საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსი (+1049)

წმიდა იოანე - ოქროპირი დაიბადა დაახლოებით X სს. 20-იან წლებში. წმიდანი დაახლოებით 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.

 კათოლიკოსი ბასილი III (1065-1080) თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა“ მოთხრობილია, რომ წმიდა იოანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და წმიდა შიო მღვიმელს  ევედრებოდნენ მეოხებას*. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს. სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათოლიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. წმიდა იოანე-ოქროპირ კათოლიკოსის შესახებ ვკითხულობთ, რომ იგი „ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად, მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი“ (რომელიც სამწუხაროდ დაკარგულია და აღარ მოგვეპოვება).

-------------------------------------------------------------------------------

*ეს ისტორია აღწერილი აქვს მიხეილ საბინინს თავის „საქართველოს სამოთხეში“:

    „ერთ დიდგვაროვან კაცს, სახელად გიორგის  და მის ცოლს შვილი არ ეძლეოდათ.  გამუდმებით უფალს ევედრებოდ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ნენ შვილის ყოლას. ერთხელ ეს კაცი  ამაღლების დღესასწაულის შესახვედრად მღვიმის მონასტერს ეწვია და რამდენიმე დღეს იქ დარჩა. მოვიდა წმიდა შიოს ხსენების დღე. ამ დღისათვის მისი მეუღლეც ესტუმრა მონასტერს. გიორგიმ არ იცოდა ამის შესახებ. მამა შიოს მღვიმესთან წმინდანს თითოეული ცალ–ცალკე ევედრებოდა დახმარებას. ისინი ხედავდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ სიბნელეში არ შეეძლოთ ვინაობის ამოცნობა.  ორივენი მდუმარედ ლოცულობდნენ.

     მოგვიანებით მამაკაცს მიერულა და რამდენიმეგზის ეჩვენა მამა შიო. იგი ჯვრით ხელში ადგა თავს  და აფრთხილებდა, თუ ამაღამ ამ ქალთან არ დაწვებოდა, არ გაეხსნებოდა უშვილობის ბორკილები. კაცმა ეს ჩვენება ეშმაკის ცდუნებად მიიღო, რადგან ვერ წარმოედგინა, წმინდა ბერისაგან მსგავსი მკრეხელური საქმისაკენ მოწოდება. მაგრამ, როდესაც მესამედ ხილვისას მკაცრად უთხრა წმინდანმა:“ირწმუნე ღვთისა და მისი მონისა, თუ ამ ღამით იმ დედაკაცს არ თანაეყოფი, აღარასოდეს გეყოლება შვილი!“, უხილავი ძალით დამორჩილდა  ხმას და ღრმა ძილში მყოფ ქალს თანა ეყო; ხოლო როცა უეცრად შემკრთალმა ქალმა შეჰკივლა, სირცხვილეული განეშორა და შემდეგ დიდხანს განიცდიდა თავის უღირს საქციელს, ვიდრე ორი თვის შემდეგ,  ფეხმძიმედ მყოფმა ცოლმა არ გაანდო თავისი უნებლიე ცოდვა: „ბატონო ჩემო, გიორგი, ღმერთმა იცის და დამემოწმება, მას შემდეგ, რაც შენი თანამეცხედრე ვარ, არასოდეს

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
შემოსულა ჩემს გულში ბილწი გულისთქმა, არავისთვის შემიხედავს ცოდვიანი სურვილით. ეშმაკის მოშურნე თვალმა ეს ვერ აიტანა. როდესაც შენ მღვიმის მონასტერში შეგაგვიანდა, გულმა მითხრა მეც წამოვსულიყავი წმიდა შიოს ხსენების დღესასწაულზე. მარტო ვლოცულობდი. ვიღაც ბერის გარეგნობის კაციც ლოცულობდა ჩემს გვერდით. გამოვედი და მგზავრობით დაღლილს დამეძინა. იმ კაცმაც ცოტა მოშორებით დაიძინა. როცა გამეღვიძა, ჩემი თავი დაცემული ვნახე და  ვიყვირე. ვაგლახ, რომ ეხლა ფეხმძიმედ ვარ.“ გიორგის გული სიხარულით აევსო და, თავის მხრივ,  გაენდო ცოლს: „ნუ სწუხარ პატიოსანო მეუღლეო – ეს საღმრთო საჩუქარია წმიდა შიოს შემწეობით!“ მეუღლეებმა ღმერთს მადლობა შესწირეს. ღამით ორივეს წმიდა შიო ეჩვენა ძილში და დამოძღვრა ისინი: „ღმერთმა წინასწარვე გამოარჩია ყრმა, რომელსაც თქვენ შობთ. ღვთით გაძლიერდება იგი და ღირსეული მწყემსი იქნება ღვთის ერისა. ნათლობისას სახელად უწოდეთ იოანე, რათა ღვთის მადლი იყოს მასზე და ღმერთს შესწირეთ იგი. ხორციელი საკვებიდან ნურაფერი შევა მის პირში, გარდა თევზისა!“

       მეუღლეებმა წმიდანის სიტყვები საიდუმლოდ შეინახეს. მშობლებმა პირმშო ათი წლის ასაკში მიიყვანეს მონასტერში და ღმერთსა და ნეტარ შიოს შეავედრეს. მომავალში იგი გახდა ქართლის კათალიკოსი იოანე, რომელიც თავისი საღვთისმეტყველო სიბრძნით იოანე ოქროპირს უტოლდებოდა“.

 

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq