რამდენიმე ხანი დიოდორეს სახლში ცხოვრობდა და ახალმოქცეულებს მოძღვრავდა, შემდეგ კი თავის მონასტერში დაბრუნდა და იქ მოღვაწეობდა 56 წლის განმავლობაში.

 დიოგენის გარდაცვალების შემდეგ გამგებელი გახდა ქრისტიანთა მკაცრი მდევნელი ბიკენტი. მან ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ქრისტიანობის უშიშარი აღმსარებელი. წმიდა ღირსმოწამე ევდოკიას თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 160-170 წლებში, 1 მარტს.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq